,,ჩემთვის სიმღერა ცხოვრების აზრია“ – მარიამ ცქვიტინიძე  ,,პერსონა 2020 “- ის ტიტულს მიიღებს

,,ჩემთვის სიმღერა ცხოვრების აზრია“ – მარიამ ცქვიტინიძე ,,პერსონა 2020 “- ის ტიტულს მიიღებს

,,მუსიკას არ აქვს ჩარჩოები ის უსაზღვრო და უსასრულოა”, ეს სიტყვები ახალგაზრდა ავტორ შემსრულებელს მარიამ ცქვიტინიძეს ეკუთვნის. იგი ჯერ სულ რაღაც 26 წლისაა და უკვე გახლავთ 130 კომპოზიცის  ავტორი, სწორედ აქედან და კიდევ სხვა უამრავი ღირსებიდან გამომდინარე მარიამს მხარი საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონას საკოორდინაციო საბჭოს სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა და ის ,,პერსონა 2020″ – ის ტიტულს კულტურის განვითარებისთვის მიიღებს. realinfo.Ge – მ  მომღერალთან ინტერვიუ ჩაწერა.

მარიამ ბავშვობიდან მღერით რა არის თქვენთვის სიმღერა და რას გრძნობთ როდესაც მაყურებელს უმღერით?

ჩემთვის სიმღერა ცხოვრების აზრია, მე ჩემი მუსიკით ვცხოვრობ , როდესაც ვუმღერი მსმენელებს მათი პოზიტივი ,თანადგომა და სიყვარული მმატებს ძალას შევქმნა გამორჩეული რეპერტუარი ,მე ყოველთვის ვმღერი იმას რაც სწორად მიმაჩნია – ვუმღერი სიყვარულს,
ვამართლებ სინანულს ვაფასებ იმათ ვინც ჩემს გრძნობებს აფასებს.

ასეთ ახალგაზრდა ასაკში როგორც ავტორ შემსრულებელი უამრავი სიმღერის ავტორი ხართ მოგვიყევით თქვენ სასიმღერო ჟანრზე?

ვფიქრობ თუ კი ხარ
ავტორ- შემსრულებელი და კომპოზიტორი უნდა შეგეძლოს არა მხოლოდ ქართული სიმღერების შესრულება და შექმნა, ასევე უცხოური რეპერტუარის და სხვადასხვა ჟანრში უნდა იყო ძლიერი რომ სხვას დაუწერო და იყოს მოთხოვნადი შენი მუსიკალური ხედვა .
გქონდეს შეცნობილი მრავალფეროვანი სამყარო. მუსიკას არ აქვს ჩარჩოები ის უსაზღვრო და უსასრულოა…
როგორც ჩემი ხედვა როგორც მუსიკოსის.
საავტორო სიმღერების სიმრავლე მიანიშნებს რომ ბავშვობიდან მივყევი ამ პროფესიას,მხვდა წილად კომპოზიციების დაწერის ნიჭი .
გზა ,რომელიც გამოვიარე არ იყო მარტივი, დამოუკიდებლად.ვქმნიდი განსხვავებულს და საინტერესოს ყოველთვის.
ვფიქრობ რომ კარგს და ნიჭიერს ყოველთვის ბევრი მტერი ყავს და შურიცც ბევრია. თუმცა ასეთ კატეგორიებს მე სიყვარულით და თავმდაბლობით ვპასუხობ .
ჩემი სიმღერები მოიცავს 130 ზე მეტ საავტორო კომპოზიციას, რომელიც შემიკვეთეს და ასრულებენ მომღერლები ჩემი რეპერტუარის ჩათვლით.

რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ფოლკს და ზოგადად ქართულ სიმღერას?

ქართული სიმღერა ყველაზე რთულად შესასრულებელია,
აუცილებელია ასრულებდე ქართულს უდიდესი პასუხისმგებლობით და ნიუანსების დაკვირვებით რაც არ უნდა გამოგრჩეს შესრულების დროს.
ჯერ რომ გერქვას მომღერალი შესაბამისი ინდივიდუალიზმით უნდა შეძლო და შეასრულო ურთულესი ქართული დანატოვარი ,რომელმაც დროს გაუძლო და მუსიკალურ პროგრესთან ერთად არ კარგავდა ბრწყინვალებას.
მიყვარს,როდესაც მომღერალს გააჩნია შესაბამისი ვოკალური მონაცემი – განსხვავებული შესრულების მანერა .
განცდები,ემოციები,
წარსული აწმყო და მომავალი ჩვენი ქვეყნის აისახება ქართულ ფოლკლორულ რეპერტუარში …სადაც ტკივილი,სიხარული და სიყვარული ერთმანეთს ერწყმის და გამოდის ნიჭიერების ზეიმი.
ამ განძს როგორც ჩემ სიმღერაშია
“სამშობლო “არ გავცვლი სხვა ოქრო ვერცხლში” .
თქვენ მუსიკალური აკადემია სტუდია “საქართველო” ჩამოაყალიბეთ მოგვიყევით ამ აკადემიაზე?

4) დიახ სტუდია”საქართველო”არის ინოვაციური სტუდია …
სიახლე დღევანდელობაში ,სადაც “ასაკი შეუზღუდავია ” შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია – მოგვწერონ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
სტუდია “საქართველო”
ატარებს ქვეყნის სახელს ღირსეულად და უნერგავს თაობებს უმთავრესად ქართულ ღირებულებებს…
სამშობლოს და ქართული სიმღერის სიყვარულს,რაც უმთავრესია.
შეისწავლება (ვოკალი-ხმის დამუშავება, ფორტეპიანო,ფოლკლორი,
გიტარა, ქართული და ბერძნული გალობა) 8ხმათა.
ჩვენი მიზანია მეტად მუსიკალური და პროგრესული თაობა აღიზარდოს – ქონდეთ შესაძლებლობა წინსვლის,იყონ წარმატებულები მუსიკალური განათლების დონით და ინდივიდუალურები მუსიკალური ხედვით.
ნიჭიერებას ხელშეწყობა უნდა და სანამ ვცოცხლობ მე ყოველთვის დავეხმარები მათ ვისაც ჭირდება დახმარება ,არ აქვს ფინანსური საშუალება ,მაგრამ აქვს გამორჩეული მონაცემი.
გავიტანოთ საზღვრებს გარეთ ჩვენი სახელი ეს ქვეყნის პროგრესია.
სტუდია გაიხსნა 1წელია .
დავაარსეთ მე და ჩემმა თბილმა მეგობარმა და კოლეგამ ირმა არავიაშვილმა .
ჩვენი დუეტებიც პატრიოტიზმს და საქართველოს სიყვარულს უკავშირდება.
როგორი დამოკიდებულება გაქვთ საყოველთაო მუსიკალური კონკურსების მიმართ?

5)მუსიკალური კონკურსების მიმართ მაქვს კარგი დამოკიდებულება…თუ ის ნამდვილად ემსახურება სამართლიანობას .
ჩემთვის მუსიკალური კონკურსები არ წარმოადგენს ინტერესს ,რადგან დღემდე – სწავლით,შრომით და მიზანდასახულობით გამოვიარე რთული გზა, მაგრამ პატიოსნად და ღირსეული ნაბიჯებით.
პროექტები ვერ მომიტანს იმაზე მეტს რაც 26 წლანდე შევძელი .
მიზანი არის გახდნენ ცნობილი ,წარმატებული და ქონდეთ დაფასება და ალბომი.
მე კი ეს ყოველივე მოვიპოვე ხალხის სიყვარულით და შრომით .დრო და დრო უფრო და უფრო ვხედავ კარგი და ერთგული ადამიანების თანადგომას. უნდა იაზრებდეს ხელოვანი რომ უფლისგან მომადლებული ნიჭით და სიძლიერით იცხოვროს.
იყოს ძლიერი ფსიქოლოგიურად და იცოდეს ზუსტად რა სურს ?!რა მიზნისკენ მიდის?!
არ მიაქციოს ყურადღება ფარისეველ ,მატყუარა,
შურიან
ყველაფერზე წამსვლელ არსებებს,ვინც სინდისი და ადამიანობა გაყიდა რაღაცის სანაცვლოდ.
არ დაივიწყოთ ,რომ თავიდან არაფერს წარმოადგენდით და რასაც კი მიაღწიეთ და გაგაჩნიათ ეს თქვენით არ მომხდარა უფლის განგება იყო და არ გაამპარტავნდეთ…
რადგან აზრი დაეკარგება შემოქმედებას.
გახსოვდეთ : წარმატება წარმავალია ,შემოქმედება კი მარადიული.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ინდივიდუალიზმი ” რაც ბევრ ნიჭიერ მუსიკოსს და მომღერალს აკლია აბრკოლებს წინსვლაში.
ყოველთვის ვცდილობ ჩემი ხედვა დავანახო მსმენელებს .
ვფიქრობ რომ
“მუსიკა შემოქმედისთვის არასდროს დასრულდება,როგორც შემოქმედის უსაზღვრო შესაძლებლობები სამყაროსთვის ” .
სამყარო, რომელიც ჩემში დაიბადა სუფთა მელოდიით ვერ შევძლებ ერთი ცხოვრებით გადავცე მსმენელს და ის გეგმები რაც მსურს განვახორციელო .
ამ ეტაპზე გავაერთიანე 3 საავტორო ალბომი 1 ალბომში, რომელიც სექტემბერში გამოვა გაყიდვაში და ეტაპობრივად პრემიერდება რადიო “არ დაიდარდო” ში ტელევიზიებში და აერთიანებს 36 საავტორო სიმღერას .
ჩემი მიზანია , ნაწილობრივ მაინც მივიტანო მსმენელამდე ჩემი შესაძლებლობები და სწორად ნამღერი წარმოვაჩინო. საზღვარგარეთ მიწვევებზე მე ყოველთვის ჩემ სამშობლოს ვახსენებ.ქართული გემოვნებიანი სიმღერა სამუდამოდ იარსებებს და თაობებს გადაეცემა .
სანამ ვცოცხლობ ვეცდები ნიჭიერი ადამიანების ხელშეწყობას და სიკეთეს ,რომელიც არასდროს იკარგება .
გინდ ვერ დაგიფასონ და დაგინახონ შესაბამისად .
ამას საკუთარი სულისთვის ვაკეთებ ,მე უბრალოდ არ შემიძლია ვიყო სხვანაირი .
სულ მალე გამოვა კლიპით ახალი სიმღერები
“დროსთან ერთად” კლიპით და “ნუ მეტყვი” – რომელიც ჩემი იუთუბის ოფიციალურ არხზე აიტვირთება .

CATEGORIES
TAGS
Share This