New Face Person 2020” – ის ტიტულს  შოთიკო ბოჭორიძე მიიღებს

New Face Person 2020” – ის ტიტულს შოთიკო ბოჭორიძე მიიღებს

დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2013 წლიდან იმართება და სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის ოველწლიურად 50 ადამიანს პერსონას ტიტულს ანიჭებს.  სხვადასხვა წლებში აღნიშნული ტიტულიმიღებული აქვს ისეთ ადამიანებს როგორებიც არიან ნანი ბრეგვაძე, თამარ სხირტლაძე, გიული ჩოხელი, მარიკა კვალიაშვილი, გიორგი უშიკიშვილი, მანანა თოაძე, ირმა სოხაძე და სხვები. პროექტი ახალგაზრდა ადამიანებს,  ახალ სახეებსაც აჯილდოებს და საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ ახალგაზრდა მომღერალს შოთა ბოჭორიძეს ,,New Face Person 2020” –ს ტიტულზე.
შოთა ბოჭორიძე: ,,დავიბადე 1998 წლის 8 იანვარს თურქეთში .
გავიზარდე საქართველოში – თბილისში და უმეტესწილად კახეთში ვიმყოფებოდი კერძოდ თელავში .
მიყვარდა ფოლკლორი ქართული მრავალხმიანობა და გენიალური შესაძლებლობები,რომელიც აისახება კახურ სადა თუ შერეულ კილოში.
მიყვარს ჩემი კუთხე , ვამაყობ რომ კახელი ვარ .
თითოეულ ადამიანს უნდა ეამაყებოდეს თავის კუთხე სადაც არ უნდა იყოს უნდა ასახელოს საქციელით და შემდეგ უკვე სიტყვებით მოიხსენიოს.
საქართველო არ არის მხოლოდ ჩემი სამშობლო –
საქართველო ჩემი ცხოვრების და არსებობის მთავარი სტიმულია და ზეიმი ნიჭიერების . უფლისგან კურთხეულია,ჩემი ერი და ქართულად სწორედ ამიტომ ვმღერი აქ ხომ ფოთლებიც მღერიან და უდიდესი პასუხისმგებლობაა დაიმკვიდრო თავი ,შეძლო შენი სათქმელი მიიტანო ადამიანებამდე რომ გაითავისონ და სწორად მიიღონ .
მუსიკალური განათლება არ მაქვს სახელმწიფოებრივი, თუმცა ვსწავლობ ,ვგრძნობ და ვითავისებ თითოეულ ნოტს,რომელიც თითოეულ მომღერალს თავის შინაგანი ბუნებიდან გამომდინარე აქვს შთაგონებული .
დავძლიო ცხოვრების სირთულეები და რთული ეტაპები ამ ყველაფერში მეხმარება სიმღერა.
ოჯახი ყოველთვის არის ჩემთან განსაკუთრებით დედა და დაა – მე მათი სიყვარული და ხელშეწყობა მაძლიერებს .
იყო გმირი ეს ნიშნავს გაზარდო შვილი , რომელიც შენ იმედებს გაამართლებს და მჯერა რომ დედის იმედებს და მოლოდინს გავამართლებ,რადგან ჩემთვის ცხოვრობს და ჩემი თვალებით ხედავს სამყაროს .
უსაზღვროა სიტყვა მიყვარხარ და ენით აუღწერელი გადმოგცეთ თუ როგორ მიყვარს ჩემი ოჯახი და ახლობლები ასევე მეგობრები რომლებიც არასდროს მტოვებენ და სტიმულს მაძლევენ მივყვე ამ სფეროს .
თითქმის ყოველთვის ვცდილობ რომ დავუკრა ფოლკლორულ საკრავებზე მოვუსმინო გემოვნებიან გამორჩეულ მუსიკოსებს: ჰამლეტ გონაშვილს,ჯანსუღ კახიძეს,გოგი დოლიძეს და სხვებს.
ჩემი მიზანია განვვითარდე მეტად ამ სფეროში და მეტად გავიზარდო მუსიკალურად .
ვეცდები ჩემი შესაძლებლობების ნაწილი მაინც მივიტანო მსმენელამდე.
პირველი სიმღერა ჩაიწერა ძ სტუდიო.ში
სახელწოდებით “წვიმს” რომელიც ეკუთნის გენიალურ კომპოზიტორ ლია ხუგაშვილს მისმა ოჯახმა მომცა უფლება მხოლოდ მე შემესრულებინა ,რადგან სამწუხაროდ გარდაიცვალა და დიდი დანაკლისი განიცადა საქართველომ სასწაული კომპოზიტორის გარდაცვალებით.
მხვდა წილად შემესრულებინა სრული უფლებებით – უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდი , მალევე მოეწონა ხალხს და გახიტდა …
ამ დროს ვიგრძენი რომ სიმღერა იყო ჩემი გზა .
სწორედ რომ სიმღერა “წვიმს” ჩაწერის დროს გავიცანი სტუდია “საქართველო”ში უსაზღვროდ ნიჭიერი მუსიკოსი მარიამ ცქვიტინიძე .
სწორედ მას ეკუთვნის ჩემი მეორე სიმღერა
“მე შენ მჭირდები”.
ხელშეწყობა ძალიან ბანალური ნათქვამია ,ბევრი საუბარიც არ მიყვარს, უბრალოდ ვიტყვი რომ მარიამ ცქვიტინიძე ჩემ ცხოვრებაში ძალიან ბევრს ნიშნავს და მე ვამაყობ რომ ის არსებობს, არის ჩემ გვერძე და მუსიკალურ წინსვლაში მეხმარება.
მიზნები ,რომლებიც უნდა განვახორციელო ბევრია და ღირებული ჩემი ქვეყნის სასიკეთოდ ,მინდა წვლილი შევიტანო ყოველთვის ქართული სიმღერის პოპულარიზაციაში და დავანახო მსმენელს რომ თუ მოინდომებ შეუძლებელი არაფერია მთავარია გქონდეს ნიჭი იყო პასუხისმგებლობით და უნარით გიყვარდეს ის სფერო , რასაც ემსახურები.
ყოველთვის ვამბობ სათქმელს სიმღერად – ნიჭიერი ადამიანისთვის ღირსეულ,სამართლიან და თავმდაბლურ გზას მიყვეს არ არის მარტივი,მაგრამ აზრიანია ეტაპები,რომელიც სწორად მიიღწევა.
დანატოვარი მომავალი თაობებისთვის გემოვნებიანი მუსიკააა რის გამოც ღირს იცხოვრო შემოქმედმა .
მიყვარს თითოეული ჩემი მსმენელი და შევეცდები მათი იმედები გავამართლო.“

CATEGORIES
TAGS
Share This