რა დაავადებებს მკურნალობს ჰირუდოთერაპია და  რისთვის მიიღებს მარიამ გელაშვილი ,,პერსონა 2020″ – ის ტიტულს

რა დაავადებებს მკურნალობს ჰირუდოთერაპია და რისთვის მიიღებს მარიამ გელაშვილი ,,პერსონა 2020″ – ის ტიტულს

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯიდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ ქალბატონ მარიამ გელაშვილს , რომელიც ,,პერსონა 2020“ – ის ტიტულს მედიცინის განვიტარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღებს ის გახლავთ ჰირუდოთერაპიის კლინიკა აკადემიის დამფუძნებელი, რომელიც თითქმის ორი ათეული წელია მკურნალობს წურბლებით. გამოცდილება ამ დარგში ღრმა და საფუძვლიანი აქვს. განათლება მიღებული აქვს – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (ამჟამად სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) ფარმაცევტული ფაკულტეტი,  სადაც წურბელას სწავლობდა როგორც ერთ-ერთ  ცოცხალ სამკურნალწამლო საშუალებას .  მისი განმარტებით, ჰირუდოთერაპიით უმკურნალო პაციენტს , ეს ნიშნავს უდიდეს პასუხისმგებლობას და უდიდეს პატივს, რადგან ეს მოითხოვს   არა მარტო ადამიანის და წურბლის ანატომია- ფიზიოლოგიის  უზადო ცოდნას, არამედ უნდა შეძლო თითოეული დაავადების დროს, თითოეული პროცედურის და მთელი კურსის დინამიკაში მართვა- აი მაშინ გადიხარ შედეგზე. მაქსიმალურად გამოიყენო წურბლის ნერწყვში არსებული მოქმედი ნივთიერების კომპლექსი და თანხვედრაში მოიყვანო სპეციალურად შერჩეულ მცენარეულ ნაკრებთან- ეს არის სწორედ დარგის ფუნდამენტური კონცეფცია.

რაში მდგომარეობს  ჰირუდოთერაპიით  მკურნალობის  უპირატესობა?

თანამედროვე აღმოჩენების მიხედვით წურბლის ნერწყვი შეიცავს 150-200 მოქმედ ნივთიერებას, ესენი არიან ცილოვანი წარმოშობის ნივთიერებები- ფერმენტები, ენზიმები, მაღალმოეკულური ცილების კომპლექსი და სხვა.

რომლებიც მოქმედების მექანიზმით ერთიანდებიან რამდენიმე ჯგუფში:

ანტიჰემოსტატიკური-  ანუ ნივთიერებები რომლებიც აფერხებენ სისხლის შედედებას, მიეკუთვნება  ყველასათვის ცნობილი ჰირუდინი ( აღმოჩენილი იქნა  1884 წელს ხაიკრაფტის მიერ)იგი წარმოადგენს თრომბინის  ერთადერთ

ი დ  ე ა ლ უ რ  ინჰიბიტორს დღემდე არსებული ყველა ინჰიბიტორს შორის. ამუხრუჭებს სისხლის შედედების V ;VIII ;XII; ფაქტორების  აქტივაციას.

შეიძლება ითქვას რომ ჰირუდინის შესახებ კაცობრიობას აქვს ქრესტომათიული ცოდა.

ამავე ჯგუფში შედის ფერმენტი ჰემანტინი, რომელსაც ფიბრინოლიზური ფუნქცია აქვს. მითიური ანუ დამშლელი ჯგუფი: წურბლის ნერწყვის ყველაზე რთული კომპლექსი –

დ ე ს ტ ა ბ ი ლ ა ზ ა – თვისებათა დუალიზმის უნარით ( ბიოქიმიურ რედაქციაში შედის როგორც თხევად გარემოში ასევე თრომბის და ქოლესტერინის ფოლაქის მიერ წარმოდგენილ მდგრად გარემოში. ამ თვისებით მას ანალოგი არ გააჩნია) სწორედ მას გააჩნია უნარი  ჯერ გახლიჩოს და მერე გახსნას თრომბული და ქოლესტერინის ფოლაქის მკვრივი ნაერთები .

ასევე გაწმინდოს სისხლძარღვების შიდა კედლები.

სწორედ ამ ფერმენტის აქტივობის გამო ჰირუდოთერაპია  არის წამყვანი თრომბოფლებიტების  დროს და არა მარტო. დესტაბილაზური კომპლექსი აღმოჩენილი იქნა 1986 წელს.  ორგანიზმის დამცველობითი ფუნქცია- ესენი არიან ნივთიერებები რომლებიც ბლოკავენ ანთებით პროცესებს, ხსნიან სპაზმს, შეშუპებას, ტკივილს – ბდელინი და ეგლინი, ეს უკანასკნელი აფერხებს ქსოვილში დისტროფიულ ცვლილებების განვითარებას – ეს კი განაპირობებს ართოზების, ართრიტების, ოსტეოქონდროზის, ემფიზემის, კანის დაავადებების და სხვა   შემთხვევაში ჰირუდოთერაპია უპირატესია. წურბლის ნერწყვში არსებულ ზოგიერთ ენზიმს ან ფერმენტს სპეციალისტები განიხილავენ როგორც დამხმარე საშუალებად,  როგორც დანარჩენი ნივთიერებებისათვის

,,ნიადაგის,, მოსამზადებლად.

მაგალითად ფერმენტი ორგელაზა, რომელიც წარმოქმნის ახალ კაპილარებს – ამიტომ ჰირუდოთერაპია აქაც უპირობო ლიდერია, განსაკუთრებით კი ჯანმრთელად დაბერების პროცესის მართვისთის.   ხშირად მეკითხებიან:

რატომ არ ხდება ანთებითი პროცესის  ჩამოყალიბება წურბლის ნაკბენი ჭრილობიდან?

გეთანხმებით- მართლაც საინტერესოა ხომ!?

გპასუხობთ-

ექსპერიმენტებმა აჩვენა რომ წურბლის ნერწყვში არსებული სპეციფიური ბაქტერია Aერომონას ჰყდროპჰილა-  წარმოდგენილია ძლიერი ბაქტერიოსტატიკური პროტეინით რომელიც ანადგურებს პათოგენურ მიკროორგანიზმებს.

აი ამიტომ არ ხდება ჭრილობიდან დაიფიცირება.

ასე უსასრულოდ შეიძლება საუბარი წურბლის , როგორც ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და საუკეთესო სამკურნალწამლო საშუალებაზე.

ზემოთ აღნიშნული ამ მცირე  ჩამონათვალიდანაც ჩანს რომ წურბელა განიხილება როგორც მიკრო ბიოაფთიაქი, ზოგი მიკრო ფარმაცევტულ ფაბრიკად  მომოიხსენიებს, მაგრამ შევთანხმდეთ რომ ორივე ამართლებს.

ჯერჯერობით უწყვეტ პროცესში მიმდინარეობს მისი კვლევები.

სანამ გადავიდოდეთ ჰირუდოთერაპიის უპირატესობაზე ან მისი  ეფექტურად გამოყენების აუცილებლობაზე , მანამდე განვიხილოთ :

რა არის წურბლის მოქმედების მექანიზმი?

რეფლექტორული მოქმედება- კბენს რა  ბიოლოგიურად აქტიურ ანუ რეფლექტოგენურ  წერტილში ეს უდრის ნემსორეფლექსო თერაპიას.

მექანიკური მოქმედება- გამოიხატება იმით, რომ სისხლის ნაკადით  დაახლოებით 15 სმ. რადიუსში ხდება განტვირთვა.

ბიოლოგიური მოქმედება- ცოცხალი ორგანიზმი მუშაობს ცოცხალ ორგანიზმთან, რომლის დროსაც წურბლის ნერწყვში არსებული ფერმენტების, ენზიმების, ცილოვანი ნივთიერებების მთელი სპექტრი ე.წ. ,, შუნტის,, საშუალებით შედის ადამიანის ორგანიზმში.

ანუ სამკურნალწამლო ნივთიერებების მთელი გამა.

რა დროს არის ეფექტური ჰირუდოთერაპია?

შეუცვლელია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი , როგორც ანტითრომბული საშუალება- მათთვის ვისაც სხვადასხვა მიზეზის გამო აქვს ჰიპოდინამიური  ცხოვრების რეჟიმი, კომპიუტერთან მიჯაჭვულობა, ქალბატონებისათვის ვინც მოიხმარს პერორალურ კონტრაცეპტივების იმყოფებიან თრომბოემბოლიის დიდი რისკის ქვეშ.

გენეტიკური განწყობა ვენური უკმარისობიკენ. დიაბეტიკები რომლებთანაც მაღალია ალბათობა ქვემო კიდურების არტერიოლებში თრომბის ჩამოყალიბების,

ამ დროს ირღვევა ტროფიკა , ჩნდება განგრენოზული სიმპტომი რომელიც სწრაფად პროგრესირებს .

ანტიიშემიური- უმჯობესდება ქსოვილში სისხლის და ჟანგბადის მომარაგება, შესაბამისად ნივთიერებათა ცვლა.

ჰიპოტენზიური ეფექტი- არეგულირებს და ნორმაზე ჩამოჰყავს წნევა, შესაბამისად წნევის ფონზე ჰემორაგიული ინსულტის რისკი  რამდენიმე წლის პერიოდით  ნულამდე დაჰყავს.

 

აღადგენს მიკროცირკულაციას- ვინაიდან კაპილარული ქსელი განაპირობებს ორგანიზმის სრულფასოვან მუშაობას, როგორც ანატომიუ- ფიზიოლოგიურად ასევე მენტალურად.

( ძლიერი და ქრონიკული ტკივილი ფსიქოლოგიური წნეხია).

შეშუპების საწინააღმდეგო, მადრენირებელი.

ლიპოლითური- წურბლის ნერწყვში არსებული ლიპაზა ხლეჩს ცხიმოვან გროვებს ,ხოლო ბდელინთან ერთად ლიდერია ცელულიტის სამკურნალოდ. ( ამ დროს აუცილებელია სპეციალისტის მიერ ლიმფის მანუალური დრენაჟის  პროცედურები ,სულ რამდენიმე და შესაბამისი სუნთქვითი ვარჯიშები. გასაოცარი შედეგი სახეზეა).

აღადგენს ნერვკუნთოვან გადამცემ იმპულსებს.

ბაქტერიოსტატიკური მოქმედება- ანადგურებს ანთების გამომწვევ მიკროორგანიზმებს.

აუმჯობესებს და აღადგენს ლიმფურ სისტემას როგორც ლიმფოპოეზის ორგანოების გასუფთავების,

ასევე ლიმფის ნაკადის აჩქარების ხარჯზე- ამიტომ ერთი ერთი უძლიერესი იმუნომოდულატორია.

P. შ. ამ საკითხზე დამოუკიდებელ გადაცემას ან შესაბამის სტატიას გავაკეთებ. დამტკიცებულია რომ წურბლის მუშაობა იმდენად რეზონანსულია ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესისათვის, რომ ადამიანი გამოყოფს ბედნიერების ჰორმონს- ენდონფირნს- ამიტომ არის რომ უმჯობესდება განწყობა, წესრიგდება ძილის რეჟიმი და ხარისხი.

იმდენად მაღალია ორგანიზმიდან  თავისუფალი რადიკალების დაშლა და გამოდევნა, რომ ორგანიზმი განიცდის გადახალისებას- თითქოს წლები

,,ჩამოიფერთხეთ,,

ზემოთ აღნიშნული არასრული ჩამონათვალია იმ დადებითი თვისებების რაც ჰირუდოთერაპიას გააჩნია.

კერძოდ მედიცინის რომელ დარგში გამოიყენება წურბელა როგორც დამოუკიდებელი სამკურნალწამლო საშუალება და რომელ დარგში ნიშნავენ საქარხნო ტექნოლოგიით დამზადებული მედიკამენტების კომპლექსში?

ჰირუდოთერაპია წარმატებით გამოიყენება:

გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები- კარდიოლოგია, ანგიოლოგია (აქ შეუცვლელია)

ნევროლოგია – ცენტრალური და პერიფერიული.

ხერხემლის სხვადასხვა სახის დაავადებები- ოსტეოქონდროზი, დისკის თიაქარი ,

რადიკულიტი , საჯდომი ნერვის ანთება და სხვა.

რევმატოლოგია- ართრიტი, ართროზი, იშიაზი , სასახსრე ჩანთაში  სითხე, გონართროზი და სხვა.

მიკრო და მაკრო ქირურგია

პლასტიკური ქირურგია. კოლაგენაზა ხლეჩს კოლაგენის გრძელ წარმონაქმნებს რის ხარჯზეც არ ყალიბდება ნაწიბურები.

საყრდენ მამოძრავებელი სისტემის მკურნალობის პროცესში , როგორც დამოუკიდებელად ასევე კომპლექსში.

უროლოგია ფართე დიაპაზონით.

სხვადასხვა გინეკოლოგიური დაავადებები- აქაც უპირობო ლიდერია.

ძალიან საინტერესოა რომ არ არსებობს რომელიმე ახლად ჩამოყალიბებული სამედიცინო დარგი ( მტკიცებითი მედიცინა,   ჰოლისტიკური მედიცინა და სხვა) სადაც ჰირუდოთერაპია წარმატებით არ გამოიყენებოდეს.

ენდოკრინული სისტემის დაავადებები-

ნივთიერებათა ცვლის მოშლა: ლიპიდური ცვლის დარღვევა- ქოლესტერინის დონის ამაღლება, დიაბეტი, პოდაგრა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება და ა. შ.

 

 

რა გამოვლევებია საჭირო სანამ დავიწყებდეთ აღნიშნულ პროცედურას?

ჰირუდოთერაპიის პროცედურების დაწყებას  გააჩნია თავისი მკაცრი კანონები: აუცილებელია პაციენტმა გაიკეთოს ჩივილების შესაბამისი გამოკვლევები- სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა და შარდის საერთო ანალიზი ეს უპირველესია,  დანარჩენი კი  როგორც ავღნიშნეთ სავარაუდო დიაგნოზის მიხედვით. თქვენ ხართ საქართველოში ჰირუდო თერაპიის აადემიის დამფუძნებელი, რას საქმიანობს ეს აკადემია?

დიახ, ასეა მე გახლავართ საქართველოში ჰირუდოთერაპიის აკადემიის დამფუძნებელი . ჰირუდოთერაპიის

აკადემიაში სწავლის  სრული კურსი მოიცავს 75 აკადემიურ საათს. სასერთიფიკატო კურსის გავლა შეუძლია ყველას ვისაც აქვს სამედიცინო განათლება.გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.

აქ ხდება  დარგის საბაზისო ფუნდამენტური ცოდნის მიღება .

სწავლება მოიცავს: წურბლის და ადამიანის ანატომია – ფიზიოლოგია.

ენერგოსისტემა.

ფიტოთერაპია- როგორც ჰირუდოთერაპიის აუცილებელი თანმხლები დარგი.

(რამდენიმე გამოცდილი რეცეპტით – ამიტომაც არის აუცილებელი შარდის საერთო ანალიზი).

პაციენტის გათვითცნობიერება და პროცესის დინამიკაში მართვა.

კაბინეტის მოწყობა და აღჭურვილობა.

კურსის ბოლოს მსმენელი აბარებს გამოცდას.

აქვე გადის ჰირუდოთერაპიის სათანადო პრაქტიკას  სხვადასხვა დაავადებების დროს.

უყალიბდებათ საჭირო უნარ-ჩვევები.

თამამად შემიძლია ვთქვა რომ აკადემიიდან მიღებული ცოდნით , უკვე შემდგარი სპეციალისტი თავის სიტყვას იტყვის მედიცინის ამ უძველეს და უახლეს დარგში.

CATEGORIES
TAGS
Share This