ინფექციურის პიარის მადლობა პატრიცია დელონს

ინფექციურის პიარის მადლობა პატრიცია დელონს

ინფექციური საავადმყოფოს პიარი ჟურნალისტი გიორგი ბერიძე ბიზნესმენ პატრიცია დელონს მადლობას უხდის, როგორც ცნობილია ცოტა ხნის წინ  მან ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულის მედ პერსონალს ხელფასზე დანამატის სახით თანხა ჩაურიცხა. ბიზნესმენის ერთერთი გატაცება ხატვაა , რომლის პერსონალური ნამუშევრების გამოფენაც ცოტა ხნის წინ გაიმართა.  პატრიცია დელონმა გადაწყვიტა, რომ ეს ნახატები გასაყიდად გაიტანოს და აქედან შემოსული თანხა კვლავ ინფექციურის მედპერსონალს გადასცეს.

გიორგი ბერიძე:

,,ერთი თვის წინ ჰქონდა პერსონალური გამოფენა და პოეზიის კრებულის პრეზენტაცია… გამოფენაზე ბევრი მსურველი აღმოჩნდა ნამუშევრები შეეძინათ, თუმცა ყველამ უარი მიიღო… დღეს ეს ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა… მესიამოვნა და გამეხარდა… ყველაზე ძვირფასი რაც აქვს იმას ყიდის ქველმოქმედებისთვის… პანდემია, რომ არ იყოს გამოცხადებული ამის გაკეთება არ მოუწევდა და შემოსავალიც ექნებოდა ბიზნესიდან, თუმცა დღეს რაც შეძლო და რაც მოიფიქრა ისაა, რომ ისევ და ისევ ქველმოქმედებისთვის გაასხვისოს ეს არაჩვეულებრივი ნახატები… მადლობა პატრიცია … Patricia Delon ამ ერთ მადლობაში გულწრფელი პატივისცემა და სიყვარულია ნაგულისხმები…”

შეგახსენებთ, რომ კორონა ვირუსის აღრიცხული შემთხვევები ასე გამოიყურება.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 81

მათ შორის გამოჯანმრთელებული – 13

კარანტინის რეჟიმში – 4505

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247

ასევე სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სხვადასხვა ბიზნეს კომპანიებმა უკვე გაიღეს ფულადი სახსრები კოვიდ 19 ის სპეციალურ ფონდში, რომელიც სპეციალურ საჭიროებებს მოხმარდება.

ავტორი : სოსო კავკავაშვილი

CATEGORIES
TAGS
Share This