რისთვის მიიღებს ნაზი სარჯველაძე პერსონა 2020 -ის ტიტულს
7 წლის იყო როცა მშობლებმა ის მუსიკალურ სკოლაში მიიყვანეს საფორტეპიანო კლასში, თუმცა მან სწავლა ვიოლინოს მიმართულებით განაგრძო, მისი კარიერა აჭარაში, ქალაქ ბათუმში დაიწყო მან ბათუმში ბავშვთა მევიოლინეთა ჯგუფი დააწესა, რომლებიც წარმატებით გამოდიოდნენ სხვადასხვა სამთავრობო თუ კერძო ღონისძიებბეზე, თუმცა მისთვის სიმღერას სულ სხვა დატვირთვა ქონდა და განსაკუთრებით კი რომანსების სესრულება უყვარდა,. ხოდა მან თვის კარიერა თბილისში უკვე რომანსების მომღერლის ჯანრში განაგრძო. ეს ადამიანი გახლავთ უამრავი კულტურული ღონისძიების ავტორი, რომანსების საუკეთესო შემსრულებელი , უამრავი ჯილდოს მფლობელი ქალბატონი ნაზი სარჯველაძე. რომელიც საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2020 – ის ტიტულს კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღებს.
პროფესიით მევიოლინე ბრძანდებით, (ვიოლინოს პედაგოგი) მოგვიყევით რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?
7 წლის ასაკში მშობლებმა მუსიკალურ სკოლაში მისაღებ გამოცდაზე მიმიყვანეს საფორტე პიანოს კლასში ჩასარიცხად საბავშვო სიმღერა უნდა მემღერა, არ ვიმღერე „კრიჭი- კრიჭი მაკრატელი და a cappella შევასრულე მარეხ გოძიაშვილის სიმღერა იოსებ ნონეშვილის ტექსტზე დაწერილი „ გამიგონია მთვარიან ღამეს“. გამოიძახეს დედა რომელიც დაბლა მიცდიდა , უთხრეს ვერ მივიღებთ პროგრამით გათვალისწინებული სიმღერა არ იმღერა, კომისიის ერთმა წევრმა რომელიც სოლფეჯიოს მასწავლებელი იყო, დანარჩენ კომისიის წევრებს უთხრა , პატარა გოგონამ მუსიკალური თანხლების გარეშე იმღერა ურთულესი სიმღერა და არ მივიღეთ? გადაწყდა სიმებიან განყოფილებაზე მსურველები არ არის და ჩავრიცხოთ ვიოლინოზე, სწორეთ ასეთი სმენის ბავშვი სჭირდება ვიოლინოსო. ასეთი კურიოზით ჩავერიცხე მუსიკალურ სკოლაში, მისი უდიდებულესობა ვიოლინოს კლასში და ვიყავი ერთი მოსწავლე მთელ ჯგუფში 30 მოსწავლეთა შორის.
.რომანსების შემსრულებლის ჟანრში ხართ ცნობილი რას ნიშნავს თქვენთვის ეს ჟანრი?
რომანსი არის კამერული ჟანრი, შემსრულებელს უნდა ჰქონდეს დახვეწილი მანერები: (დგომა, ხელების ნაკლები მოძრაობა, გასათვალისწინებელია ჩაცმულობა, ვარცხნილობა) რომანს დიდი ხმით სიმღერა არ სჭირდება რომანსი უნადა შესრულება ძალიან მგრძნობიარეთ და რომანტიულად.
მოგვიყევით თქვენი აჭარაში მოღვაწეობის შსახებ?
ქ. ბათუმში დავაარსე ბავშვთა მევიოლინეთა ჯგუფი სექსტეტი, ჩემი მოსწავლეები მონაწილეობდნენ აჭარის სამთავრობო ღონისძიებებში და ვიყავით ფილარმონიის შტადგარეშე სოლისტები, მოსწავლეებთან ერთად მეც უკრავდი. კომპოზიტორ გიორგი ცაბაძის „ბათუმური ვალსი“ შეიქმნა ჩემი თანდასწრებით და დაიწერა ამ სექსტეტისათვის.1980 წლის 10 ნოემბერს ქ. მოსკოვში ხელოვნების მუშაკთა სახლში გაიმართა საანგარიშო კონცერტი მიძღვნილი საბჭოთა საქართველოს 60 წლისთავისადმი, აჭარის ხელოვნების ოსტატთა და თვითმოქმედი კოლექტივების მონაწილეობით, ამ კონცერტში მივიღეთ მონაწილეობა და შევასრულეთ გიორგი ცაბაძის „ბათუმური ვალსი“.
უამრავი კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორი ხართ , რომელს გსმოარჩევდით ყველაზე მეტად?
ჩემს მიერ მოწყობილი 40 ღონისძიებიდან რომელიც მე დავაფინანსე გამოვყოფ ორს
ქ. გურჯაანი 2013 წლის 14 სექტემბერი, ნატო ვაჩნაძის გარდაცვალების 60 წლისთავისადმი მოძღვნილი ხსოვნის საღამო. სოლო კონცერტი. ერთი თვით ადრე დაიგეგმა ეს კონცერტი ორი დღით ადრე დამირეკა ვისთანაც ვიყავი შეთანხმებული და მომახსენა არ ჩატარდება კონცერტი იმიტომ, რომ წინადღით იყო გიორგობა და ხალხი ნაბახუსევი არისო ეს ქალბატონი იყო კულტურის განყოფილების უფროსი გამგეობაში, მას საყვედური უთხრეს რატომ მას არ გაახსენდა ნატო ვაჩნაძის გარდაცვალების 60 წლისთავი და მოიმიზეზა გიორგობა სატელეფონო საუბარში მე მას უთხარი მე ჩამოვდივარ და თქვენ უნდა სიტყვით გამობრძანდეთ .ჩავედით გურჯაანში და შუქის კაბელი იყო გადაჭრილი მოიტანეს დვიჟოკო და ნახევარი კონცერტი ასეთ ვითარებაში ჩატარდა. ბატონი ელდარ შენგელაია გამოვიდა სიტყვით
დაღონებული, მაგრამ ჩემი მადლიერი. 3 თვეში ის ქალბატონი იმ სამსახურიდან განთავისუფლდა.
ქ. თბილისი 2015 წლის 20 ივლისი საქართველოს ტელევიზია „ ერთსულოვნება“-ში ჩავატარე არქიმანდრიტ მამა ილია (კარტოზია) ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ძალიან სევდიანი. ამ ხსოვნის საღამოს ესწრებოდა ძმა ნიკოლოზ კარტოზია, რომელიც ზუგდიდიდან ჩამობრძანდა.
მოგვიყევით თქვენი პანდემიის დროს გამოჩენილი ინიციატივის შესახებ , რომელიც განახორციელეთ კიდევაც.
საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს COVID-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოს მთავრობა მოსახლეობას აცნობდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევებს და რეკომენდაციებს დაავადების პროფილაქტიკის შესახებ. ხალხს მოუწოდებდა – დარჩით სახლში. 2020 წლის 21 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გამოაცხადა.
დაიწყო პანდემია. ამ დროისთვის საქართველოში ერთ-ერთ უძველეს ,არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით, ”საზოგადოებრივი გამოცდილებით”-საქართველოს ქალთა საბჭოს, სოციალურ ქსელში გახსნილი ჰქონდა გვერდი ;;საქართველოს ქალთა საბჭო პანდემიის წინააღმდეგ”, სადაც აქტიურად ჩავერთე ,როგორც ამ ორგანიზაციის წევრი. ჩვენი ერთობლივი შესაძლებლობებით გადაწყდა, რომ ამ გვერდზე შექმნილიყო რუბრიკა ”ქალთა საბჭოს ხმა ოჯახებში და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან”. ჩვენ შევძელით შეუძლებელი, 838 -ჯერ ვიმღერე რომანსი ”თეთრი ვარდები”(აკომპანიმენტის გარეშე).ვუმღერდი ყველას, მეგობარს ,ნათესავებს, უცხოეთში თანამემამულეებს, ვისაც გამხნევება სჭირდებოდათ. გამოხმაურება და კმაყოფილება იყო დიდი, რომელიც დღემდე გრძელდება და მადლიერებას გამოხატავენ ადამიანები. საქართველოს ქალთა საბჭოს მიერ მადლიერების ნიშნად გადმომეცა სიგელი და სიმბოლო ”ოქროს ვარდი”, რომელიც ქალთა საბჭოს სიმბოლიკებს იას და გვირილას შეუერთდა.
წიგნი გამოეცით პანდემიაზე, რა შევიდა ამ წიგნში?
წიგნის სათაური
გრიპის ვირუსი GOVID-19
- თავი 1918- 1920 წლის პანდემია ინფლუენცი „ისპანკა“ მოძიებული გაზეთის: „საქართველო“ და „გურიის ერობის მოამბე“ ინფორმაცია;
1918 წელს გარდაცვლილი ლიზა ტიკარაძის რომელიც ჩემი ბებია იყო ინფორმაცია;
1918 წელს გარდაცვლილი ფიროსმანის დის შვილთაშვილის ლეილა გოზალიშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაცია;
1918 წელს გარდაცვლილი გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძის შესახებ პაატა ქურდოვანიძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც 1889წ-1899 წლამდე იყო თბილისის გუბერნატორი;
წიგნის მე-2 ნაწილი
წიგნის შინაარსი ასეთია:
1)რა არის კოვიდ-19?
26 თებერვლიდან – 2 სექტემბრამდე სრული ინფორმაცია COVID-19-ის პირველი შემთხვევიდან.
პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია.
გიორგი გახარია ექიმებს მიმართა – მადლობა სამოქალაქო გმირობისთვის.
ექიმების მოკლე ბიოგაფიული მონაცემები და სურათებით.
სურათები – ინფექციური საავადმყოფოს სახე დაზიანებული ექიმები.
სურათები – სამების საკათედრო ტაძარში აღდგომის ღამეს.
სურათები – თბილისის, კარანტინის და კომენდატის საათის დროს.
სურათები – თბილისის ქუჩების დასუფთავება, სკოლების საკლასო ოთახების, მეტროს ვაგონების, ავტობუსების და ციხის საკნების დეზინფექცია.