,,პერსონა 2021″ – ავᲗანდილ სირბილაᲨვილი

,,პერსონა 2021″ – ავᲗანდილ სირბილაᲨვილი

ავᲗანდილ სირბილაᲨვილი ეს სახელი და გვარი გურიაᲨი ყველამ იცის. მრავალმხრივი ნიᲭიᲗ დაჯილდოებული ადამიანი გურულებᲨი დიდი სიყვარულიᲗ სარგებლობს.

სწპრედ ამ სიყვარულმა განაპირობა ის , რომ ავᲗანდილ სირბილაᲨვილი საქარᲗველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია ,,პერსონა 2021″ – ის ტიტულს რეგიონᲨი კულტურის განვიᲗარებაᲨი Შეტანილი წვლილისᲗვის მიიᲦებს.

რეალინფომ ბატონ ავᲗანდილᲗან ინტერვიუ Ჩაწერა.

პირველი შემოქმედებითი ნაბიჯი ოდესაში გადაგიდგამთ, რას გაიხსენებდით ამ პერიოდიდან?

1978 წელს ზაფხულში, კუბაში ტარდებოდა სტუდენტურ-ახალგაზრდული XII საერთაშორისო ფესტივალი. მაშინ თბილისის რკინიგზის სამმართველოსთან არსებულ როკ-ანსამბლ „გორდაში“ ვმღეროდი. გამგზავრებამდე სპორტის სასახლეში გვქონდა კონცერტი. სწორედ ამ კონცერტის შემდეგ გადაწყდა ფესტივალზე ჩვენი ანსამბლის გაშვება. ჩვენი და აფრიკის დაახლოებით ოცამდე სახელმწიფოს ანსამბლი ერთად გავემგზავრეთ თბომავალ „რასიათი“ კუბის მიმართულებით. დაახლოებით 25 დღე ვიყავით გზაში. გემით მგზავრობა საოცარი იყო, ზღვები, ოკეანეები, კუნძულები, სხვადასხვა პორტები. ყველაზე დასამახსოვრებელი კი გემის საღამოები – ჯემსეიშენები იყო, ვუკრავდით და ვმღეროდით ეთიოპელებთან, მაროკოელებთან, ზიმბამბველებთან, მადაგასკარელებან და თითქმის ყველასთან მოგვიწია შემოქმედებითი ურთიერთობა. შემდეგ 10 დღე კუბაში, ფესტივალზე. მსოფლიოს პოპულარული ანსამბლები და მომღერლების ნახვა ჩემთვის უდიდესი სიამოვნება იყო და წარმოუდგენელადაც მიმაჩნდა, მაგრამ რეალობად მექცა. რომ დავბრუნდი, რუსთავის მეოთხე საჯარო სკოლაში ჩემი სურათებით სტენდი გააკეთეს და ჩემს საპატივცემულოდ კონცერტის მოაწყეს. მახსოვს დიდ უხერხულობას ვგრძნობდი. ოდესის საზღვაო სანაოსნოდან მომივიდა მოწვევა, სადაც მთავაზობდნენ გემზე საესტრადო ანსამბლში სოლისტობას. რა თქმა უნდა დავთანხმდი და 4 წლის განმავლობაში სხვადასხვა გემებზე, სხვდასხვა მუსიკოსებთან ვიმუშავე. მოვიარე უამრავი ქვეყნა, უამრავი თავგადასავლებიც გადამხდა, ვისწავლე ბევრი რამ, რაც შემდგომში წამადგა, სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებასა და ფანტაზიებში.

რას ნიშნავს თქვენთვის სამსახური, მოვალეობაა, თუ საყვარელი საქმე?

მადლობა ღმერთს, რომ ვმუშობ და ვემსახურები ჩემს საყვარელ საქმეს. ბედნიერებაც ამაშია. საქმისადმი ჩემი სიყვარული მოვალეობაზე მაღლა დგას. სამსახურში მიხარია მისვლა იმიტომ, რომ აქ მყავს თანამოაზრეები, კოლეგები და რაც მთავარია მაქვს ასპარეზი და შესაძლებლობა, ამა თუ იმ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით (ფინანსური, ტექნიკური, ცოცხალი რესურსები და ა.შ.).

რომელიმე როლზე გიოცნებიათ?

ბავშვობაში ძალიან ბევრი კინო თუ ლიტერატურული პერსონაჟი მომწონებია და მინდოდა მათ ადგილზე ვყოფილიყავი, ზუსტად ისეთი როგორებიც იყვნენ. ესენი იყვნენ სათავგადასავლო, ისტორიული, კომიკური თუ მელოდრამული პერსონაჟები. ძალიან მიტაცებდა ჩარლი ჩაპლინი, ბასტერ კიტონი და ჰაროლ ლოიდი, ხოდა მეც ვცდილობდი მათსავით უსიტყვოდ, მიმიკებითა და ჟესტიკულაციებით შემესრულებინა ვიღაც არარსებული, გამოგონილი პერსონაჟების როლები(ჩემივე ფანტაზიით). ამას ვახერხებდი მხოლოდ მეგობრების წრეებში.

როგორ ფიქრობთ, უკვე თქვით თქვენი სათქმელი?

სათქმელ-საკეთებელს რა გამოლევს. მაქვს საინტერესო საბავშვო, მოზარდთა და ახალგაზრდული პროექტები. ჯერ არ ვაპირებ ჩემს სათქმელზე წერტილის დასმას.

რა მიგაჩნიათ ცხოვრების მთავარ მიღწევად?

ალბათ, ადამიანებთან ურთიერთობის უდიდესი გამოცდილების მიღება, მათი კეთილ-განწყობა და სიყვარული. ეს იოლი მისაღწევი არ არის და მადლობა ღმერთს, რომ ასე წარმართა უფალმა ჩემი ცხოვრება. მიღწევაა ისიც, რომ შევქმენი სიყვარულით გაჯერებული ოჯახი და გავზარდე 3 ვაჟკაცი, რომლებითაც ძალიან ვამაყობ.

კრიტიკული ხართ თქვენი დადგმული სპექტაკლების მიმართ?

კრიტიკული ვარ ჩემი, ნებისმიერი განხორციელებული პროექტების მიმართ და არც ფორუმ-თეატრია გამონაკლისი. ყოფილა შემთხვევები, როცა რამდენიმე ჩვენების შემდეგ მქონია სურვილი სპექტაკლში ცვლილებისა და ეს გამიკეთებია კიდევაც, მაგრამ ყოველთვის არა.

თქვენს მიერ წაყვანილი ღონისძიებებიდან რომელია დაუვიწყარი?

ასეთი ძალიან ბევრია იმიტიომ, რომ როცა სცენაზე ვდგავარ უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, ჩემთვის უდიდესი პასუხიხმგებლობაა ნებისმიერი კატეგორიის მაყურებელის წინაშე წარდგომა და ამიტომ ბოლომდე ვიხარჯები. თუმცა მინდა ავღნიშნო 1997 წლის შემოქმედებითი გაერთიანება „ტრიუმფის“ კონცერტი ოზურგეთის სახ. დრამ. თეატრში. ასევე სილამაზის კონკურსები. საახალწლო კორპორატიული საღამოები, დისკოტეკები და ინტელექტთამაშები და ა. შ.

ოზურგეთში დიდი სიყვარულით სარგებლობთ, რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

უდიდეს პასუხისმგებლობას. რის გამო შეიძლება უყვარდე ადამიანებს? რა მოსწონთ შენში? საქმიანობა? ხასიათები? თუ სხვა მიზეზებია? ამას მუდმივად უნდა ფიქრობდე და უნდა შეინარჩუნო ფორმა, რის გამოც უყვარხარ მათ. არ არის იოლი ეს ამბავი. თუმცა, როცა ყოველივე ეს ბუნებრივად გამოგდის და არ „თამაშობ“ ფორმაც შენარჩუნებულია და სიყვარულიც. სიყვარული კი ბუმერანგივივითაა . . . ყველას უკან უბრუნდება. და ბოლოს ვპასუხობ . . . მათი ჩემდამი სიყვარული ბედნიერებაა.

როგორ ახერხებთ ერთმანეთს შეუთავსოთ აქტიური საზოგადოებრივი და ოჯახური ცხოვრება?

საკმაოდ მარტივად . . . შვილები დაოჯახებულები არიან, შვილობილიც უკვე 16 წლისაა ისე, რომ მყოფნის დროც და ენერგიაც საქმისთვის და შვილიშვილებისათვისაც.

პერსონა 2021-ის ტიტული თქვენთვის პატივია, თუ პასუხისმგებლობა

ჩემთვის, პირველ რიგში რა თქმა უნდა პატივია იმიტომ, რომ ასეთი მასშტაბის საპატიო წოდება არ მქონია ცხოვრებაში, რისთვისაც უღრმეს მადლობას გიხდით თქვენ და ამ პროექტის ორგანიზატორებს. ჩემი, „პერსონაზე“ წარდგენის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, მოჰყვა ასობით ადამიანთა მოლოცვები და სიხარულის გაზიარება. ყოველივე ამან აწია ჩემი პასუხისმგებლობა ამ საზოგადოების, ამ ადამიანების წინაშე.

CATEGORIES
TAGS
Share This