საოპერო მომღერალ დავით ღვინიანიძის სააღდგომო მილოცვა

საოპერო მომღერალ დავით ღვინიანიძის სააღდგომო მილოცვა

„ქრისტიანებო, გილოცავთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს აღდგომას!
იესო ქრისტემ, რომელიც მესიად – მხსნელად მოევლინა კაცობრიობას, ჯვარზე გაკვრითა და მკვდრეთით აღდგომით ადამიანთა სულები იხსნა ცოდვებისგან და ამით საუკუნო სიცოცხლე დაუმკვიდრა მათ.
არ არსებობს სხვა პრეცენდენტი კაცობრიობის ისტორიაში იესო ქრისტეს გარდა, ვინც ჩვენი ცოდვებისთვის მომკვდარიყოს და ღმერთს ჩვენი გამართლებისთვის მკვდრეთით აღედგინოს. ამიტომაც არის ის ერთადერთი მაცხოვარი, მაცხონებელი, ცოდვაზე გამარჯვებული და სიკვდილის სიკვდილით დამთრგუნველი.
ვისურვებ, ისე გაძლიერებულიყოს მისი რწმენა ჩვენს გულებში, მეტად შეგვძლებოდეს პატიება, შერიგება, სიხარულის მინიჭება და სიყვარულის გაცემა.
ქრისტეს აღდგომას ვულოცავ ჩემს საქართველოს. დაე, ამ დღის მადლით გაძლიერებულიყოს და გამთლიანებულიყოს.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს განსაკუთრებით ვულოცავ ქართველ ემიგრანტებს და მათ ქრისტეს აღდგომის სიხარულით აღსავსე ცხოვრებას და ბედნიერებას ვუსურვებ.
ღმერთმა მრავალ აღდგომას დაგვასწროს!
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად, აღდგა!“ ( ოპერის მომღერალი დავით ღვინიანიძე)

CATEGORIES
Share This