,,მითხარით ვინმემ სახელმწიფო რით და როგორ ეხმარება ასეთ დროს ადამიანებს” – დავით გელაშვილი
ცნობილი ადვოკატი დავით გელაშვილი ფეისბუქ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და საგანგებო მგომარეობით გამოწვეულ კრიზისულ მომენტებზე აკეთებს აქცენტებს. იურისტი აგრეთვე ინტერესდება საგანგებო ფონდში ჩარიცხული თანხების გამჭირვალეობით და კითხვებს სვავს.
დავით გელაშვილი: ,მეგობრებო, ისევ ერთი თვით გაგრძელდა ეს საგანგებო მდგომარეობა და რათქმაუნდა ვაცნობიერებ ,რომ ეს აუცილებელია ჩემი და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისათვის მაგრამ ავტომანქანებით სარგებლობის აკრძალვას უკვე ვემიჯნები.
გაირა აღდგომამ,ეკლესიებში და სასაფლაოებზეც არა მგონია ხალხის ნაკადები მიაწყდეს. ამიტომ ვთვლი რომ ჩვენთვის ავტომობილით გადაადგილების აკრძალვა დამატებით ერტი კვირა კიდევ ზედმეტია.
ასევე გულწრფელად მაინტერესებს ის მობილიზებული თანხები და თუნდაც ბატონი ბიძინას მიერ გადარიცხული მილიონები რა მიმართულებით იხარჯება.
აგერ ეხლა მყავს მეგობრები რომლებიც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ ,ყავთ მცირეწლოვანი შვილები, ავადმყოფი მშობლები ,იყვნენ თვითდასაქმებულები, დარჩნენ ყოველგვარი შემოსავლის გარეშე და ხვალ შეიძლება ბინიდანაც გამოაგდოს მეპატრონემ, თან ეს ხალხი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანები არიან.
მითხარით ვინმემ სახელმწიფო რით და როგორ ეხმარება ასეთ დროს ადამიანებს.
მე მართლა ვერ მოვიძიე ეს ინფორმაცია.
საჭიროების შემთხვევაში გავასაჯაროვებ ამ ადამიანების ვინაობებს ,დღეს ისინი უბრალოდ ქუჩაში დარჩენის რისკის ქვეშ არიან და შიმშილით და სიცივით დაღუპვა ელით.
შეიძლება ვინმემ იფიქროთ რას აკეტებენ ამ ადამიანების ახლობლები მეგობრები -აქვე გეტყვით ,რომ ჩვენ შესაძლებლობის ფარგლებში ვეხმარებით ამ ადამიანებს მაგრამ ეს არაა საკმარისი.
თუ ვინმემ იცით სად ,ვის და როგორ უნდა მიმართონ მოგვწერეთ.
მართლა მაინტერესებს რა ფორმით და რამდენად მობილურად ზრუნავს სახელმწიფო ამ ხალხზე.
ამ ადამიანებს დღეს ჭირდებათ თანადგომა .“