თაფლის კომპანია ირინოლა  და მისი დამფუძნებელი პერსონა 2020 – ის ტიტულს მიიღებს

თაფლის კომპანია ირინოლა და მისი დამფუძნებელი პერსონა 2020 – ის ტიტულს მიიღებს

ირინე კაპანაძეს მეფუტკრეობაზე საათობით შეუძლია ისაუბროს. პროფესიით ზოოინჟინერია, თაფლის წარმოებისა და მეფუტკრეობის ნამდვილი ექსპერტი. მისი ოჯახი მესხეთში თაფლს ათწლეულების განმავლობაში ამზადებდა. იქამდე იმერეთში, წლების განმავლობაში, თაფლისა და თიხის წარმოებით ირჩენდა თავს და საკმაოდ წარმატებული ბიზნესიც ჰქონდა. ირინე კაპანაძეს მეფუტკრეობა ლამის გენეტიკურად გადაეცა. მიუხედავად იმისა, რომ წლები ევროპაში გაატარა, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დიდხანს იმუშავა. საბოლოოდ, ფესვებს დაუბრუნდა და ოჯახური ტრადიცია გააგრძელა.

კომპანია ირინოლას ნატურალური თაფლის წარმოების ესახებ თავად ქალბატონი ირინა კაპანაძე გვესაუბრება, რომელიც საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2020 – ის ტიტულს მიიღებს.

ირინა კაპანაძე: “”ჩვენი კომპანია აწარმოებს, ყიდულობს და ყიდის ნატურალურ თაფლს.
,,თაფლი და კომპანია ირინოლას,, მიერ წარმოებული ბრენდი ,, თაფლი ირინოლა,, იმეორებს უძველესი 5000 წლიან ტრადიციას, კერძოდ, თაფლის ჩამოსხმა შენახვას თიხის ქოთნებში.
ასეთი ტექნოლოგიით მინანარევ კერამიკაში ჩამოსხმული სუფთა, ნატურალური თაფლი წლების მანძილზე ინარჩუნებს საუკთესო კვებით ღირებულებას, რაც განპირობებულია თიხის ქოთნის გერმეტიზაცით. თაფლიან ქოთანს ეფინება სუფთა ნატურალური ფიჭის ფენა, შემდეგ ეხურება ცხელ სანთელში ამოვლებული ქოთნის სახურავი , რაც იწვევს ქოთანში არსებული თაფლის დაბეჭვდას.
ასეთი სახით დამზადებული თიხის ქოთანი მზადაა შესანახად და დიდ მანძილზე ტრანსპორტირებისათვის.
ამდენად, პროდუქტი თავის მხრივ უძველესი წესით თაფლის შენახვისა მეთოდის გამეორებაა, რომელიც ჩამოსხმულია სხვა და სხვა თაფლის თიხის ქოთნებში.”

CATEGORIES
Share This