„ოლიმპიო“- „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ სპონსორი

„ოლიმპიო“- „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ სპონსორი

„ლიდერ ქალთა საზოგადოების“ სპონსორია, საერთაშორისო სტანდარტების ქართული საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქტების ბრენდი „ოლიმპიო“.
ბრენდი პანდემიის პერიოდში დააფუძნა ქალბატონმ სოფია სურმავამ. მან რეკორდულად მოკლე დროში, 10 დღეში აწყობილ ქარხანაში დაიწყო პროდუქციის წარმოება, რომლებიც იმ პერიოდში მოთხოვნადი და დეფიციტურიც კი იყო.
კომპანიის სახელი „ოლიმპიო“ ესპანურად სისუფთავეს ნიშნავს და სახელი სრულ შესაბამისობაშია წარმოებული პროდუქციის ტიპთან.
ქალბატონი სოფიო ამბობს, რომ წარმოების დაწყება ოჯახის საერთო იდეა იყო.
თავიდან თხევადი საპნების წარმოებით დაიწყეს, თუმცა თანდათან პროდუქციის ასორტიმენტი გაიზარდა და ახლა თითქმის ყველა სახის სისუფთავისთვის საჭირო პროდუქტს აწარმოებს: მინის საწმენდებს, ჭურჭლის სარეცხ და იატაკის საწმენდ საშუალებებს, ანტისეპტიკებს და ასევე დეზობარიერების და ნადების მოსაშორებელ სითხეებს.
კომპანია არ წყვეტს განვითარებას და ბაზარზე უკვე 18 სხვადასხვა სახის პროდუქციითაა წარმოდგენილი.
ამბობს, რომ სითხეები მაქსიმალურად ჯანსაღი პროდუცციისაგან მზადდება და მაგალითად დეზობარიერებისთვის განკუთვნილი ხსნარი, მხოლოდ დეზობარიერისთვის არ არის განკუთვნილი და თამამად შეიძლება მისი გამოყენება ავეჯისა თუ ჭურჭლის დეზინფექციისთვის თუნდაც საბავშვო ბაღებშიც კი, რაკიღა სრულიად უსაფრთხოა.
პროდუქცია, მრავალფეროვნებასთან და ხარისხთან ერთად, საკმაოდ ხელმისაწვდომია და რაც მთავარია, წარმოებულია საქართველოში.

ქალბატონი სოფიო მოხარულია, რომ რამოდენიმე ქართული კომპანია აწარმოებს საქართველოში მსგავსი ტიპის პროდუქციას, მიაჩნია, რომ ჯანსაღი კონკურენცია პირიქით, სასურველიცაა, რადგან მუდმივად იზრუნონ განვითარებაზე და ქართველ მომხმარებელსაც უფრო და უფრო მეტ ხარისხიან პროდუქტზე მიუწვდებოდეს ხელი.
ამბობს, რომ კომპანია „ოლიმპიოს“ სავიზიტო ბარათი მათი ხარისხი და მაღალი ხარისხის მიუხედავად, საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასია.
სულ მინდოდა, მქონოდა საკუთარი საქმე და უფლის ნებით, ამას მივაღწიე კიდეც და ამაყი ვარ, რომ ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო. ვვითარდებით, ვიზრდებით და ეს ძალიან მახარებს. რა თქმა უნდა, შრომის გარეშე არაფერი გამოვა, მაგრამ შედეგის დანახვა ყველაფრად ღირს!
შეუძლებელი არაფერია, ყველა მიზანს მიაღწევთ, რასაც დაისახავთ, მთავარია უფლის წყალობა და თავდაუზოგავი შრომა! – ამბობს სოფია სურმავა და ყველა ქალს მოუწოდებს, მიჰყვნენ საკუთარ მიზნებსა და ოცნებებს.
კომპანია „ოლიმპიო“ და ქალბატონი სოფიო, ქველმოქმედებაშიც აქტიურად არიან ჩართულები და ყოველთვის უჭერენ მხარს, ყველა წამოწყებას, რომელიც კარგი საქმის კეთებისკენ არის მიდრეკილი.
კომპანია მუშაობს ძირითადად საბითუმო ხაზით და მათი შეძენა გარდა ფეისბუქ-გვერდისა, შესაძლებელია ყველა დიდ სავაჭრო ობიექტში, როგორებიცაა ,ვაგზალი,დიდუბე ,ნავთლუღი,გლდანი,ლილო და ვარკეთილი, ასევე რეგიონებშიც.

 

https://www.facebook.com/olimpiogeorgia

CATEGORIES
Share This