,,სამი დღე ვაქცინამდე“ – ლალი მოროშკინა ახალი წიგნის პრეზენტაციას ინფექციურთან გამართავს
მსოფლიოს ახალი გადანაწილება, სატახტო თამაშები, პოლიტიკური ინტრიგები, დახურული სამეცნიერო ლაბორატორიები, გენმოდიფიცირებული ადამიანები, ვირუსული ეპიდემია და რა თქმა უნდა, სიყვარული, ლალი მოროშკინას პოლიტიკურ რომანში “სამი დღე ვაქცინამდე”.
„მე დიდი ხანია ვმუშაობ გასაიდუმლოებული ლაბორატორიების თემატიკაზე, გენეტიკოსის შვილი ვარ და შესაბამისად დიდი ინფორმაცია მაქვს.ეს მასალები მზადდებოდა და ახლა ტრილოგიად გამოიცემა. დღეს რაც მსოფლიოში ხდება ბიოლოგიური ომია, გავლენების გადანაწილების თემაზე. აქ მთავარი მოთამაშეები ამერიკელები და ბრიტანელები არიან. მე რომანს მხატვრული სახე მივეცი, მაგრამ ფაქტები უტყუარია.