როდის არის ორგანიზმი ნებისმიერი ვირუსის და ბაქტერიების  სამიზნე – თემაზე ,,პერსონა 2020 მედიცინის განვითარებისთვის“  მარიამ გელაშვილი საუბრობს

როდის არის ორგანიზმი ნებისმიერი ვირუსის და ბაქტერიების სამიზნე – თემაზე ,,პერსონა 2020 მედიცინის განვითარებისთვის“ მარიამ გელაშვილი საუბრობს

კვლავ კოვიდი19 – ვინ არის აღნიშნული ვირუსის მიმღები რისკის ქვეშ ,  როდის არის ორგანიზმი ნებისმიერი ვირუსის , ბაქტერიების და სხვა დაავადებების სამიზნე? ამ თემაზე ექიმი ჰირუდოთერაპევტი წამალთმცოდნე უმაღლესი კატეგორიის ფარმაცევტი, ფიტოთერაპევტი, ,,პერსონა 2020 მეციცინის განვითარებისთვის”  მარიამ გელაშვილი საუბრობს.

მარიამ გელაშვილი

ვერაგი ვირუსი-როდის არის ორგანიზმი ნებისმიერი ვირუსის , ბაქტერიების და სხვა დაავადებების სამიზნე?
ანთროპონოზული ტიპის( გადადის მხოლოდ ადამიანიდან ადამიანზე) რომელმაც თანამედროვე კაცობრიობა ორი ურთულესი პრობლემის წინაშე დააყენა:
1) პანდემიის დამარცხება დაწყებული კონსერვატიული მედიცინის გამოყენებით და დამთავრებული შესაბამისი ვაქცინის შექმნის აუცილებლობით- საითაც მიმართულია მსოფლიოს სამედიცინო სამეცნიერო და პრაქტიკული რესურსი და მედიცინასთან ინტეგრირებული დარგები .
2) ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა.
ვიმეორებ ეს კაცობრიობის პრობლემაა და ამ კაცობრიობის წევრები ვართ ჩვენ, თითოეული ადამიანი განურჩევლად ასაკისა, სქესისა, კანის ფერისა, აღმსარებლობისა, სოციალური მდგომარეობისა და ა.შ. უსასრულოდ შეიძლება ჩამოთვლა.
მაგრამ,აქ არის ერთი მთავარი მაგრამ……ყოველი ზრდა სრული ადამიანი ვალდებულია გამოიყენოს თავისი კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება. რა გააჩნია ამ რეალობაში, რა მოცემულობა აქვს, რით დაიწყოს საკუთარი და ოჯახის წევრების ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე ზრუნვა!?
პასუხი- პ რ ო ფ ი ლ ა ქ ტ ი კ ი თ!!!!!!

როდის არის ორგანიზმი ნებისმიერი ვირუსის , ბაქტერიების და სხვა დაავადებების სამიზნე? – როდესაც სისხლი და ლიმფა დაბინძურებულია.

ორგანიზმის პროფილაქტიკა პირობითად დავყოთ ორ პარალელურ ეტაპად:
1) გარემომცველი სივრცის ( საცხოვრებელი, სამსახური , პირადი ნივთები და ა. შ.) დასუფთავება, დამუშავება შესაბამისი საშუალებით. ხშირად განიავება და მითითებული ინსტრუქციის შესრულება.
ასევე პირადი ჰიგიენა.
2) და მთავარი – მოვაწესრიგოთ ორგანიზმის შიდა თხევადი გარემოს მჟავა ტუტიანობის ბალანსი- სამედიცინო ტერმინოლოგიის განმარტებით pH- ორგანიზმის თხევადი გარემოს წყალბადური მაჩვენებელი, რომელიც არეგულირებს ყველა სისტემის და ყველა ორგანოს ნორმალურ ფიზიოლოგიურ პროცესებს.
ანუ სასიცოცხლო კონსტანტა.

სანამ გადავიდოდე ძირითად საკითხებზე- ვის აქვს უფრო მეტად დასნებოვნების რისკი-
მანამდე მოგაწვდით ინფორმაციას ადამიანის ორგანიზმის თხევადი გარემოს შესახებ. ადამიანის ორგანიზმში
სითხეების რაოდენობა და შესაბამისი pH :
1) სისხლი-~5.0ლ.pH7,43(+/-0,02)
2)ლიმფა 2ლpH7,35-7,40
3)ნაღვლის წვენი2,5ლ
4) ნაწლავის წვენი 3ლ აქ წვრილ ნაწლავში pH-7,2-7,5 და მსხვილ ნაწლავში pH8,5-9,0მერყეობს
5)15-20 ლ უჯრედშორისი სითხე pH7,26-7,38
6)20-25ლ უჯრედული სითხე
7)სახსარშიდა სითხე რაოდენობრივად ძალიან მცირეა მაგრამ აქვს მკაცრად განსაზღვრული-pH7,3.

ამ მონაცემების მიხედვით მუშაობს ადამიანის ორგანიზმი, სწორედ ეს ბალანსი მიიჩევა იდეალურად – ჰორმონების, ფერმენტების ანუ ფიზიოლოგიური პროცესების განსახორციელებლადდა რაც მთავარია იმუნური სისტემის გამართულად მუშაობისთვის.
ძალზედ საინტერესოა რომ სისხლის pH დედამიწის მცხოვრებთათვის ყველგან ერთნაირია .
ასევე საინტერესოა რომ შემოქმედისაგან ბოძებული ურთულესი პროცესებით სისხლი ყოველთვის ინარჩუნებს ამ კონსტანტას, მას ამ მიზნით შეუძლია დააზიანოს სხვა ორგანო ან თუნდაც სისტემა.
როდესაც სისხლის
pH =7,05 ვითარდება პრეკომატოზური მდგომარეობა
pH=7,00კომა
pH=6,8 სიკვდილი.

ორგანიზმის აქვს ოთხი ძირითადი მინერალი.

ეს მინერალებია:Na;K;Mg;
Ca;-სწორედ ეს მინერალებია რომლებიც ინარჩუნებენ ტუტიანობის ბალანსს, რაც შეეხება რკინას
Fe+++ მისი ძირითადი მოვალეობაა წარმოქმნას პორფირის რგოლი და შეიკავშიროს ჟანგბადი , რათა მოხდეს უჯრედულ დონეზე გაზთა ცვლა.
დანარჩენ ელექტროლიტებს , ისინი ორგანიზმის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, მკაცრად განსაზღვრულ ბიოქიმიურ პროცესებში მონაწილეობენ.
მაგალითად თუთია – იმუნური სისტემის საფუძველი, პანკრეასის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მიკრო ელემენტი, თვალის ლორწოვანი გარსის
დამცავი.
ქრომი-აკონტროლებს
ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ცვლას, მათ ენერგიად გარდაქმნის ბიოქიმიურ პროცესებს, რითაც განამტკიცებს იმუნიტეტს და ა.შ.

როგორც ვხედავთ მთელი ორგანიზმი ერთიანი სისტემაა და ჰოლისტიკური მედიცინის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ერთი ერთი ბიოქიმიური პროცესის არასწორად წარმართვას მოსდევს მთელი ორგანოების სხვადასხვა ხარისხით დისფუნქცია, რაც იწვევს დაავადებათა სწრაფად განვითარების რისკის გაზრდას.

ყველა ეპოქაში მედიცინის განვითარება ეყრდნობა – დაკვირვებას, გამოცდილებას, სტატისტიკას- სწორედ აქედან გამომდინარე დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ორგანიზმი , რომელიც გადავსებულია სტაფილოკოკების, სტრეპტოკოკების, სხვადასხვა სახეობის სოკოს და ჭიების ტოქსინებისგან ,რაც იწვევს თავისუფალი რადიკალების შემოტევას.

ამიტომ ორგანიზმში ეცემა იმუნიტეტი, ანუ დაშლის პროდუქტების შედეგად pH 7-ის ქვემოთ ჩამოვიდა , გადამჟავდა სითხოვანი არე,ეს კი ნოყიერი ნიადაგია ყველა პათოლოგიური მანიფესტირებული თუ არა მანიფესტირებული მიკრობების, ბაქტერიებისა და ვირუსებისათვის.
ჭიებით ინვაზია ხომ პირდაპირ პროპორციულია მჟავე არესთან.
ამიტომ სწორედ შერჩეული პროფილაქტიკაა გარანტია იმისა რომ ნებისმიერი ვერაგი დაავადება იქნეს დამარცხებული.
არ შემიძლია არ ავღნიშნო რომ სტატისტიკური მონაცემებით ფილტვების ანთების დაახლოებით 60% ზე მეტი სოკოვანი ეტიოლოგიისაა, ანუ ჯერ სოკოს მიცელიუმის ტოქსინებით ხდება ფილტვის დაინფიცირება, რომელსაც ვერც ვგრძნობთ და შემდეგ უკვე ნებისმიერი გრიპის ვირუსით დასნებოვნება, სამწუხაროდ ფატალური შედეგით შეიძლება დასრულდეს.

ყველა ორგანო აუცილებელია ადამიანისათვის, ასეა შემოქმედისაგან, მაგრამ ჯერ კიდევ ჩ.ვ.წ-მდე მედიცინის კორიფეები აღნიშნავდნენ, რომ ფილტვი ეს არის სიცოცხლის ცენტრალური მაგისტრალი.
და რა გასაკვირია რომ ამ ვერაგი ვირუსისათვის ასეთი დაბინძურებული ფილტვები , იყოს სასურველი მასპინძელი, რომელსაც ვერ მოერევა დაბინძურებული სისხლი და ლიმფა, იმიტომ რომ ლიმფოპოეზის და ჰემოპოეზის (ლიმფის წარმომქმნელი და სისხლის წარმომქმნელი) ორგანოები და ორგანოიდები თვითონ არიან დაბინძურებული.
ეს ერთი მცირედი ნაწილია ჩვენი იმუნური სისტემის მოშლის- ამას ემატება არასრულფასოვანი ან არასწორი კვება, ჰიპოდინამიურობა, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, და 21- ე საუკუნის თანმხლები სენი-
ს ტ რ ე ს ი!!! ეს ცალკე თემაა.რომელსაც აუცილებლად შევეხებით.

 

CATEGORIES
TAGS
Share This