რა ამბავს ყვება ფატი კახნიაშვილის შექმნილი ყელსაბამი, რომელიც იტალის ხელოვნების ნიმუშების კატალოგში დაიბეჭდა და რა ტიტულს მიიღებს დიზაინერი

რა ამბავს ყვება ფატი კახნიაშვილის შექმნილი ყელსაბამი, რომელიც იტალის ხელოვნების ნიმუშების კატალოგში დაიბეჭდა და რა ტიტულს მიიღებს დიზაინერი

დიზაინერი ფატი კახნიაშვილი საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონას 2020 – ის უმაღლეს ტიტულს ქართული კულტურის განვითარებისთვის მიიღებს, (პერსონა 2020 – ქართული კულტურის განვითარებისთვის) . ეს გადაწყვეტილება პროექტის ხმის მიმცემი და საკოორდინაციო საბჭოს 21 კაციანმა ბორდმა მიიღო . ფატი კახნიაშვილის ავტორობით შექმნილმა ყელსაბამა ,,ამბავი საქართველოზე“ იტალიაში უდიდესი აღიარება პოვა და იგი იტალიური ხელოვნების კატალოგში დაიბეჭდა. ,, ჩემს ემოციას და „ამბავს საქართველოზე…“ ჩემი შემოქმედებით ვყვები. იმ სქართველოზე, სადაც ტერიტორიები ოკუპირებულია და ეს ტკივილი მძიმეა. მე კი ჩემი „ვაზის მტევნებით“ მსოფლიოს მოვუყვები „ამბავს საქართველოზე…“. ეს სიტყვები სამაჩაბლოელ დიზაინერს ფატი კახნიაშვილს ეკუთვნის , ის დღეს თბილისში ცხოვრობს და ამბავს საქართველოზე ქართული კულტურის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოს ვაზის და მისი მტევნის აქსესუარად გარდაქმნის სახით ყვება, მას ვაზის სიყვარული მამისგან გამოყვა, რომელიც დიდი რუდუნებით უვლიდა ვაზს და სწორედ ამიტომ დიზაინერის შემოქმედების მთავარ კონცეფციად ვაზი და მისი მტევნი გახდა. შემოქმედებითი წვის პროცეს საზოგადოების ყურადღება მოყვა და ფატი კახნიაშვილის მიერ შექმნილი აქსესუარები და ქალის სამკაულებმა არა მხოლოდ ქართული , საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა. მისი შემოქმედებითი ნამუშევრების გამოფენები საქართველოს გარდა მოეწყო იტალიაში და ავსტრიაში, ამ მხრივ გამოფენის მოწყობის შემოთავაზებები დიზაინერს გერმაიის , ამერიკის და ისრაელის პრესტიჯული საგამოფენო სივრცეებიდან აქვს. მისი პირველი გამოფენა თბილისის მოდის კვირეულზე შედგა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაიც რომში , რომის ხელოვნების უნივერსიტეტში მოწყობილი პერსონალური გამოფენა გახლდათ სახელწოდებით ,,ხელოვნებით მოყოლილი ამბავი საქართველოზე“ -სადაც იტალიელი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების დიდი მოწონება და აღიარება დაიმსახურა. ქალაქ რომში ასევე მოეწყო სამ დღიანი გამოფენა კონკურსი ,,Incingue Open Art Monti“ -ს გალერეაში, რომელიც იყო ორგანიზებული Monica Cecchini-ს მიერ ინიციატივა გამოფენის კი იმ დროისათვის იტალიაში  ახალგაზრდა ელჩის სტატუსის მქონე ქართველ ნენე გაბელიას ეკუთვნოდა. . ამ გამოფენაზე 30 საუკეთესო თემატურ ნამუშევარს შორის საკონკურსოსდ წარმოდგენილი იყო ყელსაბამი სახელწოდებით „ამბავი საქართველოზე…“. რომელზეც ისტორიკოსმა აკაკი გელაშვილმა ასეთი ისტორია დაწერა სადაც ახსნა ყელსაბამის დიზაინი, რომელიც ნამდვილად ყვება ამბავს საქართველოზე.


აკაკი გელაშვილი ,,წარმოდგენილ სამკაულს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და ასახავს კავკასიის ქედის სამხრეთით მდებარე ერთი პატარა, მაგრამ ხანგრძლივი და საინტერესო წარსულის მქონე ქვეყნის – საქართველოს წარსულს. მას ბუნებრივ და შთამბეჭდავ სახეს აძლევს ის რეალობა, რომ ნაწარმოების ავტორი, ქართველი დედა, ვინც თავის თავზე გამოსცადა ამ ქვეყნის ბოლო პერიოდის სირთულეეები, დევნა და ოკუპაცია, თვითონაა ამ ქვეყნის ისტორიის ნაწილი.
იგი ამაყია იმით, რომ მისმა პატარა ქვეყანამ, სადაც 1 მლნ. 800 000 წლის წინ პირველი ევროპელი ადამიანი იშვა, 8000 ათასი წლის უკან მისცა მსოფლიოს კულტურული ვაზი და ღვინო.
სწორედ ამ ფაქტს გამოხატავს სამკაულზე გამოსახული ციფრი, რომელზეც მსოფლიოში ერთერთი ყველაზე უძველესი, ქართული ანბანის 38 ასოა დატანილი.
იმავე მეღვინეობის უძველეს და უწყვეტ ტრადიაციას გამოხატავს 3 ქვევრი – ღვინის დაყენებისა და დაძველების უძველესი ჭურჭელი, რომელიც იუნესკომ მსოფლიო არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარა.
მათი რაოდენობა სგამოხატავს წმინდა სამებას და ზოგადად ქრისტიანულ სარწმუნოებას, რომელიც აქ მე-4 საუკუნეში შემოვიდა როგორც სახელმწიფო რელიგია და აქედან მოყოლებული პატარა ერისთვის განათლების, შრომისმოყვარეობის, ბრძოლისუნარიანობის, გაძლებისა და გამარჯვების ფლაგმანად იქცა.
მუდმივ ბროლებსა და მათი მოლოდინის შიშშიც კი შეძლო ქვეყანამ შეექმნა და განევითარებინა თვითმყოფადი კულტურა, მეცნიერება, ხელოვნება, რომელიც უძველეს ოქრომჭედლობის, ფერწერულ, არქიტექტურულ ძეგლებში, ფოლკლორსა თუ ლიტერატურულ ნაწარმოებებშია ჩაქსოვილი.
და მაინც აქ არ ჩანს ჯვარი, რადგან საქართველოში ქრისტიანობასთან ერთად მუდამ ზეიმობდა ტოლერანტობა. აქ მუდამ პატივს სცემდნენ სხვათა რწმენას და ტრადიციას.
სიცოცხლის მარადიულობა სამკაულზე ბორღჯალითაა წარმოდგენილი, რომელის გამოსახულებები ამშვენებს უძველეს არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ ძეგლებს.
მარდიულობის გზათა ძიებასა და მათზე სვლის ისტორიულ პროცესებს თან ახლდა სისხლი და ცრემლიც, რომელიც სამკაულზე რამდენგანმეა წარმოდგენილი.
ბრძოლა გრძელდება; უკვე 2 საუკუნეა, რაც ეს პატარა ქვეყანა უძლებს მისი ჩრდილოელი მეზობლის -რუსეთის დემოგრაფიულ, სტრატეგიულ და კულტურულ ექსპანსიას, აგრძელებს მისი ტერიტრორიების 20% ოკაპაციას და მავთუხლართით უღობავს გზას ქართველებს დანარჩენი საქართველოსკენ.
ყველაფერს კი აგვირგვინებს იმედი, რომელიც სამკაულში ვაზის სახითაა წარმოდგენილი. ყურძნის სავსე მწიფე მტევანი და ტყვიებით დაფლეთილი, მაგრამ მაინც გადარჩენილი მისი ფოთლები აქაც სიცოცხლის ბარაქასა და სიცოცხლის გაგრძელაბად გვევლინება.
ისტორია გრძელდება, რასაც სიმბოლურად გამოხატავს სამკაულზე ვაზის ყლორტების გაგრძელებად დატანილი დასავლეთით მიმავალი ორი აღმავალი გზა.“
ფატი კახნიაშვილის დიზაინით შექმნილი მტევანი კი სხვა ძვირფას საჩუქრებთან ერთად  რომის პაპ ფრანჩესკესაც მიართვეს. ამბავის მოყოლას საქართველოზე დიზაინერი კვლავ თავისი შემოქმედებით აგრძელებს მის მიერვე დაარსებულ ქართულ ბრენდ ,,ზილფთან“ ერთად და ქართული სულით და ხელოვნებით ახალი მწვერვალების დასაპყრობად ემზადება.

CATEGORIES
TAGS
Share This