მასწავლებელი მოსწავლის წინაშე მართალი უნდა იყოს – გიორგი ფიფია
გიორგი ფიფია საქართველოს წარმატებული ადამიანების დჯილდოების ცერემონია პერსონა 2021 – ის ტიტულს განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღებს. პროექტი წელს მერვედ გაიმართება და სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის 50 წარმატებულ ადამიანს პერსონას ტიტულს მიანიჭებს.
რატომ გადაწყვიტეთ გეოგრაფიის პედაგოგი ყოფილიყავით?
– თავიდან გეოლოგობაზე ვფიქრობდი ძიება მოპოვება მიზიდავდს ბავშვობიდანვე, მერე გეოგრაფობამ გამიტაცა, მსოფლიო და საქართველოს ბუნების შესწავლა, მსოფლიო ხალხის, კულტურა რელიგია. მაინტერესებდა ადამიანები მსოფლიოში როგორ ცხოვრობდნენ ან რა იყო მიზეზი ან განვითარების მათი ან განუვითარებლობის არ ვიცი ბავშვობიდანვე ასეთი ინტერესები მქონდა.
როგორია თქვენი თვალით დანახული პროფესიონალი პედაგოგი?
– პირველ რიგში როგორც ავღნიშნე მასწავლებელი ბავშვის წინაშე მართალი უნდა იყოს ყოველთვის, უნდა გრძნობდეს ბავშვის გულს, მარტო გაკვეთილის ახსნა არაა მასწავლებლობა, დიდი მეგობარიც ინდა იყო ბავშვის და შესაბამისად სადავეები გეჭიროს ხელში. ნებისნიერ დღეს აანალიზებდე უნდა და განსხვავებებს ხედავდე, ყოველთვის უკეთესი და გაუმჯობესწბისკენ უნდა ილტვოდე. რასაც არ უნდა ასწავლიდე ისე უნდა მიუდგე საქმეს ბავშვებს უნდა დააინეტესო და შეაყვარო საგანიც და მასწავლებელიც. ურთიერთ პატივისცემა და სიყვარულში უნდა იყოს აგებული გაკვეთილი.
ბავშვებთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში რა გეხმარებათ?
– სიმართლე, არასოდეს ბავშვებთან არ ვთამაშობ. რაცავარ იმას ვანახებ, ბავშვს ჯერა და ეიმედება ჩემი, არავითარ საქმეში არ უღალატებ მხარში ამოუდგები, რა თქმა უნდა კარგ საქმეებს ვგულისხმობ. მე მათგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ ასევე ისინი ჩემან გრძნობენ დიდ სიყვარულს რაც ჩვენს ურთიერთობას ამარტივებს., ბავშვი ისეთი ფენომენია ერთი შეცდომა და შესაძლოა ცხოვრების ბოლომდე ცუდად დაამახსოვრდე.
რომ არა მასწავლებელი ვინ იქნებოდით?
– რომ არა მასწავლებელი პროფესიით როგორც ავღნიშნე გეოლოგი ალბათ არ ვიცი ზუსტად სიმართლე გითხრათ ამაზე არ მიფიქრია. მასწავლებლობის გარდა სხვა არაფერს ვუშვებ
როგორ აღმოჩნდით საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაცვის გუნდში?
– პრეზიდენტის დაცვის გუნდში, სკოლის მოსწავლე რომ ვიყავი იმ დროიდანვე უკვე რაც დაიწყო ეროვნული მოძრაიბა არცერთ მიტინგს არ ვტოვებდით, მერე ჩემს სოფელს ორჯონიკიძე ერქვა და მისი ძეგლიც იდგა.ჩვენი ეროვნული მოძრაობა ორჯონიკიძის ძელის ჩამოგდებით დაიწყო. აქედან უკვე შევხურდით და დაიწყო ბრძოლა საქართველოს გათავისუფლებისთვის მთელი საქართველო ერთად იყო გვიხაროდა, იყო სისხლიც იყო ცუდიც მაგრამ მივაღწიეთ ხომ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა ერთად თანაბრძოლის ერთად ყოფნის დროს ვეცნობოდით ერთმანეთს, სიმართლე გითხრათ მეც არ მახსოვს როგორ მოვხვდი იყო პრეზიდენტის დევნა შიშროება რუსული მანქანა პროპაგანდა ყველა მხეიდან ებრძოდა ერთი წუთით არ დაგვიხევია უკან ბოლო შეძლებამდე ვიფრძოდით, ამასობაში აფხაზეთის ომი გაგვიხსნეს, თითქოს გვაკლდა გაჭირვება. ამ დროს გადადო პრეზიდენტმა თავი და ჩამოვიდა აფხაზეთიც საქართველოც გადაერჩინა მაგრამ. ვერ შეძლო მსოფლიო მაყურევლის როლში და რუსეთი ბოლოს უკვე დაუმალავად ღიად გვებრძოდა.
ყველაზე ღირებუილი რა ისწავლეთ ზვიად გამსახურდიასგან?
– ვერ ვაცნობიერებდი 19 წლის ბიჭი რამხელა გიგანტთან ვიდექი ალბათ ეს მმატებდა სითამამეს ახლა ეს ყველაზე დიდი სიამაყეა ჩემთვის, ბატონი ზვიადისგან სიყვარული, მიმღებლობა, რაცარუნდა დაეშავებინა ყველას ყველაფერს პატიობდა ყველა ქართველი უყვარდა და მზად იყო ყვეკაფერი ადამიანისთვის გაეკეთებინა სიკეთე. ბატონი ზვიად გამსახურდიამ მასწავლა თავისუფლების ფასი სიკეთე სიკეთის კეთება, მიმღებლობა და მქონდეს პატიების უნარი. მგონი არაფწრს ვაჭარბებ რამდენად ვარ ასეთი ალბათ ხალხი ხედავს.
რა შეგრძნებაა როცა განათლების განვითარებისთვის პერსონას ტიტულით ჯილდოვდებით?
– არ ვიცი როგორ ვთქვა არ ვარ მე ყურადღებას მიჩვეული, და ძალიან გამიხარდა, იცით რა აქ მე მაჯილდოვებენ მე მაფასებენ ეს კი არ მიხარია მარტო არამედ საქართველოში ხალხი ფასდება ხალხი ახსოვთ ვიღაცას მაინც ყველას თუ არა, რათქმაუნდა ძალიან სასიხარულო გრძნობაა. მართლაც მოხაეული ვარ ამ ყურადღებით და დაფასებით, ბევრს მიებაძოს ამ საქმისთვის.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– ჩემი სამომავლო გეგმები ისევ სკოლას ისევ ბავშვებს უკავშირდება, ჩვენც ვსწავლობთ ახალი სკოლის მოდელს თანამედროვე ტექნოლოგიებს და ვასწავლით ბავშვებს ესაა ჩემი სამომავლო გეგმები. რაც შეიძლება მეტი ვისწავო და მეტი ვასწავლო ბავშვებს, მეტი ხარისხით და მოტივაციით სულ წინ წავიდეთ, უფრო ძლიწრი თაობები გაუშვათ სკოლიდან ეს საქართველოს ჭირდება ყველაზე მეტად, ეს დიდი პასუხისმგწბლობაა. ვცდილობთ პედაგოგებმა კარგად გავართვათ თავი