მხატვარ დავით მურაჩაშვილის წარმატების საიდუმლო

მხატვარ დავით მურაჩაშვილის წარმატების საიდუმლო

მხატვარ დავით მურაჩაშვილის წარმატების საიდუმლო

მხატვარი დავით მურაჩაშვილი  ,,პერსონა 2021″ -ის ტიტულს მიიღებს. Realinfo.ge -მ მხატვარს რამოდენიმე კითხვა დაუსვა.

რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?
ჩემი აზრით, ყველასმორგებული

წარმატების ფორმულა არ არსებობს, თუმცა ყველას აქვს შესაძლებლობა შექმნას საკუთარი წარმატება.
წარმატება სხვა წარმატებული ადამიანების მიბაძვითაც მიიღწევა, თუმცა ამისთვის საჭიროა საკუთარი საქმე იპოვო და შეიყვარო.
წარმატების ფორმულას რამდენიმე წინაპირობა აქვს, მათ შორის, ფულის განათლებაში დაბანდებაა, უმთავრესი პირობა დროის სწორად განაწილებაა, როცა გრძელვადიანი გეგმა უნდა გაიწეროს. ამის მიხედვით ადვილია წარმოიდგინო შენი ცხოვრება, დაახლოებით, 10 წლის შემდეგ.
არ უნდა შევუშინდეთ წარუმატებლობას, მზად ვიყოთ სირთულის დასაძლევად. გვქონდეს საკუთარი თავის იმედი და ყოველდღე პატარა ნაბიჯი მაინც გადავდგათ წარმატებისკენ.
ჩემი წარმატება პროფესიის სიყვარულმა განაპირობა. ამავე დროს, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ჩემს ოჯახში ყველა ხელოვანია – მამა და ძმა დიზაინერები არიან, რომლებიც ხელოვნების სხვა სფეროშიც აღწევენ წარმატებას.

რა გრძნობას გაუფლებთ საზოგადოების აღიარება?

ადამიანი თავისი იდეებით, ღირებულებებით, შემოქმედებითა თუ მოსაზრებებით იმკვიდრებს ადგილს საზოგადოებაში. ჩვენი საზოგადოების დემოკრატიულობიდან გამომდინარე, შეგვიძლია ჩვენი ადგილი და როლი თავად განვსაზღვროთ. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, პატივს ვცემ წინაპართა ტრადიციებს, ფეხს ვუწყობ თანამედროვე მიღწევებს და ვცდილობ მიმდინარე ტენდენციებს არ ჩამოვრჩე. ეს ჩემი, როგორც ხელოვანის, ყოველდღიური განვითარების ნაწილია, რომელიც საზოგადოებას მაკავშირებს. ხელოვანი ბუნებით ძალიან მგრძნობიარეა, ამიტომ ადვილად აღიქვამს ხალხის დამოკიდებულებას. მეც სწორედ ასე ვარ, ვგრძნობ ხალხის სიყვარულსა და პატივისცემას. უამრავ ადამიანს მოსწონს ჩემი ნახატები თუ სიმღერები და ამას კომენტარებითა და პირისპირ შეხვედრებშიც გამოხატავენ. მე მათი მადლობელი ვარ და ვეცდები ახალი ნახატები შევთავაზო ჩემი შემოქმედების დამფასებელ ადამიანებს.
ვისაც ჩემი შემოქმედება არ მოსწონს, მისი მადლობელიც ვიქნები, რადგან ეს მოტივაციას მომცემს, უფრო მეტი ვიმუშავო საკუთარ თავზე.
ზოგადად, მე ყველას მხატვარი ვარ – ამ პრინციპით ვაგრძელებ ცხოვრებასა და შემოქმედებას.

თქვენი პროფესიის უპირატესობა რა არის?

ყველა პროფესიას თავისი დანიშნულება აქვს. ჩვენ კი, მხატვრები, ესთეტიკისა და დახვეწილი გემოვნების ჩამოყალიბებას ვემსახურებით. ვიზუალურ ხელოვნებას გადამწყვეტი ნიშვნელობა აქვს ადამიანის სულიერ და გონებრივ ფორმირებაში. სახვით ხელოვნება ესთეტიკური აღქმის გარდა აძლიერებს ემოციას, კომუნიკაციას, კრეატიულობასა და ინტერპრეტაციას. მხატვრობა ნიშნავს უნარს, რომელიც გამოვლინდება მხატვრული კრეატიულობის გადმოსაცემად და ესთეტიკური შეგრძნებების დასაკმაყოფილებლად. ლარი შინარის განმარტებით, მხატვრობა არის არა ბედისწერა, არამედ ის, რასაც ჩვენ ვქმნით. აი ეს მგონია ჩემი პროფესიის უპირატესობა.

რას გეგმავთ მომავალში?

მომავალში ბევრი გეგმა მაქვს, რომელთა შესახებაც საზოგადოება აუცილებლად შეიტყობს. მათ შორისაა ჩემი გამოფენის მოწყობა, რომელსაც „სამყარო ხელისგულზე“ დავარქვი. ზოგადად, გეგმების, მიზნებისა და მისწრაფების გარეშე ხელოვანი ვერ განვითარდება. განვითარებას მოაქვს განახლება, რომელსაც ყოველი ადამიანი უნდა ეძებდეს.

CATEGORIES
Share This