მუდმივი სპონსორი-საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი
ბიდისი აკადემია ,,ლიდერ ქალთა საზოგადოების“ ოქროს სპონსორია და ზურგს უმაგრებს საზოგადოებას ყველა წამოწყებაში. საერთაშორისო განათლების აკადემია ,,ბიდისი“ უკვე 17 წელია, რაც საქმიანობს საგანმანათლებლო ბაზარზე. ამ დროის განმავლობაში აკადემიამ შეძლო ხარისხის მაღალი დონის შენარჩუნება და დღეს იგი ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას იკავებს ამ სფეროში. აკადემიას წლების განმავლობაში ძალიან ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს დასაქმებული იმის გათვალისწინებით, რომ დამსაქმებლებისთვის მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანი თანამშრომელი.
,,ბიდისი“ ორიენტირებულია სერთიფიცირებული და პროფესიონალი კადრების ჩამოყალიბებაზე, შემდეგ კი მათი დასაქმების უზრუნველყოფაზე. აკადემიას აქვს ერთი სათავო სასწავლო ოფისი თბილისში და ოთხი ფილიალი ქუთაისში, გორში, თელავსა და ბათუმში. საერთაშორისო განათლების აკადემია 17 წლის წინ დაარსდა, რომელიც იმ დროისთვის განათლების ბაზარზე ახალ მიმართულებას წარმოადგენდა.მას შემდეგ ,,ბიდისი აკადემია“ ეკვე წლებია, რაც ოპერირებს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. ვინაიდან პროფესიულ განვითარებაზე და განათლებაზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, ,,ბიდისი“ მსმენელებს 35-მდე სასწავლო პროგრამას სთავაზობს: ფარმაცია, საექთნო საქმე, კონდიტერია, ბუღალტერია, მენეჯმენტი, კულინარია, კომპიუტერული პროგრამები, სასტუმროს მენეჯმენტი, ფსიქოლოგია, საბანკო საქმე, ბიზნესადმინისტრირება, ოფის-მენეჯერი, უცხო ენები და ა.შ. აკადემიაში ტრენინგებს აკადემიის მიერ მოწვეული კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები უძღვებიან.
ხარისხიანი და კვალიფიციური განათლების მიღებას კი სწორედ შერჩეული საგანმანათლებლო დაწესებულება, ადამიანური რესურსის სწორად მართვა და კვალიფიციურ ტრენერთა გუნდის სიძლიერე განაპირობებს. საჭირო თეორიული მასალის ათვისების შემდეგ, მსმენელები იწყებენ მის პრაქტიკაში განხორციელებას. თეორიული და პრაქტიკული კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ კი გადიან სტაჟირებას წამყვან კომპანიებში, სადაც წარმატებული მსმენელები საქმდებიან.
აკადემიის მისიაა, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში შექმნას ეროვნული ღირებულებების მატარებელი ისეთი სახის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ადაპტირდება არა მხოლოდ ქართულ საგანმანათლებლო სივრცესა და მის მოთხოვნებთან, არამედ საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტის შესაბამისი იქნება.
აკადემიის მიზანია თითოეული მსმენელის ინტელექტუალურ, კულტურულ, შრომით და სულიერ მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი განათლების მიცემა, რაც ხელს შეუწყობს მათ პიროვნებად ფორმირებას.აკადემიაში სწავლის დაწყება უგამოცდოდ, სწავლის საფასურის გადახდა კი ეტაპობრივად არის შესაძლებელი. ,,ბიდისი აკადემია“ ზრუნავს თითოეული მსმენელის დროზე. შესაბამისად, აქ სტუდენტებს მათზე მორგებული გრაფიკი აქვთ. განათლების მიღება როგორც საქართველოში მცხოვრებ, ისე საზღვარგარეთ მყოფ ადამიანებსაც შეუძლიათ.
აკადემიამ ონლაინსწავლის მეთოდზე დაყრდნობით, შეიმუშავა სპეციალური საგანმანათლებლო ტრენინგ-კურსები სხვადასხვა პროფესიული პროგრამის მიმართულებით, როგორც საქართველოში მცხოვრები სწავლის მსურველებისთვის, ასევე ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვის. ,,ზუმის“ მეშვეობით დღეს აკადემიის ლექტორები სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს პროფესიულ ლექციებს მათთვის სასურველ დროს უტარებენ. ეს ნაბიჯი აკადემიის მხრიდან მათთვის მნიშვნელოვანი და წარმატებული აღმოჩნდა. ემიგრანტებმა აქ გავლილი კურსის შემდეგ დაიწყეს დამატებითი სამუშაოები და ძალიან კმაყოფილები არიან. ტრენინგები მორგებულია მათ სამუშაო გრაფიკზე. გარდა ამისა, ბიდისი აკადემია უზრუნველყოფს თავისი კურსდამთავრებულების საზღვარგარეთ უფასო ცხოვრებასა და სტაჟირებას.