რისთვის მიიღებს პერსონა 2020 – ის ტიტულს გიორგი წერეთელი
საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონას საკოორდინაციო საბჭომ უკვე დაიწყო იმ ადამიანების გამოვლენა , რომლებიც 2020 წელს პერსონას ტიტულს მიიღებენ. ერთერთი მათგანი კი ყველასათვის საყვარელი მომღერალი გიორგი წერეთელი გახლავთ. მომღერალი ემიგრანტებმა წარადგინეს პერსონას ტიტულზე და ბორდის ხმათა უმრავლესობით იგი დამტკიცდა ამ ტიტულზე. გიორგი წერეთელი გახლავთ ასევე 100 მდე სიმღერის ავტორი და პოეტი რომლის კრებულიც მალე გამოიცემა.
შეგახსენებთ, რომ პერსონას ტიტული ტრადიციულად წელსაც 50 ადამიანს სხვადასხვა სფეროს განვითარებისთვის გადაეცემა. ასევე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნული ტიტული სხვადასხვა წლებში მიღებული აქვთ ლეილა აბაშიძეს, ნანი ბრეგვაძეს, მარიკა კვალიაშვილს, მანანა თოდაძეს, გიორგი უშიკიშვილს, თამარ სხირტლაძეს, ირმა სოხაძეს, გიული ჩოხელს და სხვებს.
პროექტი 2013 წლიდან ტარდება და მისი იდეის ავტორი და ორგანიზატორი პიარტექნოლოგი იოსებ კავკავაშვილი გახლავთ.
ავტორი ბარბარე შათირიშვილი