,,რატომ გვაცხოვრებენ სიცრუეში? ” – მერსი სულხანიშვილი .
მოდის ბლოგერი და ჟურნალისტი მერსი სულხანიშვილი ფეისბუქ გვერდზე სტატუს აქვეყნებს სადაც საზოგადოებას ერთხელ კიდევ მოუწოდებს სიფრთხილისკენ. Realinfo.ge უცვლელად გთავაზობთ ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს.
მერსი სულხანიშვილი:
,,მეგობრებისგან ხშირად მესმის, რომ მეტისმეტად მეშინია კორონასი, ვარ პანიკაში და ასე შემდეგ. აქვე საჯაროდ მინდა დავწერო მე კი არ მეშინია არამედ ვისწავლე ცხოვრება COVID – 19 ერთად ეს შიში არ არის ეს სიფრთხილეა. ვიცავ თავს და ვიცავ ჩემს გარშემო ყველას მას შემდგეგ რაც საქართველოში პირველი შემოტანილი შემთხვევა დადასტურდა. ხშირად საყიდლებზე მისულს ხან ექიმი ვგონივარ ხან ვიღაც დგას და იცინის რომ მეტისმეტად გავრეკე . მეგობრებო ვიცხოვროთ რეალობაში. კორონა ჩვენი საფრთხეა თუ წესებს არ დავიცავთ. თუ გვინდა, რომ ვირუსი დასრულდეს, უნდა დავრჩეთ სახლში გავიდეთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში დავიცვათ დისტანცია ვატაროთ პირბადე და თვალების დამცავი ვიცი საკამათოა საკითხია. უნდა ვატაროთ თუ არა პირბადე? მე ვამბობ რომ უნდა ვატაროთ. პირბადის გაკეთებას და ფარის გაკეთებას აქვს თავისი მოხმარების წესები. მე არ მესმის ვინ მავნებლობს მსოფლიოში რატომ გვაცხოვრებენ სიცრუეში? თუ კვლავ შემეკამათება ვინმე პირბადეზე დაე შემეკამათეთ , უბრალოდ მე გირჩევთ გულწრფელად იმას რასაც მე ვაკეთებ ყოველდღიურად იმას რასაც აკეთებს დედაჩემი და ის ადამიანები ვინც ჩემს გარშემოა არიან. არასდროს დავიღლები წესების დაცვისკენ მოწოდებით ვისაც შემიძლია ან ვინც უბრალოდ მეკითხება საათობით ვუხსნი რადგან ვხვდები ეს რამდენად მნიშვნელოვანია.”
წყარო: ფეისბუქი
განთავსება : სოსო კავკავაშვილი