„მინდოდა დამემსხვრია სტერეოტიპები, რომლებიც ამ სისტემაშია დანერგილი“ – რუსუდან ლამპარაძე
„ლიდერი სარესტორნო საქმეში – 2022“ წარმოგიდგენთ ბიზნეს ლედისა და რესტორატორს ქალბატონ რუსუდან ლამპარაძეს
პროფესიით ფარმაცევტმა მომსახურების სფეროში პირველად 2008 წელს შეაბიჯა, როცა ხარისხის მართვის მენეჯერად დაიწყო მუშაობა.
– გამომდინარე იქიდან, რომ ყოველთვის ორიენტირებული ვიყავი საკუთარი თავის გაუმჯობესებასა და გაზრდაზე, შევისწავლე ბუღალტერიის კურსები, თან ვმუშაობდი, თან ვუძღვებოდი ოჯახს და პარალელურად დავიწყე ბიზნესი, რადგან ყოველთვის მინდოდა ამ სფეროში თავის გამოცდა. მანამდე მომიწია რესტორანში მუშაობა და რაკიღა მაინტერესებდა ეს სფერო, დავიწყე ყველაფრის საფუძვლიანად შესწავლა, რამაც მიმიყვანა იქამდე, რომ რამოდენიმე რესტორნის მენეჯმენტში ვარ აქტიურად ჩართული. ჩემი მთავარი მიმართულება სარესტორნო ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარებაა. მინდოდა დამემსხვრია სტერეოტიპები, რომლებიც ამ სისტემაშია დანერგილი. ჩემი მიზანია, ეს სფერო აკმაყოფილებდეს ევროპულ სტანდარტებს.
ის საქმე, რასაც ვაკეთებ, ქალისთვის რთულია, თუმცა ძალიან საინტერესო. ჩემი აზრით, ყველა ქალი უნდა იყოს ჩართული ამა თუ იმ ღონისძიებასა თუ აქტოვობაში, რათა უფრო მეტი ლიდერი ქალბატონი ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას.
ქალებს ვურჩევ, იყვნენ მიზანდასახულები, როცა მიზნად ისახავ რაიმეს და დაუღალავად იბრძვი მის მისაღწევად, შრომა ყოველთვის იღებს შედეგს. ეს ყველაფერი კი გვეხმარება საზოგადოებაში საკუთარი თავის დამკვიდრებაში.
https://www.facebook.com/Restaurant.Qartuli