მეშინია რომ ოპოზიაცი ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში ყველას დაგვიჭერს

მეშინია რომ ოპოზიაცი ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში ყველას დაგვიჭერს

ვახტანგ მეგრელიშვილი: ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების – რომ მოიგონ, შეიძლება დაგვიჭირონ, ან გადაგვაგდონ

ვახტანგ მეგრელიშვილი

ვახტანგ მეგრელიშვილი

მე ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების, არ ვიცი, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მე უფრო უსაფრთხოდ ვიქნები ამ ქვეყანაში, თუ დღეს ვარ, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ რომ გაიმარჯვოს შესაძლოა, „გადააგდონ“.

„როდესაც ოპოზიციასთან ვმუშაობდით, ჩვენ გვეგონა, რომ ჩვენი პარტნიორები უარს ამბობდნენ იმ ცენტრალიზებულ სისტემაზე, რომელიც ახლა გვაქვს. ჩვენ მათ შევუთანხმდით სასამართლო ხელისუფლების რეფორმირებაზე. ოპოზიციამ გავაფორმეთ შეთანხმება, რომ თუ ჩვენ მოვიდოდით ხელისუფლებაში, რაც დღეს ხდება ნიკა მელიას თავს, ან გიორგი რურუას თავს, ეს აღარ მოხდებოდა და ერთმანეთს აღარ დავიჭერდით.

მაშინ კი არ მიყვარდა „ნაციონალური მოძრაობა“? ვეკითხებოდით, რომ დაგეხმაროთ მთავრობის შექმნაში ხომ არ დაგვემუქრება საფრთხე, რომ შემდეგ დაგვიჭერთ? ამის დაზღვევა იყო სწორედ ის შეთანხმებები, რომლებსაც ვაფორმებდით ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ვერ მოვედით კოალიციურად, აღმოჩნდა, რომ ჩვენს პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებს ეს ნაწილი არ აინტერესებთ. ახლა, რომ სინამდვილეში ამათმა მოიგონ, შეიძლება გადაგვაგდონ, დაჭერამდე შეიძლება კონსოლიდირება დასჭირდეს ხელისუფლებას, მაგრამ ბოლო-ბოლო დაგვიჭერენ“, – აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

CATEGORIES
TAGS
Share This