რომელმა დიზაინერებმა გახსნეს ანაკლიის მოდის კვირეული
საზღვაო კურორტ ანაკლიაში ანაკლიის მოდის კვირეული წელსუკვე მეორედ იმარღება, რომელსაც დიზაინერი გიორგი მასხულია და ჟურნსლისტი ლანდა მასხულია უწევენ ორგნიზებას. მოდის კვირეულის მხარდამჭერი სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნია გახლავთ. მოდის კვირეული ზუგდიდელმა დიზაინერმა მარიფელიმ საქორწილო კაბების ჩვენებით გახსნა. კოლექცია წარადგინა მხატვარმა ლაშა არსენიძემ. წელს უკვე მეორედ პატარა დიზაინერმა მარი შოშიაშვილმა კი საბავშვო ხაზი წარმოადგინა. კვიირეულის გახსნაზე წარდგენილი იყო მხატვარ გიორგი კიკვაძის ნახატები დააქსესურების დიზაინერ ნიკოლის კოლექცია. კვირეულის გახსნა მუსიკალურად მომმღერლებმა გიორგი წერეთელმა, გია სურამელაშვილმა და ეკა კვალიაშვილმა გააფორმეს.
CATEGORIES საზოგადოება