პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ ნავნეს თანამშრომელს კორონა დაუდასტურდა

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ ნავნეს თანამშრომელს კორონა დაუდასტურდა

მაღაზიათა ქსელ “ნავნეს” თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

მაღაზიათა ქსელ “ნავნეს” თანამშრომელს წუხელ კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ თავად მაღაზიის Facebook-ზე გვერდზე ვკითხულობთ. ისინი ადასტურებენ ინფიცირების ფაქტს და ამბობენ, რომ თანამშრომელი 17 აგვისტოდან შვებულებაში იმყოფებოდა და ამ დროის განმავლობაში არ ჰქონია შეხება არც ერთ სხვა თანამშრომელთან.

ინფიცირებულის კონტაქტები უკვე გამოვლენილია, თუმცა, ნავნე გადასამოწმებელი კონტაქტების სიაში არ შედის. “ნავნეს” არცერთი ფილიალის თანამშრომელი, არც ინფიცირებულთა და არც სავარაუდო კონტაქტების სიაში არ იმყოფება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომელი 2 კვირაზე მეტია, სამსახურში არ ყოფილა, საწყობის ტერიტორიას დღესვე ჩაუტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პანდემიასთან დაკავშირებით გაცემული ყველა რეგულაციისა და რეკომენდაციის შესრულებას, მათ შორის, ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლების სკრინინგს, – ნათქვამია “ნავნეს” პოსტში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 20 ახალი შემთხვევიდან, 8 პაციენტს სხვა ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი, 1 პაციენტი მედიკოსია, 7 – საზღვარგარეთ იმყოფებოდა, 4-ის ინფიცირების წყარო კი უცნობია.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 1 568
  • გამოჯანმრთელებულია – 1 279
  • მათ შორის გარდაცვლილია – 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 6 185
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 215, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 26 მილიონს გადააჭარბა, 860 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

CATEGORIES
TAGS
Share This