ტვ ინკოგნიტო და მისი დამფუძნებელი მანანა გაბრიჭიძე ,,პერსონა 2021′ -ის ტიტულს მიიღებს

ტვ ინკოგნიტო და მისი დამფუძნებელი მანანა გაბრიჭიძე ,,პერსონა 2021′ -ის ტიტულს მიიღებს

ტვ ინკოგნიტო და მისი დამფუძნებელი მანანა გაბრიჭიძე პერსონა 2021 -ის ტიტულს მიიღებს

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წელს უკვე მერვედ გაიმართება და სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის ტრადიციულად წელსაც 50 ადამიანი პერსონას ტიტულს მიიღებს. პროექტი წელს ტვ სტუდია ინკოგნიტოს დამფუძნებელი მანანა გაბრჭიძეს მომავალი თაობის აღზრდისთვის და მედიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ,,პერსონა 2021“ – ის ტიტულს გადასცემს.

პროექტის ორგანიზატორები და ბორდის წევრები ულოცავენ ქალბატონ მანანა გაბრიჭიძეს ამ აღიარებას და მომავალში წარმატებებს უსურვებენ.

მანანა გაბრიჭიძის გზა  დაბადებიდან დღემდე ასე გამოიყურება

მოომიყევი შენზე,

დავიბადე საჩხერის რაიონში, 1974 წლის 8 ნოემბერს გავიზარდე ჭიათურაში 17 წლამდე , უზომოდ მიყვარდა და მიყვარს იმერეთი, მაქვს ძალიან ტკბილი მოგონებები და მყავს უსაყვარლესი ადამიანები დღემდე ჩემს იმერეთში აი ასე ვიტყოდი, რადგან დღემდე ჩემიაა <3

მამა თანამდებობის პირი იყო,  საოცარი პიროვნება, დღემდე ჩამესმის ყურში მამას რჩევები და როცა რამე სერიოზულ გადაწყვეტილებას ვღებულობ ჯერ ვფიქრობ და მერე ვღებულობ ამ გადაწყვეტილებას, რას მირჩევდა მამა მოეწონებოდა თუარაა ესათუის გადაწყვეტილება….. მოკლედ მამა ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი დანაკლისია მენაატრება და მიყვარს ძალიან. რაც შეეხება დედას პედაგოგი იყო, მე-2 საჯარო სკოლაში ანუ იმავე სკოლაში სადაც ოთხივე და ძმანი ვსწავლობდით ანუ ჩვენ ვიყავით ორი დძმა და ორი და.

    სკოლებისთვის მისაღებიაა რომ ბიჭები აშავებენ რაღაცას აფუჭებენ, პედაგოგს აბრაზებენ მაგრამ გოგოსგან ცოტა))) უცნაური ვიყავი თუმცა არ ვამჟღავნებდი, მუდამ ჩემსგამო იყო გამოძახებული დედა დირექტორის კაბინეტში და იცოდა რომ მესამე ბიჭისთვის გეძახიანო რომ ეტყოდენ ესეიგი მე ვიყავი J ან ვიღაც ბიჭი მყავდა ნაცემი, ან ეგრედწოდებულ რაზბორკაზე ვიბარებდით ვინმეს, მოკლედ დიდი ალიაქოთა ვიყავითქო ვერ ვიტყვი მაგრამ არც ფეხისწვერებზე მოსიარულე გოგოს იმიჯი მქონდა  J თუმცა უზომოდ სამართლიანი, მახსოვს ერთდღეს კლასში ასეთი ინციდენტი მოხდა ჩემს ერთერთ კლასელს ტყუილად ადანაშაულებდნენ მხოლოდ იმიტომ რომ გაჭირვებული ოჯახიდან იყო და მუდამ არსებობდა ის პრინციპი აბა ჩემსას ხომარ მოვჭრი კუდსო და გამოვექომაგე დავიცავი ეს ბავშვი ამას დიდი გაგრძელებები მოჰყვა კლასიდან დირექტორთან , დირექტორთან დედა ამოიყვანეს და საღამოს სახლში))) თუმცა დღემდე მახსოვს მამაჩემის მშვიდი შეხვედრა ამ ალიაქოთის გარშემო დამისვა და მითხრა მოდი მიამბე რა მოხდა მე მჯერა შენი შენ ტყუილად არავის გადაუდგებოდი წინ და რა მოხდაო! აი იქ კი დაწვრილებით უამბე ყველაფერი გულდასხმით მომისმინა მერე გამიღიმა და მითხრა, მე მირჩევნია შენ სიმართლის გზაზე იარო და კლასიდან ან თუნდაც სკოლიდან გამოგაგდონ ვიდრე ცხოვრებამ უღირს ადამინად აღიქვას და უსამართლო გადაწყვეტილებებს მიეჩვიოო! აი მაშინ მივხვდი რომ სიმართლე, სიკეთე, სიყვარული, პატივისცემა და ადამიანების არ დაჩაგვრა რა მაგარი საქმე იყო, ერთი კვირა სკოლაში არ მიშვებდნენ მერე შემიშვეს და მოგეხსენება მე წითელი ყელახვევი მახრჩობდა და კომკავშირის სამკერდე ნიშნის მატარებები თაობა ვიყავი, მოკლედ ბევრი რომარ გავაგრძელო გამკიცხა სკოლამ და რაღაც პერიოდით ამის ტარების უფლება ჩამომართვეს, შინაგანად დიდად არ უმოქმედნია ამ ამბავს მაგრამ მახსოვს დასვენებაზე რომ გამოვედი ვიღაცამ ჩემთვის მიუღებელი სიტყვა მესროლა ზურგიდან ეს ვიღაცა მასწავლებლის შვილიშვილი  იყო თან ისეთი მასწავლებლის რომ ყველას შიშის ზარს სცევდაა, რაღათქმაუნდა ვერ მოვითბინე მოუტრიალდი და (კინო ფილმებში რაც მენახა, ჩვენს ბავშვობაში ინდური ფილმები იყო მოდაში J ჯერ დარტყმის ხმა რომ ისმოდა და კადრი ჩამორჩენილი მოსწავლესავით რომ მისდევდაა  J მე ორი თითი მოტყდა მაგრამ არ შევიმჩნიე ის უწმაწური სიტყვა რაც მომაძახა, ალგებრის პედაგოგი გვყავდა საოცარი ადამიანი გოჩა მასწავლებელი მან დავალების შესამოწმებლად რომ ჩამოიარა დამხედა ხელზე და ხედავს რომ ხელი სასტიკად მაქვს გასიებული, სასწრაფოდ ლელი მასწავლებელს დაუძახეთო უთრა ჩემს ერთ-ერთ კლასელს, მე წამოვდექი და გთხოვთ არა არ მინდა დედამ გაიგოს არ მტკივამეთქი, კარგი მაშინ ექთანთან ააცილეო უთხრაა, იქ რომ ავედით ეს ჩემი ნაცემი ვაჟბატონი დაუწვენიათ პუნქტში და ჩვენი სკოლის პედაგოგი იყო მშობელითქო გითხრით და დასდგომია თავზე და ეუბნება მითხარი ვინ გცემა ასე და იმას მე მივხედაო J ცალი თვალი გამოაპარა ჩემსკენ და მე ისეთი სახე მივიღე თქმაც ვერ გაუბედა გოგომ მცემაო მერე სასწრაფო მოვიდა და იმან სულ ბოლო მოუღო ამის აქ გაჩერება არ შეიძლება ბლაგვი ნივთი აქვს ჩარტყმული სერიოზული ტვინის შერყევ აქვს მიღებულიო მოკლედ დიდი ახტაჯანა ვიყავიი როგორც ჩემი ქლბატონი დღეს, რომელიც ხშირად მახსენებს ჩემს ბავობას

-ერთხელ მახსოვს რაღაცაზე გამიბრაზდნენ და გამომაგდეს კლასიდან კარებთან დადექიო მე მოვტყდი ასე ვთქვათ და ეზოში კალათბურთის ფარის უკან ავყევი რკინებს და იქ დავიმალე მესამე გაკვეთილზეც რომა რ გამოვჩნდი ატყდა ერთი ამბავი და მთელი სკოლა პოლიცია მილიციით აივსო J  სუყველა დამეძებდაა, სანამ დედაჩემი არ დავინახე შეშინებული მამაჩემი გამოძახებული არ გამოვჩნდი მერე ყველა მეფერებოდა მამამ ისევ წყნარად მკითხა ისევ უსამართლობა მეც დუმილით დაუქნიე თავი და ახლაა კიდევ უფრო მეტად მივხვდი რომ სიტყვა თუ ფასობს ადამიანის ცემაზე დიდი ძალაააქვს!!!  ოდაა დღესაც ასეთი შემოვრჩი.

  შენი მოღვაწეობის შესახებ,

ვარ ინტერნეტ ტელევიზია ,,ინკოგნიტოს,, დამაარსებელი და ხელმძღვანელი დაახლოებით უკვე 26 წელია, საიტი რომელიც მუდამ პოზიტიურ სიუჟეტებს ამზადებს მაყურებლისთვის ნორჩი ჟურნალისტების დახმარებით წარმატებულია www.incognitotv.ge მიყვარს ის საქმე რასაც ვაკეთებ მაბედნიერებს.  მაქვს უამრავი გეგმები და მინდა გავაკეთო კოლეჯი სადაც ბავშვები იძულებით არ ივლიან, მიიღებენ მაქსიმალურად  პრაქტიკულ და თეორიულ განათლებას, ისწავლიან ცხოვრებას და საქმის კეთებას რაც ყველაზე მთავარიაა! რადგან მიმაჩნია რომ ესაა თაობა ვინც საქართველოს მომავალი უნდა ააშენოს და როგორც ბატონმა ნუგზარ რუხაძემ თქვა ერთ-ერთ ჩვენს ღონისძიებაზე აი ასეთი ბავშვები უნდა საქართველოს რომელთაც უშიშრად ჩაებარებათ საქართველო! აი რას აკეთებ შენ მანანა ჩემო კარგო.

მადლობა ბატონ ნუგზარს იმ წლებისათვის, რომელიც ,,ინკოგნიტოს,, თაობის აღზრდას მოახმარა და უამრავი განათლებული და საინტერესოდ მოაზროვნე ჟურნალისტი აღიზარდა ჩვენთან რითაც ვამაყობთ.  დაახლოებით 11 წელია რაც ბატონი ნუგზარი გადასცევს ჩვენს კურსდამთავრებულებს გადასცევს სერთიფიკატებს და დიდი ჟურნალისტიკისკენ გზას ულოცავს.

თუმცა უამრავი სხვა პედაგოგიც კითხულობს ლექციებს ,,ინკოგნიტოში,, როგორც ბატონი ნუგზარი, გიორგი, ზეიკო თუმცა ამაზე მოგვიანებით.

 რომელი სკოლა და უნივერსიტეტი დაამთავრე?

სკოლა გითხარით ჭიათურის მეორე ამჟამად საჯარო და ჩვენს დროს საშვალო  სკოლა დავასრულე J მერე ჩავირიცხე ქუთაისში დაწყებითი სკოლამდელის ფაკულტეტზე, სადაც ისწავლებოდა მერაბ მაღრაძის ფსიქოლოგია, რომელმაც იმდენად გამიტაცა რომ მიუხედავად იმისა რომ მე ისეთ წლებში ვიყავი სტუდენტი კანონით შეუძლებელი იყო ორ ფაკულტეტის დასრულება მე ორივე დავასრულე მახსოვს ბატონმა მერაბ მაღრაძემ თვითონ მოსთხოვა ქალბატონ ალმას ჩვენს საქმეთამართველს ეს გოგონა ჩემი ფაკულტეტის ლექციებზე ივლის! -არ შეიძლება ბატონო მერაბ ხომ იციით, აბაა ის შეიძლება ფსიქოლოგისს ფაკულტეტზე არცერთი რომ ფსიქოლოგი არ გამოვა და ლექციების ჩატარებას არც მაცდიან და არც აინტერესებთო!?))) ის დღე და ის დღე მეც ვესწრებოდი ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ლექციებს და ნეტავ ვინმეს გაებედა და ლექციაზე ხმა გაეღო უბრალოდ ერთი სიტყვაც საკმარისი იყო /ნუ შემოდიხარ ლექციაზე თუ არ გაინტერესებს/ ასე რომ ფსიქოლოგიის და დაწყებითის ფაკულტეტი ერთად დავასრულე.
რა პროფესიის ხარ?

რაც შეეხება ჩემს პროფესიას, იმდენი სერთიფიკატები დიპლომები და პროფესიული განათლება მაქვს მიღებული თუმცა დღემდე ვაგრძელებ სწავლას და ეს არასოდეს არაა მეტი,  ვარ ტელევიზიონშიკი როგორც ჭელო იტყოდა((( სამწუხაროდ ყველა იცნობდა ალბათ კლიპმეიკერ პაატა ჭელიძეს რომელიც გარდაიცვალა წლებიაა და მანაც უამრავი თაობის აღზრდა მოასწრო ჩვენს სატელევიზიო სკოლაში)

რეჟისორი, სცენარისტი, კლიპმეიკერი, ჯერ კიდევ დაახლოებით 14 წლის წინ მაქვს გადაღებული ბარბის კლიპი რომელსაც გიორგი გილიგაშვილის და ნუცა ასრულებდა სადაც მთელი ოჯახი იყო ჩართული ამ კლიპში. შეგახსენებთ (ჩემმა მზემ) ეს და მისი ორი და ,,ინკოგნიტოელები,, იყვნენ <3

თუმცა მაინც მგონია რომ ჩემი საქმე კამერაა მიყვარს გადაღება და ამ დროს მგონია რომ არწივი ვარ და გადაუფრენ მთელს სამყაროს მითუმეტეს თუ საინტერესო პროექტის განხორციელებას ვახერხებ. ეს ჩემს ფოტო არქივზეც აისახება.

 ამჟამად რას საქმიანობ?

ისევ ვხელმძღვანელობ ინტერნეტ საიტს www.incognitotv.ge გვაქვს საინტერესო თაობის აღზრდის სასიამოვნო მეთოდები, ვცდილობ უამრავი კარგი ბავშვი გაზარდოს ინტერნეტ ტელევიზია ,,ინკოგნიტომ,, და ბევრ ტელევიზიიებში მუშაობდნენ,

საყვარელი საქმე, საბავშვო ტელევიზია ,,ინკოგნიტო“როდის და რატომ შექმენი რა იყო მიზეზი და გაამართლა თუ არა მოლოდინმა?

22 წლზე მეტია რაც ტელევიზიასთან მაქვს შეხება მიყვარს ბევრი პოზიტივი, სახელს რაც შეეხება ცოტა უცნაურად გადაწყდა ამ სახელის შერქმევა ვგულისხმობ ,,ინკოგნიტოს,, ეს სამომავლოდ გადავდოთ, რაც შეეხება გაამართლა თუარაა, ვფიქრობ გაამართლა რადგან უამრავი დაფრთიანებული ბავშვები მყავს გაზრდილი ამის გარდა რაც მუდამ მეამაყება, ჩვენთან სხვანაირი მეგობრობა, ურთიერთობა და საბოოლოოდ მეჯვარე ნათლია მირონობით გაგრძელებული ნამდვილი მეგობრები რჩებიან ამით განსაკუთრებით ვამაყობ, უამრავი ნათლულია ჩემი მოსწავლე, მაბედნიერებს ის რომ ნათლი მირონობა მაკავშირებს ჩემს მოსწავლეებთან, მათ შვილებთან და სულიერი დებიც მყავს ვარ ყველაზე ბევრი შვილიშვილის ყველაზე ახალგაზრდა ბებო 😉 დაახლოებით 300-ზე მეტი შვილიშვილის ბებო ანუ ჩემი მოსწავლეების შვილებს ვგულისხმობ. რაც მეამაყება <3  ჩემი შვილების 8 მოსწავლე ნათლიები არიან 4 ნინის 4 ნიკასი


როგორია შენი ერთი საქმიანი დილა?

აბა რა გითხრა ამ ბოლოხანს იმდენი საქმე მაქვს სულ გადარბენებზე ვარ თუმცა ვინც მიცნობს ის მუდამ მპასუხობს ჩვენ სულ ასეთი გვახსოვხარო, მაგრამ ამ ბოლო დროს ისეთი დატვირთული ვარ დავპოსტე დროს თუ ყიდით ვინმე მომყიდეთმეთქი J

თავისუფალი დრო რამდენად ხშირად გაქვს და ახერხებ თუ არა მის ეკონომიურად გამოყენებას,ვგულისხმობ ამ დღეს ბევრი აქტივობით ხარ დაკავებული, ხოლმე თუ მხოლოდ ოჯახს უთმობ?

თავისუფალი დრო თითქმის არამაქვს და თუ მაქვს ვცდილობ საყვარელ ადამიანებს დაუთმო და ოჯახის გარემოცვაში გავატარო შვილებსა           და ჩემს ძმიშვილებს დაუთმო <3 რომლებიც ჩემი საოცარი ბაოები არიან <3 მამიდას სიხარულები <3

რას ეტყოდი უცხოეთში მოღვაწე ქართველებს?

რა გითხრათ ერთი მინდა ვაღიარო რომ ახლაა კი გვაქვს დიდი გული იმ ქართველ ქალებზე ვინც საზღვარ გარეთ მუშაობს და აქ ოჯახებს ინახავს მაგრამ ვაღიაროთ რომ ამ ქალებმა საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა შიმშილობისგან იხსნა! მეც ვიცნობ ესპანეთში მცხოვრებს ქართველებს და ჩემი ფილმიდამ რომელიც მე 2013 წელს გადავიღე ესპანეთში /პატარა საქართველო ბარსელონაში/ სადაც ჩემი ფილმის გმირი ნინი ძებინაძე ასე მპასუხობს მე მიყვარს საქართველო, მენატრება, მაგრამ რომ დავბრუნდე საქართველოში აღარ ვიცი როგორ ვიცხოვრი იქ!

ამიტომ ვერაფერს ვერ ვეტყოდი, უბრალოდ ვისურვებდი რომ ჩვენი ქვეყანა ისე განვითარებულიყოს და დაეწყოს მაღლა სვლაა და არცერთ იქ დაბადებულ და გაზრდილ ქართველ ბავშვს თავის სამშობლოში დაბრუნება არ გაჭირდეს. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ქვეყანაში გახსნილი საკვირაო სკოლების ქართველ პედაგოგებს, მამაოებს მადლობა უთხრა იმისათვის რომ ქვეყანას სახელს უნახავენს და მომავალი ქართველის გენს არც უცხო მიწაზე არ კარგავენ.

CATEGORIES
TAGS
Share This