,,საქართველოში არჩევნების შემდეგ არანაირი ლოქდაუნი არ იგემება” – ირაკლი კობახიძე

,,საქართველოში არჩევნების შემდეგ არანაირი ლოქდაუნი არ იგემება” – ირაკლი კობახიძე

გამოცხადდება თუ არა საქართველოში „ლოკდაუნი“ არჩევნების შემდეგ – ირაკლი კობახიძის განმარტება

გამოცხადდება თუ არა საქართველოში „ლოკდაუნი“ არჩევნების შემდეგ – ირაკლი კობახიძის განმარტება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ “ღამის კურიერის” ეთერში აღნიშნა, რომ მიუხედავად მძიმე ეპიდვითარებისა, არჩევნების შემდეგ არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური „ლოქდაუნი“ არ იგეგმება.

 

მისივე განცხადებით, ოპოზიცია ამ თემით სპეკულირებს, რადგან არჩევნების წინ მათ ყოველთვის აქვთ რევოლუციური სცენარი.

 

„ეს არის ოპონენტების მხრიდან სპეკულაცია და ამაზე გვაქვს მარტივი პასუხი – საქართველოს მთავრობამ, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არავითარი “ლოქდაუნი” არ იქნება. ამაში იგულისხმება, პირველ რიგში, ეკონომიკური “ლოქდაუნი” და, ასევე, პოლიტიკური “ლოქდაუნი“.

 

თუ ჩვენ თუ ავიღებთ საერთაშორისო სტანდარტებს, როდის ხდება ეკონომიკური “ლოქდაუნის” შემოღება, ამის საფუძვლები არ იკვეთება და არ გამოიკვეთება უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

CATEGORIES
TAGS
Share This