ნამაჰვან ჰესის პარალერულად ბახმაროში  ახალი ჰესის მშენებლობა იწყება

ნამაჰვან ჰესის პარალერულად ბახმაროში ახალი ჰესის მშენებლობა იწყება

ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო სამოქალაქო პროტესტის პარალერულად ქართველებს სულ გადაგვავიწყდა კიდევ ერთი ჰესის მშენებლობა , რომელიც ბახმაროში იგეგმებოდა და ამაზე საზოგადოება ადრეც საუბრობდა. ბახმაროში დაგეგმილი ჰესის მშენებლობა ეკოლოების და გეოლოგების განცხადებით  საფრთხის შემცვლელია გარემო პირობებისთვის და ასევე არსებული ტურისტული გარემოსთვის.

მიუხედავად ჰესების საწინააღმდეგო საპროტესტო მუხტისა ბახმაროში ჰესის მშენობლის იდეა რეალური აღმოჩნდა და მისი განხორციელება უკვე იწყება.  realinfo.ge ” – ის  საერთაშორისო განათლების აკადემია ბი დი სის დამფუძნებელი და რექტორი ნათია შათირიშვილი უყვება, რომ მდინარე ბახვის წყალი სადაც ჰესი უნდა აშენდეს მთელ რიგ პრობლემებს შეუქმნის როგორც კურრტ ბახმაროს ასევე ის საშიში იქნება მოსახლეობისთვის.

ნათია შათირიშვილი:

როგორც უკვე ჩვნთვის გახდა ცნობილი ბახმაროში ჰესის მშენებლობის იდეა სამწუხაროდ რეალური აღმოჩნდა აქვე უდნა აღინიშნოს რომ მშენებლობა საკურორტო სარეკრეაციო ზონაში უნდა განხორციელდეს, რომელიც მშენებლობის  გეგმის მიხედვით  საფრთხეს შუქმნის კურორტს, ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ ვნახავდი ბახვის წყალს მილში მოქცეულს.
მთელი რიგი კვლევებით დადასტურებულია, რომ ჰესების მშენებლობა, არ შეესაბამება მდგრადი განვითარების პრინციპებს, რადგან ისინი მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენენ გარემოზე, ამ საკითხზე არა ერთხელ ისაუბრეს პროფესიონალებმა გაცილებით სრულად და მკაფიოდ, შესაძლოა რაღაც გარკვეული მცირე დოზისთ მიღებული ეკონომიკური სარგებელი მიეცეს მოსახლეობას თუმცა მთელ რიგ შემთხვევებში, ამ სარგებლის მისაღებად ადგილობრივი მოსახლეობა და გარემო ძალიან დიდ მსხვერპლს იღებს.
რეალურად ადამიანები კარგავენ ხელმისაწვდომობას ბუნებრივ რესურსებზე, იტბორება ტყეები, ხმელეთისა და მდინარისპირა ეკოსისტემები, მათ შორის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები.
ჩემი აზრით ყოვლად დაუშვებელია ჰესების მშენებლობა, ხეების ჭრა, ხალხმა ხმა უნდა ამოიღოს იმაზე, რაც დღეს ხდება, ასობით ადამიანი იბრძვის დღეს დღეობით ნამახვარჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ისინი რეალურად იბრძვიან მოსახლეობის საარსებო წყაროსა და ბუნებრივი რესურსების დასაცავად, იბრძვიან რათა ხალხს ქონდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლება, რომელიც გავლენას მათ ცხოვრებაზე ახდენს, სამწუხაროდ საქართველოში ჰესების მშენებლობა გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე მიმდინარეობს. რაც საგანგაშოდ მიიჩნევა და უკვე არაერთხელ ითქვა აღინიშნულთან დაკავშირებით.
ბახვის წყალზე აშენებული ჰესი, რომელიც კურორტ ბახმაროში სარეკრიაციო ზონაში მოხდება დანაშაულია.

ინვესტორები მოგების მისაღებად მდინარეებს მაქსიმალურად იყენებენ რაც ბუნებიისთვის საფრთხის შემცვლელია და დიდი კატასტროფის მომტანი ეკო სისტემისთვის.

სამწუხაროდ არავინ განიხილავს მოსალოდნე საფრთხეებს რას გამოიწვევს ჰესი მშენებლობა საკურორტო ზონაში.
თუ ინფორმაციებს ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებიით გადავხედავთ ასე გამომუშავებულ დენს სისხლიან დენსაც უწოდებენ. რადგან ტურბინებით დიდი რაოდენობის თევზი იღუპება.
ერთად ერთი სარგებლობა შეიძლება მოუტანოს მოსახლეობას აღნიშნულმა ჰესებმა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს დაასაქმებენ ისიც დროებით და დაბალ ანაზღაურებად მუშებად.
ჰესის მშენებლებს ერთიანი მიდგომა აქვთ ყველგან გამოყენებული, 90 პროცენტის დევირაცია, მდინარის გადაგდება კაპლაპოტიდან და მხოლოდ 10 პროცენტის დაატოვება მდინარეში.
უნდა გამოირიცხოს „ბახვი 1 ჰესის“ მშენებლობას და მისი ექსპლუატაციაში ჩაშვება.

მოსახელობას დიდი ძალა აქვს არ უნდა დაუშვათ ჰესის შნებელობა საკურორტო საკრეაციო ზონაში. იმდეს ვიტოვებ რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, საკრებულო, მოსახლეობის სრული შემადგენლობა წინააღმდეგობას გამოხატავს ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, საშვილიშვილო შეცდომას არ დაუშვებენ რასაც მომავალი თაობა არ გვაპატიებს.

CATEGORIES
Share This