,,პერსონა 2020″ -ის საბჭოს წევრებს შორის ემიგრანტ ანა მოლაშვილსაც იხილავთ

,,პერსონა 2020″ -ის საბჭოს წევრებს შორის ემიგრანტ ანა მოლაშვილსაც იხილავთ

უკვე ექვსი წელია რაც საქართველოში პროექტი ,,საქათველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა“  იმართება, რომელიც სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის ყოველწლიურად 50 ადამიანს აჯილდოებს სპეციალურად მოწვეული კვლევისაა და ხმის მიმცემი საბჭოს, ბორდის მიერ, რომელიც 21 ადამიანისგან შედგება. პროექტი საინტერესოა იმით, რომ იგი არც ემიგრანტებს ივიწყებს და მათაც აქტიურად აჯილდოვებს ემიგრაციაში მიღწეული წარმატებებისთვის. ასევე პროექტის ბორდშიც არიან ემიგრანტები, რომლებიც წარადგენენ და ხმას აძლევენ პერსონას ტიტულზე ნომინირებულ წარმატებულ ადამიანებს.  რეალინფო გთავაზობთ ქალბატონ ანა მოლაშვილის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც 2018 წელს პერსონას ტიტული ემიგრაციაში მიღწეული წარმატებისთვის აქვს მიღებული, ხოლო წელს კი იგი ბორდის წევრი გახლავთ.  საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ – პროექტის საკოორდინაციო საბჭოს (ბორდი) წევრს.
ანა მოლაშვილი, ემიგრანტი , იტალია, პანისტი, კომპოზიტორი, დამთავრებული აქვს იტალიის ვინჩესო ბელინის სახელობის კონსერვატორია, იგი წარმატებით გამოდის იტალიის ქალაებში ვერონა, კორლეონე , რომი კლასიკური მუსიკის კონცერტებზე, მიღებული აქვს დიპლომები და მადლობის სიგელები, მისი ბოლო კონკურსი გხლდათ 2019 წელს ,,საერთაშორისო საორღანო და საგუნდო მუსიკის კონკურსი” , ქმნის საავტორო კლასიკურ კომპოზიციებს, მისი დაწერილი კომპოზიცია კორლეონოში ოპერის მომღერლებმა შეასრულეს კონცერტზე, მღეროდა გუნდში ,,მადრიგალი”. ეწევა კერძო პედაგოგიურ მოღვაწეობას. საქართველოში მიღებული აქვს პერსონა 2018 -ის ტიტული ემიგრაციაში მიღწეული წარმატებისთვის” გახლავთ ქართული გვარების საპატიო წევრი. მიღებული აქვშ შემოქმედებითი კავშირი ,,ქართველის” დიპლომი.

შეგახსენებთ, რომ პროექტის იდეის ავტორი ჟურნალისტი იოსებ კავკავაშვილია.

CATEGORIES
TAGS
Share This