საერთაშორისო განათლების  აკადამია ,,ბიდისიმ“ ისრაელის კომპანიის ,,WOF FILTRATION“ დირექტორს მინო ნეგრინს და შალომ კლუბის პრეზიდენტს ზაურ ოსეფაიშვილს უმასპინძლა

საერთაშორისო განათლების აკადამია ,,ბიდისიმ“ ისრაელის კომპანიის ,,WOF FILTRATION“ დირექტორს მინო ნეგრინს და შალომ კლუბის პრეზიდენტს ზაურ ოსეფაიშვილს უმასპინძლა

დღეს საერთაშორისო განათლების აკადამია ,,ბიდისის“ რექტორი და შალომ კლუბის თბილისის ოფისის ვიცე-პრეზიდენტი ნათია შათირიშვილი ისარელის კომპანიის ,,WOF FILTRATION“ დირექტორს მინო ნეგრინს და შალომ კლუბის პრეზიდენტს ზაურ ოსეფაიშვილს მასპინძლობდა. შეხვედრის ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს გააცნეს შალომ კლუბის ისტორია, განხორციელებული პროექტები, მუშაობის სპეციფიკა და სამომავლო გეგმები. ამ დღის ფარგლებში გაიმართა პროექტის ,,სუფთა წყალი ბავშვებს“ პრეზენტაცია.

ამ პროექტის ფარგლებში წყლის გასაფილტრი დანადგარების სხვადასხვა მოდელები გამოიყენება, როგორც საყოფაცხოვრებო მიზნით სოფლის მეურნეობაში,ისე საცურაო აუზების გასუფთავებისთვის (ქლორის გამოყენების გარეშე), მდინარების, ღელეების წყლის გასფილტრად.

ქართულ-ებრაულ ურთიერთობაში სხვადსხვა პროექტების განხორციელება კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს მრავალწლიან ურთიერთობას და სამომავლოდ მეტ პერსპექტივას გააჩენს ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით.

ნათია შათირიშვილი – განათლების საერთაშორისო აკადამია ,,ბიდისის“ რექტორი, შალომ კლუბის თბილისის ოფისის ვიცე-პრეზიდენტი

დღევანდელი შეხვედრის მიზანია აკადემიის კურსდამთავრებულების გადამზადება და შემდგომი დასაქმების პერსპექტივა კომპანიაში ,,WOF FILTRATION“, რომლის დირექტორი მინო ნეგრანია ისრაელის ქვეყნიდან. ის აქტიურად არის ჩართული სხვადსხვა პროექტების განხორცილებაში საქართველოში.

მინო ნეგრინი – ისრაელის კომპანიის ,,WOF FILTRATION“ დირექტორი

მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფი და დღეს მომეცა შესაძლებლობა განათლების საერთაშორისო აკადამია ,,ბიდისის“ რექტორს და მის გუნდს შევხვედროდი, მათ გავაცანი პროექტის მიზანი, რომლის განხორციელებას ,,შალომ კლუბთან“ ერთად კიდევ უფრო აქტიურად დავიწყებთ.

ზაურ ოსეფაშვილი- ,,შალომ კლუბის“ თბილისის ოფისის პრეზიდენტი

ისრაელის საელჩოს დახმარებით უკვე ორი წელია ხორციელდება საპილოტე პროექტი ,,სუფთა წყალი ბავშვებს”, რომელიც ითვალისწინებს სკოლებში და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში გასაფილტრი დანადგარების დამონტაჟებას. პროექტს ახორციელებს ,,საქართველო შალომ კლუბი” ისრაელის, სლოვაკეთის, იაპონიის საელჩოსთან და გაეროს ბავშვთა ფონდ ,,unicef” -თან ერთად.

CATEGORIES
Share This