მხატვარი დათო მურაჩაშვილის წარმატებული კარიერა
დავით მურაჩაშვილი – მხატვარი, მომღერალი, სპორტსმენი, ცნობილია საქველმოქმედო ინიციატივებითაც.
მისი ნახატები დამთვალიერებელზე ძლიერ ემოციურ და ესთეტიკურ შთაბეჭდილებას ახდენს. ხატავს ყველა ჟანრში. ხატავს მელოდიის თანხლებით, რაც მისი შემოქმედებითი პროცესის ერთ–ერთი განმსაზღვრელია. მან წინასწარ თითქმის არასდროს არ იცის ნახატის შინაარსი და ის შთაგონებასთან ერთად ხატვის პროცესში იბადება. ერთ – ერთ ინტერვიუში მხატვარმა ასეთი რამ აღნიშნა, ფუნჯი თავისით დარბის ტილოზე და იკვეთება ის კონტურები, ასე რომ ხიბლავს ყველას.
დავით მურაჩაშვილის შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია პეიზაჟს, მათ შორის, იტალიურსა და ამერიკულს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრებისა და მოღვაწეობის პერიოდშია შექმნილი. მხატვრის არაერთი ნამუშევარი უცხოეთის კერძო კოლექციებშია დაცული, საქართველოში კი, მაგალითად, ნანი ბრეგვაძის კოლექციას ამშვენებს.
დავით მურაჩაშვილს თანამშრომლობას არაერთი ქვეყანა სთავაზობს, მათ შორის, არაბთა გაერთიანებული ემირატები, რომელთან მოლაპარაკებაც გრძელება.
„სამყარო ხელისგულზე“ – ამ სახელწოდების მასშტაბური გამოფენა შოუს ელემენტებით, რომელსაც მხატვარი საქართველოში გეგმავდა, პანდემიის გამო გადაიდო, თუმცა მომავლში აუცილებლად გაიმართება.
ყველაზე მეტი ნახატი, როგორ ის „რეალინფოსთან“ საუბრაში აღნიშნავს, პანდემიის დროს გაყიდა. მართალია, მისი ნახატები საზღვარგარეთ უფრო იყიდება, თუმცა ძალიან სურს ისინი საქართველოში რჩებოდეს.
რაც შეეხება მხატვრის მუსიკალურ კარიერას – მისი მიერ ტყუპისცალ ძმასთან ერთად ნამღერი ქართული ხალხური სიმღრა „ბერიკაცი“ XXI საუკუნის ოქროს ფონდშია შესული. აქვე აღვნიშნავთ, რომ დავითი სხვასადხვა დროს მღეროდა „მართვესა“ და „ერისიონში“, თუმცა მუსიკალურ კარიერას მაინც მხატვრობა ამჯობინა.
დავით მურაჩაშვილი პედაგოგიური საქმიანობითაც ცნობილია– მისი არაერთი მოსწავლე წარმატებით გამოდის სხვადასხვა კონკურსზე.
ქველმოქმედება კი, რომელსაც ის ხშირად ეწევა, მის პროფესიასაც უკავშირდება ხოლმე. მხატვარი რამდენიმე ბავშვთა სახლთან თანამშრომლობს, სადაც ხატვით გატაცებულ ბავშვებს მასტერკლასს უსასყიდლოდ უტარებს.
რაც შეეხება სპორტულ კარიერას, მის სახელზე არაერთი ჯილდო და მედალია.
დავით მურაჩაშვილი საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოება „პერსონა –2021–ის“ მონაწილეა ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, რითიც ის ქართული კულტურული პროექტების პოპულარიზაციას უჭერს მხარს.