რისთვის მიიღებს  ,,პერსონა 2020″ -ის ტიტულს მარიამ ცქვიტინიძე

რისთვის მიიღებს ,,პერსონა 2020″ -ის ტიტულს მარიამ ცქვიტინიძე

სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის წელს უკვე მეექვსედ საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა გაიმართება, პროექტის საკოორდინაციო საბჭოს 21 კაციანი ბორდი ტრადიციულად წელსაც 50 წარმატებულ ადამიანს ,,პერსონა 2020″ -ის ტიტულს მიანიჭებს.

აღნიშნული ტიტული კულტურის განვითარებისთვის გასულ წლებში მიღებული აქვთ ნანი ბრეგვაძეს, , ლეილა აბაშიძეს, მარიკა კვალიაშვილს სოფო ბედიას, ირმა სოხაძეს,  მანანა თოდაძეს, გიორგი უშიკიშვილს, თამარ სხირტლაძეს, გიული ჩოხელს  და სხვებს.

,,პერსონა 2020″ -ის ტიტულს  სხვა შემოქმედ ადამიანებთნ ერთად ახალგაზრდა ავტორ შემსრულებელი მარიამ ცქვიტინიძეც მიიღებს, ის  როგორც ახალგაზრდა ნიჭიერი და წარმატებული ხელოვანი დაჯილდოვდება.  მარიამ ცქვიტინიძის მუსიკალურ შემოქმედებით ნამუშევრებს იუთუბ არხზე მილიონამდე ნახვები აქვს, მას მუსიკალური სფეროს  ღვაწლმოსილი ადამიანები ახალგაზრდა ეროვნული სულისკვეთების კომპოზიტორად მოიხსენიებენ.  მარიამ ცქვიტინიძე ქმნის სიმღერებს, რომელსაც როგორც თავად ასევე სხვა მომღერლებიც ასრულებენ. მისი ხელმძღვანელობით ჩამოყლიბდა მუსიკალური სტუდია საქართველო.

CATEGORIES
TAGS
Share This