რისთვის მიიღებს პერსონა 2020 ის ტიტულს ნაზი ჩიდრაშვილი
პერსონა 2020 ის ნომინანტების გმოვლენა უკვე დაიწყო, რომელსაც საქართველოს წარმატებული ადმიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონას საკოირდინაციო საბჭოს 18 კაცინი ბორდი გამოავლენს . ერთერთი პირველი პერსონას ტიტულზე ნომინირებული ქალბატონი გახლავთ კახეთიდან, რომელიც ტიტულზე პერსონა რეგიონში კულტურის განვითარებისთვის გახლავთ წარდგენილი. ეს ქალბატონი გახლავთ ნაზი ჩიდრაშვილი , რომლის ბიოგრაფია ასე გსმოიყურება.
ნაზი ჩიდრაშვილი წარდგენილია პერსონა 2020 -ზე რეგიონში კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2020.
ნაზი ჩიდრაშვილი 40 წლის , ყავს მეუღლე და ორი შვილი დაიბადა ცხოვრობს და მოღვაწეობს ქალაქ თელავში, დამთავრებოლი აქვს თელავის ექსპერიმენტალური სკოლა, ასევე მუსიკალური შვიდწლედი, გხლავთ ვოკალისტი, მღეროდა თელავის თითქმის ყველა ანსაბლში და გუნდში სოლისტად. ანსაბლ ,,მხიარული ვარსკვლავები „ მოღვაწეობის დროს ნამყოფია გასტროლებზე საქართველოს ყველა რეგიონში.
თელავში დაფუძნებული აქვს საბავშვო მუსიკალური ,,სტუდია თელავი“, ასევე ვოკალურ მუსიკალური სტუდია ,,N VOICE” , აღნიშნულ სტუდიებში ისწავლება როგორც ვოკალი, ასევე მუსიკალურ ინსტრუმენტთან მუშაობა, ქართული და ევროპული ცეკვები, სტუდიაში დაწესებული აქვს შეღავათები სხვადასხვა სოციალურ კატეგორიებისთვის. მიღებული აქვს მონაწილეობა სტუდიებს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებში.
სტუდიები როგორც თელავში, ასევე მთელ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც წარმტებით მოღვაწეობს, სულ ცოტა ხნის გასტროლით იყვნენ ჩეხეთში საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე ,,სულიკო“ საიდანაც ორი საპრიზო ადგილით პირველი და მეორე ადგილით დაბრუნდნენ.
ნაზი ჩიდრაშვილის პირველი მუსიკალური ჯილდო გრან პრი 1994 წელს აქვს მიღებული მუსიკალურ კონკურსში, რომელიც თელავში ჩატრდა . ამ კონკურსის ხელმძღვანელი ქართული ესტრადის ვარსკვლავი მანანა თოდაძე გახლდათ. ამავე დროს მიიღო მონაწილეობა ,მუსიკალურ კონკურსში ,,პრესტიჟ შოუ“ ., სადაც მისმა ნამღერმა დაიმსახურა წლის სიმღერის ნომინცია. 1995 წელს დაწერა პირველი მუსიკალური სპექტაკლი .. მაშკოს და პაშკოს ” თავგადასავალი, ტექსტი დ მუსიკაც ნაზი ჩიდრიშვილის გახლდათ, ამ სპექტაკლმა დიდ აღაირება მოუტანა ქლბატონ ნაზის შემოქმედებით ასპარეზზე, ჯერ კიდევ მოსწავლეობის დროს.
დამთავრებული აქვს იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, პარალერულად სწავლობდა ნ.სულხანიშვილის მუსიკალურ სასწავლებელში ვოკალის განხრით.
1997-2001 წლებში გახლდათ ესთეტიკური აღზრდის სექტორის ხელმძღვანელი თელავის უნივერსიტეტში.
1998 წლიდან კი თელავის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის პროფბიუროს თავჯდომარე.
ამავე პერიოდში მოპოებული აქვს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების კონკურსში სიმრერაში პირველი ადგილი, რიტაც ასახელა თელავი და ტელავის უნივერსიტეტი.
2001 წელს მიღებული აქვს პრეზიდენტის ჯილდო ,,მხატვრული თვითშემოქმედების ლაურეატი“
მუშაობდა საჯარო სკოლის დირექტორად და პედაგოგად.
რეგიონში სტუდიის ბავშვებისთვის შექმნილი აქვს 100 მეტი მუსიკალური ვიდეორგოლი, ქალაქ თელავის მაშსტაბით იწვევნ ყველა კულტურულ ღონისძიებაში,
ქალბატონი ნაზის სტუდიებში აღზრდილი ბავშვები წარმატებით იწყებენ სოლო კარიერას და გამოდიან სხვადასხვა კონცერტებზე,
ასევე ქალბატონი ნაზის ორგანიზებით იმართება სხვადასხვა შემოქმეებითი ღონისძიებები.
მიღებული აქვს ორგანიზაცია ,,ქალთა საბჭოს“ ჯილდო ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე ასოციაცია ,,საქართველოს ქალბატონების“ ჯილდო სტატუსით წარმატებული საქართველოს ქალბატონი“ . მიღებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მადლობის წერილი და სიგელი , ,,სტუდია თელავს“ და ,,N VOICE” მიღებული აქვს სახელმწიფო უწყებების მათ შორის თელავის მერიის მადლობის სიგელები რეგიონში კულტურის განვითარებისთვის.
შეგახსენრბთ, რომ აღნიშნული დაჯილდოების ცერემონია 2013 წლიდან იმარღება , რომლის იდეის ავტორი და ორგანიზატორი ჟურნალისტი იოსებ კავკავაშვილი გახლავთ.