რისთვის მიიღებს ,,პერსონა 2020″ – ის ტიტულს თორნიკე ტატიშვილი

რისთვის მიიღებს ,,პერსონა 2020″ – ის ტიტულს თორნიკე ტატიშვილი

27 სექტემბერს თელავში ერეკლე მეფის სახლმუზეუმში  საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონას შუალედური ღონისძიება გაიმართება. სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის პროექტის ხმის მიმცემი ბორდი წელსაც 50 წარმატებულ ადამიანს პერსონას ტიტულს მიანიჭებს.

თორნიკე ტატიშვილი ბავშვობიდან მღერის, მისი სიმღერები ყველასათვის საყვარელი და ნაცნობია. ,,გეტყვი გეტყვი მიყვარხარ“ – ჰიტს, რომელსაც თორნიკე ასრულებს მილიონობით ნახვა აქვს. მის რეპერტუარში გახლავთ 30 მდე საავტორო სიმღერა.  თორნიკე ტატიშვილი ქართველი ემიგრანტების ერთ ერთი საყვარელი მომღერალია და იგი ხშირად მართავს კონცერტებს სხვადასხვა ქვეყნებში ემიგრანტებისთვის. თორნიკე ტატიშვილი ,,პერსონა 2020“ – ის ტიტულს  ხელოვნების და შემოქმედებითი საქმიანობისთვის მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ პერსონას ტიტული სხვადასხვა წლებში მიღებული აქვთ ნანი ბრეგვაძეს, ლეილა აბაშიძეს, გივი ბერიკაშვილს, მანანა თოდაძეს, სოფო ბედიას, ირმა სოხაძეს, თემურ წიკლაურს, გიორგი უშიკიშვილს და სხვებს.

CATEGORIES
TAGS
Share This