რისთვის მიიღებს ,,პერსონა 2021″ -ის ტიტულს კოლეჯ ,,ახალი ტალღის” დირექტორი ლაშა ხახუტაიშვილი

რისთვის მიიღებს ,,პერსონა 2021″ -ის ტიტულს კოლეჯ ,,ახალი ტალღის” დირექტორი ლაშა ხახუტაიშვილი

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2013 წლიდან იმართება და სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის ყოველწლიურად ჩვენი ქვეყნის 50 წარმატებულ ადამიანს პერსონას ტიტულს ანიჭებს, ტიტულის მინიჭებას პროექტის ფარგლებში არსებული 15 სხვადასხვა პროფესიის ადამიანისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო წყვეტს, რომელსაც ევროპის ადვოკატთა კოლეგიის ნამდვილი წევრი იურისტი ირმა ბრელიძე ხელმძღვანელობს.

პროექტს ამ ხნის მანძილზე დაჯილდოებული ყავს კულტურის სფეროდან ისეთი ადამიანები როგორებიც არიან, ნანი ბრეგვაძე, მარიკა კვალიაშვილი, კახი კავსაძე, თამარ სხირტლაძე, გიული ჩოხელი, ლეილა აბაშიძე, გივი ბერიკაშვილი, მანანა თოდაძე, ირმა სოხაძე, გიორგი უშიკიშვილი და სხვები.

პროექტის ფარგლებში განათლების სფეროს წარმომადგენლებიც ჯილდოვდებიან და წელს კი ერთ ერთი მათგანი გახლავთ კოლეჯ ახალი ტალღის დირექტორი ლაშა ხახუტაიშვილი. .

ლაშა ხახუტაიშვილის ბიოგრაფია პერსონას ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ რეგიონში განათლების განვითარებაში შეატანილი წვლილისთვის ,,პერსონა 2021″ -ის ტიტულზე სსიპ კოლეჯ ,,ახალი ტალღა” -ს დირექტორს ლაშა ხახუტაიშვილს.

ლაშა ხახუტაიშვილი დაიბადა 1987 წლის 16 ივნისს ქ. ქობულეთში, დაამთავრა ქობულეთის N7 საშუალო სკოლა, 2004 წელს შევიდა და 2008 წელს დაასრულა ქ. ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, „ბიზნეს ადმინისტრირების“ სპეციალობით და არის კიევის საერთაშორისო ევროპული უნივერსიტეტი” ევროპული ბიზნესის სკოლა”- საერთაშორისო ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი.
ლაშა ხახუტაიშვილი 2006 წლიდან არის პროფესიული მასწავლებელი. არის E-learning-ის სერტიფიცირებული სპეციალისტი. პროექტის ფარგლებში შექმნილი აქვს ელექტრონული სახელმძღვანელო. იგი აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების, კერძოდ მოდულარული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნასა და დანერგვის პროცესში. ლაშა ხახუტაიშვილი აქტიურად იყო ჩართული ბარმენის ჩარჩო დოკუმენტის და შესაბამისი მოდულების შემუშავების პროცესში. მისი ხელძღვანელობით კოლეჯი „ახალი ტალღა“ ჩაერთო მოდულარული საგანმანათლებლო პროგრამის „ბართენდერი“ პილოტირებასა და შემდგომ განხორციელებაში.
აღსანიშნავია, რომ მის მიერ არის დაფუძნებული აჭარის ბარმენთა ასოციაცია, რომლის ორგანიზებითაც ტარდება საქართველოს მასშტაბით ბარმენთა კონკურსები, სემინარები და მასტერკლასები. უშუალოდ ლაშას აქტიური მონაწილეობით განხორციელდა საქართველოს ბარმენთა ასოციაციის გაწევრიანება ბარმენთა საერთაშორისო ასოციაციაში (IBA). იგი აქტიურად იყო ჩართული ზოგადად პროფესიული და კერძოდ ბარმენთა პროფესიის პოპულარიზაციაში, პროექტებში, გამოფენებში და კონკურსებში. ბარმენთა ასოციაციის პარალელურად თანამშრომლობს მედიასთან და ტელევიზიასთან. აქტიურადაა ჩართული კოლეჯის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ატარებს ღია კარის დღეებს და პოპულარიზაციას უწევს პროფესიულ განათლებას.

გავლილი აქვს შემდეგი გადამზადებისა და ტრეინინგ-კურსები:
 2006 წ. „ტურისტული სერვისის განვითარება“ -კანადის ტურიზმის დამოუკიდებელი ექსპერტი ჟან კლოტი;
 2008წ. „კაფე-ბარების მომსახურების ორგანიზება“-GBA-ას პროფესიული მომზადების ცენტრი;
 2010წ. „სტუმართმასპინძლობისა და ტურიზმის მენეჯმენტი“–კანადის ტურიზმის დამოუკიდებელი ექსპერტი ჟან კლოტი;
 2011წ. პრაქტიკული ტრენინგი-ესტონეთის რესპუბლიკა, ქ. ნარვა;
 2013წ. –USAID-ღვინის კლუბი, „როგორ გავაცნოთ ქართული ღვინო სტუმარს“;
 2013წ. E_LEARNING-ის სპეციალისტი;
 2014წ.„ პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება“-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი;
 2014 წ. „მოდულარული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მეთოდოლოგია“-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;
 2015წ. CAMPARI-ის ტრენინგი;
 2016წ. „სწავლის შედეგების შემუშავება“ –INNOVE;
 2017. პროექტი „ევროპელი მასწავლებელი“ მონაწილეობისა და სლოვაკეთში სასწავლო ვიზიტის წარმატებით დასრულებისათვის.

სამუშაო გამოცდილება:
 29/01/2018წლიდან დღემდე სსიპ კოლეჯი „ახალი ტალღა“ დირექტორი
 2006-2018წწ. სსიპ კოლეჯი “ახალი ტალღა”, პროფესიული მასწავლებელი;
 2012 -2018წწ. სსიპ კოლეჯი „ახალი ტალღა“ – სამეწარმეო საქმიანობის პროფესიული მასწავლებელი
 2012 -2018წწ. სსიპ კოლეჯის „ახალი ტალღა“ ბაზაზე არსებული სასტუმროს ადმინისტრატორი.
 2002-2005 წწ. შპს “ჯთგ”. ტექნიკური მენეჯერი;
 2006 წ. აჭარის ბარმენთა ასოციაციის პრეზიდენტი;
 2006 წ.თურქეთი. ქ.ბოდრუმი, სასტუმრო “ზეითინადა”. სერვის მენეჯერი;
 2009 წელი სასტუმრო”ვერე პალასი” ბარ-მენეჯერი;
 2009 წ. საქართველოს ბარმენთა ასოციაცია ვიცე პრეზიდენტი;
 2011 წ. სასტუმრო “ჯორჯია პალასი” ბარ-მენეჯერი.

სსიპ კოლეჯს “ახალი ტალღა” მრავალწლიანი ისტორია აქვს.

ქ. ქობულეთში, 1963 წელს დაარსდა საშუალო ტექნიკური პროფესიული სასაწავლებელი. წლების განმავლობაში იხვეწებოდა და ვითარდებოდა დაწესებულება. მრავალი წარმატებული რეფორმის შედეგად, 2012 წელს, სასწავლებლის ბაზაზე, პირველად ქვეყნის მასშტაბით შეიქმნა კოლეჯი, გაიარა ავტორიზაცია და მიენიჭა კოლეჯის “ახალი ტალღა” სტატუსი.

ავტორიზაციის პროცესების პარალელურად იხვეწებოდა სასწავლო პროგრამები, შესაბამისი მატერიალური რესურსები.

2015 წლიდან კოლეჯი აქტიურად ჩაერთო ჩარჩო დოკუმენტების შემუშავების პროცესებში, ასევე მოდულური პროგრამების პილოტირებაში.

უკვე 2016 წლის რეავტორიზაციის დროს კოლეჯმა პროფესიული განათლების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით მიიღო უფლებამოსილება 29 მოდულური პროგრამების განხორციელების შესახებ.

დღევანდელი მდგომარეობით კოლეჯი ავტორიზირებულია 52 საგანმანათლებლო პროგრამაზე, (მათ შორის 9 დუალური) და 2264 პროფესიულ სტუდენტზე. კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და აღჭურვილობა პასუხობს თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს. კოლეჯს გააჩნია ადაპტირებული გარემო შშმ პირებისათვის, საერთო საცხოვრებელი, სასტუმრო. საბიუჯეტო, გრძელვადიან პროგრამებთან ერთად კოლეჯი ახორციელებს კერძო პირების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვეთით მოკლევადიან მომზადება-გადამზადების კურსებს.

კოლეჯი მუდმივად ზრუნავს ხარისხის ამაღლებისათვის. ჩართულია საქართველოში განხორციელბულ ყველა მნიშვნელოვან პროექტში. 2016 წელს კოლეჯმა ერთერთმა პირველმა ქვეყანაში გაიარა ხარისხის მართვის/მენეჯმენტის ევროპული მოდელი EFQM-ის (გზა სრულყოფისაკენ) ვალიდაცია.

კოლეჯში დასაქმებულია 105 მაღალკვალიფიციური პედაგოგი, რომლთა უმრავლესობა მოწვეულია შესაბამისი ბიზნესიდან, მათი გადამზადება განხორციელდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ საერთაშორისო პროექტების ფარგლებში და უცხოელი პარტნიორების დახმარებით.

კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა პროფესიული განათლების დაწესებულებებთან, როგორც ქვეყნის შეგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. აღსანიშნავია მჭიდრო თანამშრომლობა ესტონეთის ქ. ვალგას პროფესიულ სასწვლებელთან და გერმანიის ქ. ბერლინის ბრილატ სავალინის კოლეჯთან. მათთან ხორციელდება გაცვლითი პროგრამები პედაგოგებისა და სტუდენტებისათვის.

2017-2018 წლებში კოლეჯს გააჩნდა ფილიალი ბათუმში,

2019 წლიდან ხულოში ფინქციონირებს კოლეჯის ფილიალი, სადაც ხორციელდება 5 პროფესიული პროგრამა.

სულ დაწესებულების ბაზაზე არსებობს 40 სასწავლო ლაბორატორია და 21 აუდიტორია თეორიული სწავლებისათავის. კოლეჯს გააჩნია სასწავლო სასტუმრო, საერთო საცხოვრებელი, ორი სამზარეულო, ორი რესტორანი, სპორტული მოედანი, ასევე გააჩნია სატრანსპორტო საშუალებები.

კოლეჯი ადაპტირებული შშმ პირებისათვის. (აგებულია სტანდარტული პანდუსები, ლიფტები და ა.შ).

“თქვენი წარმატება ჩვენი მისიაა”

 

 

CATEGORIES
TAGS
Share This