ოცნება მაქვს საქართველოს ნაკრებში ვითამაშო – დავით თავართქილაძე

ოცნება მაქვს საქართველოს ნაკრებში ვითამაშო – დავით თავართქილაძე

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ პროექტის სპეციალური პრიზს მომავალი თაობის მოტივაციისთვის.

დავით თავართქილაძე ჰანოვერის ფეხბურთის საერთაშორისო აკადემია FIA – წარმატებული პატარა ფეხბურთელი , სპეციალურ პრიზს ,,საბავშვო პერსონა 2021“ -ს -ნიჭიერებასა და წარმატებების მიღწევაში მიიღებს.

დავით თავართქილაძე – დაიბადა 2010 წლის 6 ივლისს ქალაქ ჰანოვერში.
დაწყებით კლასებში დადიოდა ბონიფაციუსის სახელობის კათოლიკურ სკოლაში, ამჟამად სწავლობს გიმნაზიაში და არის მეხუთე კლასში.
პატარა ასაკიდან იყო ბურთით დაინტერესებული. 5 წლისამ დაიწყო ფეხბურთზე სიარული და თამაშობდა ჰანოვერის “არმინიაში” თავდამსხმელის პოზიციაზე 7 ნომრით.
ფეხბურთის აკადემიაში მისაღები გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ ჩაირიცხა ჰანოვერი ახლად შექმნილ ფეხბურთის აკადემია FIA- ში, სადაც ის 10 ნომრით თამაშობს.
ასევე წარმატებები აქვს ცურვაში, სადაც ის 7 წლის ასაკიდან ფლობს ვერცხლის მედალს.

რეალინფომ პატარა ფეხბურთელთან ინტერვიუ ჩაწერა.

გვითხარი შენი წარმატების ფორმულა.

-მე ვფიქრობ, ეს ჩემი ყოველდღიურობაა. პირველ რიგში, დისციპლინა . ზუსტად
ვიცი დღის განმავლობაში ან მთელი კვირის განმავლობაში რამდენი დრო უნდა
დაუთმო ფეხბურთს, სწავლას და ა.შ

როგორი შეგრძნება, როცა სახალხო აღიარებას იღებ?

ჩემს ძველ გუნდში 7 ნომერი ვიყავი. სეზონზე ძალიან ბევრი გოლი გავიტანე.
როდესაც დაძაბულ მომენტებში ყველა ჩემს სახელს ყვიროდა სტადიონზე, ცოტა
ვიბნეოდი. მეგონა რაღაცას ვაშავებდი და ბრაზობდნენ. მერე დედამ ამიხსნა,
რომ ამით გულშემატკივარი მამხნევებდა და მოტივაციას მაძლევდა იმისთვის,
რომ გოლი გამეტანა . მერე შევეჩვიე და ძალიან მიხაროდა, როცა ეს
გამამხნევებელი შეძახილები გოლებით მთავრდებოდა. რაც კორონა დაიწყო,
სამწუხაროდ, თამაშები აღარ გვაქვს ისეთი სიხშირით. ეს შეგრძნება: სტადიონი,
გულშემატკივარი, შეძახილები, ტაში. ემოცია გატანილი გოლის შემდეგ ძალიან
დამაკლდა. მიმაჩნია, რომ ამაზე მეტი აღიარება არ მჭირდება.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

ვვარჯიშობ უწყვეტად და ვსწავლობ. ძალიან მინდა, რომ ისევ გაგრძელდეს
ინტენსიური თამაშები. მინდა, რომ უამრავი მოგება გვქონდეს და პროფესიონალი
ფეხბურთელი გავხდე. ჩემი მშობლები მეუბნებიან, რომ კარგი სწავლაც ისეთივე
მნიშვნელოვანია, როგორც ფეხბურთი. მინდა ორივე კარგად შევძლო, ვნახოთ,
რომელი უკეთ გამომივა.

შენი პროფესიული უპირატესობა.

-პროფესიონალი ჯერ არ ვარ, ამისთვის ჯერ კიდევ ძალიან ბევრი უნდა ვივარჯიშო,
მაგრამ სხვებთან შედარებით ჩემი უპირატესობა ალბათ იმაშია, რომ ძალიან
მიყვარს ფეხბურთი. ჩემი მშობლები მაძლევენ იმის შანსს და საშუალებას, რომ ეს
დიდი სიყვარული ფეხბურთისადმი არ გამიქრეს და ოცნება ავისრულო. მე მაქვს
შანსი წარმატებას მივაღწიო ფეხბურთში.

დიდი რომ გაიზრდები შენი სამშობლოსათვის რას გააკეთებ?

მე და ჩემს ძმას დედა გვაყურებინებს ხოლმე ვიდეოებს საქართველოზე. ძალიან
ლამაზია, მაგრამ ძალიან ბევრი გაჭირვებული ბავშვი ცხოვრობს. ზოგს სახლი
არ აქვს, ზოგსაც საჭმელი ენატრება. დიდი რომ გავიზრდები, საქართველოში
აუცილებლად გავხსნი ისეთ დიდ მაღაზიას, სადაც ყველა ასეთ გაჭირვებული
ბავშვი და მოხუცი შეძლებს მისთვის საჭირო ნივთები და საკვები უფასოდ
მიიღოს.
და კიდევ…. თუ ძლიერი ფეხბურთელი გავხდები, ოცნება მაქვს, საქართველოს
ნაკრებში ვითამაშო და ისიც ძლიერი გავხადო.

რას ნიშნავს შენთვის მეგობრობა.?

მეგობრობა გაძლიერებს. როცა მეგობრის იმედი გაქვს, სხვანაირად მაგარი ხარ.
დედა მეუბნება ხოლმე, ნამდვილი მეგობარი ვარსკვლავს გავსო, ყოველთვის
შეიძლება ვერ ხედავ, მაგრამ სულ იქაა, სადაც უნდა იყოსო.

რას ნიშნავს ოჯახური სიყვარული და მხარდაჭერა?

ოჯახი საერთოდ ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს კითხვა ერთხელ უკვე დამისვეს
სკოლიდან, როცა კორონას გამო ჩაკეტილები ვიყავით სახლში. ოჯახი თუ გაქვს,
არაფერია საშიში. მაგალითად, კორონა თუ სხვა რამ უარესი. აქ მაინც
უზრუნველად და დაცულად იგრძნობ თავს. ოჯახში გრძნობ სიყვარულს და
მხარდაჭერას. ასე რომ არ იყოს, მე ვერ ვიქნებოდი ფეხბურთის აკადემიის
მოსწავლე. დედას და მამას უნდათ, რომ მე ბედნიერი ვიყო ჩემი ფეხბურთით.
ამაზე მეტი მხარდაჭერა რაღა უნდა იყოს: კვირაში სამი დღე სტადიონზე დგანან
შვილის საყურებლად ქარსა და წვიმაში.

CATEGORIES
Share This