მუზა უფლის სასიტყვეᲗიდან გამოგზავნილი ანგელოზის ფრᲗებია – ნაᲗია ჯიმᲨელეიᲨვილი ,,პერსონა 2021″ -ის ტიტულს მიიᲦებს

მუზა უფლის სასიტყვეᲗიდან გამოგზავნილი ანგელოზის ფრᲗებია – ნაᲗია ჯიმᲨელეიᲨვილი ,,პერსონა 2021″ -ის ტიტულს მიიᲦებს

საქარᲗველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2013 წლიდან იმარᲗება და სფეროს განვიᲗარებასა და ხელᲨეწყობისᲗვის ყოველწლიურად Ჩვენი ქვეყნის 50 წარმატებულ ადამიანს  პროექტის სპეციალური ბორდი პერსონას ტიტულს ანიᲭებს.  პროექტის არსებობის მანᲫილზე დაჯილდოვებულები არიან , ნანი ბრეგვაᲫე, მარიკა კვალიაᲨვილი, Თამარ სხირტლაᲫე, გიული Ჩოხელი, ლეილა აბაᲨიᲫე, კახი კავსაᲫე, ირმა სოხაᲫე, მანანანა ᲗოდაᲫე, გიორგი უᲨიკიᲨვილი და სხვები.

,,პერსონა 2021″  ის ტიტულს Შემოქმედი და წარმატებული ქალბატონი პოეტი ქუᲗაისიდან ნაᲗია ჯიმᲨელეიᲨვილი მიიᲦებს.

ქალბატონ ნაᲗიასᲗან ინტერვიუ რეალინფომ Ჩაწერა.

როდის მოვიდა ᲗქვენᲗან პოეზია?

პოეზია რაკი ისეთი ლექსების ერთობლიობაა, რომელშიც ენა გამოიყენება მისი ესთეტიკური თვისებებით და მხატვრული წარმოჩინებით, ამის გათვალისწინებით ვიტყვი, რომ თავად მისი უდიდებულესობა პოეზია ცოტა მოგვიანებით შემივიდა ჩემს ცხოვრებაში, თუმცა “ლექსი”, უფრო სწორად რითმებთან თამაში გაცილებით უფრო ადრე… მაშინ ,როცა წერა საერთიდ არ ვიცოდი. მახსოვს, საბავშვო ბაღში მასწავლებელთან მივიდოდი და ვეტყოდი, მაწავლებელო თავში ლექსი მომაწვათქო, ამ სასაცილო ფრაზაზე მას ეცინებოდა ,თუმცა ჩემი მონაყოლიდან მახსოვს, რაღაცას მაინც ინიშნავდა ცარიელ ფურცელზე.

რა არის Თქვენი მუზა?

მუზა ჩემს წარმოსახვაში უფლის სასიტყვეთიდან გამოგზავნილი ანგელოზის ფრთებია, რადგან ვფიქრობ, რომ შემოქმედი ვერაფერს შექმნის ღმერთის გარეშე, თავად ღმერთი ხომ ყვრლაზე დიდი შემოქმედია სრულიად სამყაროსი.

საქმიანი და წარმატებული ქალბატონი ბრᲫანდებიᲗ, როგორ ანაწილებᲗ დროს ოჯახსა და საყვარელ საქმეს Შორის

არც ისე რთულია ჩემთვის დროის მორგებულად განაწილება . ოჯახი, სამსახური, საზოგადოება და სიმშვიდე, ასე დავყოფდი ჩემი დღის რუტინას. მთავარი კი ამ ყველაფრის წარმატებულად თავის გართმევაში არის მომდევნო დღის სწორად დაგეგმვა.

მოგვიყევიᲗ მზის Თეატრზე?

ხელოვანთა საზოგადოება “მზის თეატრი” 2009 წელს დაარსდა, თანადამფუძნებელი არის ჩემი ფილოლოგიის ლექტორი, პოეტი ქალბატონი ნათელა ფოჩხუა. მე კი
დაარსების დღიდან დღემდე საზოგადოების პრეზიდენტი გახლავართ.

“მზის თეატრს” სხვადასხვა სახის პროექტებთან ერთად ( შემოქმედებითი, საგანმანათლებლო, ეკოლოგიური, სოციალური, საქველოქმედო და ა.შ ) აქვს რამდენიმე საავტორო პროექტი, მათ შორის გამოვარჩევ შემოქმედებით მარათონს” და “პროფილის მიღმა”, აღნიშნული პროექტები იმართება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გართ.

რა არის Თქვენი წარმატების რეცეპტი?

წარმატების რეცეპტს ბევრი ინგრედიენტი არ სჭირდება, ის მხოლოდ შედგება დაუღალავი შრომით, მიზანსწრაფულობით, კარგად გათვლილი მცირე რისკით და დროის მაქსიმალური გამოყენებით. სულ ესაა!

რას ნიᲨნავს ᲗქვენᲗვის ხალხის სიყვარული?

ხალხის სიყვარული იმავე ხალხის წინაშე აღებული დიდი პასუხუსმგებლობაა. უნდა შეინარჩუნო ის , რითაც საზოგადოებამ შეგიყვარა და ეცადო მათ ინტერესებს შენს მინართ უპასუხო ყიველდღიური ზრდითა და განვითარებით. ამით გამოხატავ უწყვეტ კავშირს და სიყვარულს თქვენსა და ხალხს შორის.
ხალხის სიყვარული მათი აბლიდუსმენტებია ჩემი პიროვნების კარგად შესრულებული როლისათვის სამყაროში.

CATEGORIES
TAGS
Share This