მარიამ გელაშვილი ,,პერსონა 2020″ – ის ტიტულს მიიღებს

მარიამ გელაშვილი ,,პერსონა 2020″ – ის ტიტულს მიიღებს

წელს უკვე მეექვსედ საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა გაიმართება. სფეროს განვითარებისა და მხარდაჭერისთვის ,,პერსონა 2020″ – ის ტიტულს პროექტის საკოორდინაციო საბჭო ჩვენი ქვეყნის 50 ადამიანს მიანიჭებს.

პროექტის ფარგლებში გასულ წლებში პერსონას ტიტული მიღებული აქვთ ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან კულტურიდან ნანი ბრეგვაძე, გიორგი უშიკიშვილი, ირმა სოხაძე, მარიკა კვალიაშვილი, მანანა თოდაძე, თმარ სხირტლაძე, გიული ჩოხელი და სხვა. განათლებიდან ნაზი ნადირაძე, თამარ ბარძიმაშვილი და სხვა. მედიცინიდან ნოდარ ემხვარი, ანზორ მელია, თამარ ჭიჭინაძე, არჩილ ჩუხრუკიძე და სხვა.

პერსონა 2020 ის ტიტულზე წარდგენილი წარმატებული ადამიანების გამოვლენა უკვე დაიწყო და მათგან ერთერთი კი გახლავთ ჰირუდოთერაპიის აკადემიის დამფუძნებელი ჰიროდოთერაპევტი მარიამ გელაშვილი, რომელიც პერსონას ტიტულს ნედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღებს.

გთავაზობთ ქალბატონ მარიამ გელაშვილის ბიოგრაფიას.

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ საქართველოს ჰირუდოთერაპიის აკადემიის დამფუძნებელს, ექიმ ჰირუდოთერაპევტს მარიამ გელაშვილს ,,პერსონა 2020 – ის ტიტულზე მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
მარიამ გელაშვილიმა დაამთავრა საქართველოს სამედიცინო ინსტიტუტის სამედიცინო ფაკულტეტი უმაღლესი ფარმაციის სპეციალობით. იგი სხვადასხვა წლებში მუშაობდა რესპუბლიკის მასშტაბით უმაღლესი ფარმაცევტის პასუხისმგებელ პოზიციებზე. როგორც ფარმაკოგნოზიის ანუ სამკურნალწამლო მცენარეების მცოდნე, 2002 -2004 წლებში მუშაობდა უნივერსიტეტის ფიტოთერაპიის კათედრის კლინიკაში, სადაც მან შეიმუშავა სხვადასხვა დაავადებების სამკურნალო რამოდენიმე მცენარეული ნაკრები, რომელიც შემდგომ დანერგა ფიტოთერპიულ მკურნალობაში. მარიამ გელაშვილი ამავე წლებში პარალერულად დაინტერესდა ჰირუდოთერაპიით (წურბელებით მკურნალობა, ვინაიდან იგი სტუდენტობის პერიოდში სწავლობდა წურბელას, როგორც ერთ ერთ ცოცხალ სამკურნალწამლო საშუალებას.
მარინა გელაშვილმა ჰირუდოთერაპია ფართო დიაპაზონით შეისწავლა და შეიმუშავა ჰირუდოთერაპიის საავტორო მეთოდი. მკურნალობის მეთოდების დახვეწის და ეფექტურობის მიზნით მან ასევე შეისწავლა კლასიკური სამკურნალო მასაჟის სრული კურსი ამ დარგის წამყვან სპეციალისტთან ნიკოლოზ ავალიანთან.
ამ ყველაფრის შემდეგ მარიამ გელშვილმა გაიარა ლიმფო დრენაჟის შემსწავლელი კურსი , რომელიც ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ჰირუდოთერაპის დროს.
მარიამ გელაშვილს ჰირუდოთერაპიაში მუშაობის ორ ათწლეულამდე გამოცდილება აქვს და იგი ერთ- ერთ წარმატებული და აღიარებული სპეციალისტია ამ დარგის.
მარიამ გელაშვილმა 2019 წელს ჩამოაყალიბა ჰირუდოთერაპიის აკადემია სადაც ამ დარგით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება ეძლევათ ძირფესვიანად შეისწავლონ მკურნალობის ეს მიმართულება.

CATEGORIES
TAGS
Share This