,,მინდოდა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილ პასუხს დიდი ხანი დაეგვიანა “- შოთიკო სადაღაშვილი

,,მინდოდა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილ პასუხს დიდი ხანი დაეგვიანა “- შოთიკო სადაღაშვილი

ტელეკომპანია დიას ჟურნალისტი შოთიკო სადაღაშვილი ფეისბუქზე ემოციურ წერილსსქვეყნებს სადაც იმ ემოციებზე დასტრესზე წერს რომელი ცხელების ცენტრში შესვლიდან და ,,კოვიდ 19 ” – ანალზის აღების მომენტიდნ ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხის მოსვლამდე განიცადა.

შოთიკო სადაღაშვილი:

მოკლედ, სამი დღე და ორი ღამე ვიყავი გორმედის ქსელის ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში. მაღალი ტემპერატურის და იმის გათვალისწინებით, რომ ვმუშაობ ჟურნალისტის პოზიციაზე და ბევრი კონტაქტი მაქვს, 112-ის ოპერატორმა და ოჯახის ექიმმა ჩათვალა საჭიროდ, ცხელების ცენტრში ჩამტარებოდა კვლევა covid-19-ის ინფექციაზე. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. გათენებული ღამეები და ფიქრები, მხოლოდ კორონავირუსზე, ასევე იმ კონტაქტებზე, ვისთანაც ბოლო პერიოდში კომუნიკაცია მქონდა (საბედნიეროდ ეს რიცხვები, არც თუ ისე ბევრი იყო)

24 საათში ალბათ სულ 2 საათი თუ მეძინებოდა, ისიც გადასხმების შემდეგ და ამ ორ საათშიც მხოლოდ კოშმარებს ვხედავდი. ნერვიულობისგან არ ვიცოდი რა მექნა, პალატაში დავდიოდი და საათს ვუყურებდი რომ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილ პასუხს კიდევ დიდი ხანი დაეგვიანა, რადგან ღრმად მჯეროდა, რომ პასუხი დადებითი მოვიდოდა.

ამ დროის განმავლობაში რა თქმა უნდა ერთი მეორის მონაცვლეობით შემოდიოდნენ ექიმები, ექთნები, კლინიკის მენეჯერი და დამლაგებელი. სავარაუდოდ ჩემნაირი პაციენტი არც თუ ისე ცოტა ჰყოლიათ და ამიტომ მარტივად მიხვდნენ ჩემს ემოციებს. 10 წუთში ერთხელ შემოდიოდნენ და საკუთარი დედა რომ დამამშვიდებდა სწორედ ასე მამშვიდებდნენ . ასეთი ადამიანური გრძნობები საავადმყოფოში პირველად ვნახე, ისე მელაპარაკებოდნენ ყველა, თვითქოს ფსიქოლოგს ვუსმენდი, რომელიც სტრესის დაძლევაში მეხმარებოდა.

სამედიცინო დაწესებულებაში მარტო ვიყავი, ფული ბარათზე მქონდა და საჭმლის საყიდლად ბუნებრივია ვერ გავდიოდი, ერთ-ერთმა ექიმმა შემომთავაზა დახმარება ,,მანქანით ვარ და შემიძლია საჭმელი მოგიტანოო” გული გამითბა, ვერ წარმოვიდგენდი ასეთი ადამინები მედიცინაში კი არა, ზოგადად, ქვეყანაში თუ კიდევ არსებობდნენ.

უამრავი სმს-ი, ზარი, მოკლედ, ძალიან ბერვი ადამიანი მეკონტაქტებოდა, მკითხილობდა. ყველაზე მეტად იმ ადამიანის ზარი მიხაროდა, რომელიც ყველაზე მეტად იყო დარწმუნებული ჩემს ჯანმრთელობაში, ადამიანის, რომელიც კი არ მამშვიდებდა, უბრალოდ იცოდა, სჯეროდა ყველაფერი კარგად იქნებოდა და რაც მთავარია, მარწმუნებდა ჩემს ძალებში შესაძლებლობებში, მოკლედ, მასწავლიდა სირთულეების გადალახვას და ამ მძიმე დღეებში კიდევ უფრო მეტად მივხვდი, რომ ასეთი ადამიანები ჩემს ცხოვრებაში ერთეულები არსებობენ.

მოკლედ, სტრესი დაძლეულია და ვთვლი, ამ დღებმაც საკმაოდ ბევრი მასწავლა. რაც მთავარია კორონავირუსი არ დამიდასტურდა. მე კი კიდევ ერთხელ, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, გორმედის ქსელის, ქარელის საავადმყოფოს ექიმებს, ხელმძღვანელებს, დამლაგებლებს, სანიტრებს, მოკლედ, ყველას იმისთვის, რომ ასეთი კარგები, მაგრები და საამაყოები არიან!

ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მუდმივად ინტერესდებოდით ჩემი მდგომარეობით და მადლობა, ჩემს უმაგრეს მეგობრებს!

გორმედი – სამედიცინო ქსელი • Gormedi – Medical Network

CATEGORIES
TAGS
Share This