ზუგდიდის შესასვლელთან საპოლიციო ძალები დგას, რომლებიც ყველაფერს აკონტროლებენ – ზუგდიდის მერის მოადგილე

ზუგდიდის შესასვლელთან საპოლიციო ძალები დგას, რომლებიც ყველაფერს აკონტროლებენ – ზუგდიდის მერის მოადგილე

ზუგდიდში კორონა ვირუსის დაუდასტურებული გადაცემის ფაქტის გამო საგანგებო მდგომარეობა გამკაცრდა. ამასთან დაკავშირებით ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა განცხადებას აკეთებს.

დარჩი სახლში განსაკუთრებული რეჟიმი დღეიდან ძალაში შედის სამეგრელოში. ზუგდიდისა და ფოთის შესასვლელებთან სპეციალური საპოლიციო ბლოკ-პოსტები უკვე მოქმედებს. ამიერიდან ქალაქში მანქანით შესვლის მსურველს მოეთხოვება, რომ ავტომობილში მხოლოდ ორ თანმხლებ პირთან ერთად იჯდეს. რეგიონში მომატებული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად ორივე ქალაქის თითქმის ცარიელ ქუჩებში აქტიურად პატრულირებენ პოლიციის თანამშრომლები. ადგილზე სასურსათო მაღაზიების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაკეტილია. დღეიდან გარევაჭრობა აიკრძალება ზუგდიდის ბაზარშიც და საქმიანობის უფლება მხოლოდ სასურსათო დახლების მეპატრონეებს ექნებათ. საგანგებო მდგომარეობის წესების დამრღვევი ფიზიკური და იურიდიული პირები კი, კანონის შესაბამისად დაჯარიმდებიან.

“ზუგდიდში მოქმედებს განსაკუთრებული რეჟიმი, ეს გულისხმობს იმ შეზღუდვების აღსრულებაზე მონიტორინგის გამკაცრებას, რასაც, თავისთავად, ითვალისწინებს განსაკუთრებული მდგომარეობა. მუნიციპალიტეტის შესასვლელებთან და გასასვლელებთან დგას საპოლიციო ძალები, რომლებიც აკონტროლებენ თითოეულ მანქანას,რომელიც შემოდის მუნიციპალიტეტში.

მხოლოდ 3ადამიანი უნდა მგზავრობდეს ავტომობილით – ერთი, თავისთავად, მძღოლი, 2 მგზავრი კი უკანა სავარძლებზე. ყველას უნდა ჰქონდეს პირბადე,” – ამბობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა.

 

CATEGORIES
TAGS
Share This