რისთვის მიიღებს პერსონა 2021 – ის ტიტულს სკოლა გიმნაზია პირველი
საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია ,,პერსონა 2021 ” ის 15 კაციანმა ხმის მიმცემა საბჭომ წარმატებული ადამიანების გამოვლენა უკვე დაიწყო, რომელთა შორის სკოლა გიმნაზია პირველის დამფუძნებლები ნინო ოქროჭანაშვილი და მანანა ბაკურაძე არიან.
სკოლა გიმნაზია პირველი გამოირჩევა ეროვნულობით. სკოლაში უცხოეთიდან საქართველოში მცხოვრები ათამდე ბავშვი სწავლობს, რომლებსაც ქართული ენა და ლიტერატურას სკოლის დამფუძნებლების მეშვეობით სრულყოფილად ეუფლებიან.
შეგახსენებთ , რომ ,,პერსონას“ ტიტული გასულ წლებში მიღებული აქვთ ნანი ბრეგვაძეს, თამარ სხირტლაძეს, გიული ჩოხელს, მარიკა კვალიაშვილს, ლეილა აბაშიძეს, ფრიდონ სულაბერიძეს, კახი კავსაძეს, გიორგი უშიკიშვილს, ირმა სოხაძეს, მანანა თოდაძეს და სხვებს.
გთავაზობთ სკოლა გიმნაზია ,,პირველის“ ბიოგრაფიას, რომელიც ,,პერსონას“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა
საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ ,,პერსონა 2021″ – ის ტიტულზე განათლების განვითარებაში შეტნილი წვლილისთვის სკოლა გიმნაზია ,,პირველს“ და მის დამფუძნებლებს ქალბატონებს ნინო ოქროჯანაშვილსა და მანანა ბაკურაძეს, ასევე სკოლის ხარისხის მართვის კოორდინატორს, ექსპერტს საფანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საკითხში ქაბატონ მაკა ტუკვაძეს.
სკოლა გიმნაზია „პირველის“ ბიოგრაფია, ფურცელ-ფურცელ იწერებოდა, და ჩვენც ნაბიჯ- ნაბიჯ მივიწევდით წინ. ყველაფერი კი ორი დედის, ორი პედაგოგის, სულით მებრძოლი და ჯანშაღი ამბიციის მქონე ქალბატონების იდეით 2008 წელს დაიწყო, მათ გადაწყვიტეს ჰქონოდათ საკუთარი სკოლა, ქალბატონმა ნინო ოქროჯანაშვილმა (გეოგრაფი) და ქალბატონმა მანანა ბაკურაძემ (ფილოლოგი) გადაწყვიტეს დაეარსებინათ სკოლა გიმნაზია „პირველი“ , რომელიც დღეს მე-13 სასწავლო წელს ღირსეულად ამთავრებს და მისი დევიზია „ვასწავლოთ და ვისწავლოთ ერთმანეთისგა! „
სკოლა დასაწყისში სულ რაღაც 40 მოსწავლეს ითვლიდა, თუმცა მოიცავდა სამივე სფაფეხურს, რომელსაც ემსახურებოდა 38 პედაგოგი, 15 ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალი. დღეს სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა ორ ასეულს ასცდა.
იდეის დასაწყისში კოლექტივის ძირითადი მიზანი იყო ახალ-ახალი იდეებით შეექმნათ წარმატებული სკოლა, სადაც ნებისმიერი მოსწავლე, მიუხედავად მისი სოცოალური მდგომარეობისა (მრავალშვილიანი და სოც. დაუცველი ოჯახის შვილები სწავლობენ უსასყიდლოდ) ,აღმოჩნდებოდა ოჯახურ გარემოში, შეძლებდა საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან რეალიზებასა და მაღალი აკადემიური შედეგების მიღწევას გვინდა სიამაყით აღვნიშნოთ ის საოცარი ტოლერანტობა, რომლითაც მოსწავლეეები და პედაგოგები, გამოირჩევიან, რამდენადაც ჩვენთან ქართველი თანამემამულეების გვერდით სწავლობენ სხვადასხვა ქვეყნის, აღმსარებლობისა და კანის ფერის მოსწავლეებიც კი, რომლებიც წარმატებით ეუფლებიან ქართულ ენას და არაფრით გამოირჩევიან სხვებისგან.
გვინდა საგანგებოდ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ სკოლაში ასევე გვყავს სსსმ მოსწავლეები, რომლებთანაც მუშაობენ გამოცდილი და კვალიფიციური პედაგოგები , სპეც პედაგოგთან და ფსიქოლოგთან ერთად. ასევე სკოლას ჰყავს პედიატრი, რომელიც განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს მათ მიმრთ.
სკოლაში პედაგოგთა შერჩევა ხდება კონკურსის წესით, სწორედ ამ კონკურენტუნარიანი, გარემოსა და დაუღალავი შრომის შედეგია ის, რომ ე.წ. CAT-ის გამოცდას ყველა მოსწავლე წარმატებით აბარებდა და დღესაც ჩვენი კურსდამთავრებულები სწავლობენ საკმაოდ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში, არამარტო საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც. ხოლო სკოლამ მიიღო არაერთი სამადლობელი წერილი მათი ღირსეულ მოქალაქეაღზრდისათვის და დაჯილდოვდნენ 100% გრანტით.
სკოლამ არსებობის მანძილზე ბევრი ქარტეხილი გაიარა, მაგრამ სტაბილურად მიიწევდა წინ.გაიზარდა რიცხობრივად , ჩაერთო და წარმატება მოიპოვა არაერთ საგანმანათლებლო კონკურსში, ფორმალური და არაფორმალური განათლებით ყოველდღიურად დაუღალავი შრომით ახალ-ახალ შედეგებზე გადის, გაიუმჯობესა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შეიძინა საკუთარი შენობა, გეგმავს მის გაფართოებას. სწავლების და აღზრდის პროცესში გაბედულად ნერგავს თანამეროვე ახლებურ მეთოდებს. ჰუმანური ადამიანების აღზრდა, ქველმოქმედება, ცხოვრების ჯანსაღი წესი, თანამშრომლობა , ტოლორანტობა, 21-ე საუკუნის ადამიანებისათვის ღირსეული და მშვიდი ცხოვრებისკენ მიმავალ გზაზე დაყენება–საპატიო საქმეა საქმეა ,რომელსაც ვემსახურებით დღესაც და ვაგრძელებთ წარმატებული ადამიანების აღზრდას.
სკოლის ხარისხის მართვას 2020 წლიდან კურირებს მოწვეული ექსპერტი საგანმანათლებლო ავტორიზაცია აკრედიტირების საკითხებში მაკა ტუკვაძე.