19 ივნის თამუნა მიქელაძის და ბენდ ,,double gg,, – ს ერთობლივი კონცერტი გაიმართება

19 ივნის თამუნა მიქელაძის და ბენდ ,,double gg,, – ს ერთობლივი კონცერტი გაიმართება

19 ივნის ფაბრიკაში თამუნა მიქელაძის და ბენდ ,,double gg,, – ს ერთობლივი კონცერტი გაიმართება. როგორც თამუნა მიქელაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს მას ყოველთვის სურდა ბენდთან ერთად მუშაობა, რისთვისაც მადლობას უხდის კონცერტის ორგანიზატორს.

კონცერტზე სულ 22 კომპოზიცია შესრულდება აქედან რვა სოლო და ორი დუეტს მომღერალი ბენდთან ერთად შეასრულებს. მომღერლის განცხადებით რეპეტიციები უკვე თითქმის ერთი თვეა რაც მიმდინარეობს.

აღსანიშნავია ის, რომ კონცერტზე ცნობილი ფრანგული ჰიტებიც გაიჟღერებს რომელსაც მომღერალი თამუნა მიქელაძე არაჩვეულებრივად ასრულებს.

მაშ ასე წინ სასიამოვნო საღამო გელით მომღერლის ახალი საკონცერტო სახელით და ბენდით ,,თამარა პალმა და double gg,.

CATEGORIES
Share This