,,პერსონა 2021″ რეგიონᲨი კულტურის განვიᲗარებისᲗვის – ნაᲗია ჯიმᲨელეიᲨვილი
ნაᲗია ჯიმᲨელიᲨვილს ქუᲗაისსა და სრულიად იმერეᲗᲨი ყველა იცნობს. ის ახალგაზრდა მოტივირებული Შემოქმედი ქალბატონია. ,,მზის Თეატრის” დამფუᲫნებელი და ახლა უკვე ხელოვნების სახლ ,,ლუისპარნასის” დირექტორი არაᲩვეულებრივ ლექსებს წერს. ნაᲗია ჯიმᲨელიᲨვილი საქარᲗველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია ,,პერსონა 2021″ -ის ტიტულს რეგიონᲨი კულტურის განვიᲗარებაᲨი Შეტანილი წვლილისᲗვის მიიᲦებს…
ნაᲗია ჯიმᲨელეიᲨვილის ლექსი.
ა ვ ა ზ ა
ისეთ კაცს გისურვებთ რომელიც,
გრძნობების გახდება ავაზა,
ლამაზ თვალებისთვის კიარა,
თვალებში ჩაგხედავს ლამაზად.
იგი, ვინც დაგითვლის წამწამებს,
იმედებს დაგიფენს ღრუბლებად,
და ისეთ სიყვარულს გაჩუქებს,
დარდს ფერი რომ გაუხუნდება.
გატარებს სიზმრებად ,ფიქრებად,
ხელის გულს დაგითმობს სავარძლად,
გაცხოვრებს პატარა ქოხმახში,
უბრალოდ და ისე ლამაზად…
რომ მთვარეს გიგავდეს ღიმილი,
დალალი გეფინოს მინდვრებად,
ზედ ია- ენძელამ იხაროს
და გყავდეს ღმერთივით იმედად.
ყოველი სატუჩე სასმისი,
შენ იყო, ბახუსიც თავადა,
შორს თუ ხარ ,მით უფრო უყვარდე,
გესისხლხორცებიდეს თანდათან..
ჩიტივით ჩაისვას უბეში,
მაგ შენი მთრთოლვარე ხელები,
და ვინძლო, ტირილი მოგინდეს,
შეგაშროს, არ გკადროს ცრემლები.
მამაკაცს გისურვებთ, ღირსების
და გრძნობის გაგიხდეს ავაზა,
ვნებების საკლავად კიარა,
თვალებში ჩაგხედოს ლამაზად.
ქალად რომ გარდიქმნას სამყარო,
ყოველი სიზმარი ბავშვობის,
ირგვლივ რომ ლამაზნი ბრწყინავდნენ,
შენ იყო პირველი მათ შორის.
და თუკი იგრძენი ოდესმე,
რომ გახდი ერთ დღესაც მეორე,
დატოვე თავისი ღირსებით
და შენს სიმარტოვეს ეომე.
და რადგან დუელში გახვედი,
შეიგრძენ მეტოქის ჭიდილი,
სირცხვილთან დამარცხდე, მერწმუნე,
გერჩიოს დუელში სიკვდილი.
ისეთ კაცს გისურვებთ ქალებო,
შენს გრძნობებს გაუხდეს ავაზად,
გაცხოვროს პატარა ქოხმახში,
უბრალიდ და მაინც ლამაზად.