
საქართველოში კორონავირუსისგან რეკორდულად ბევრი – 2 197 ადამიანი გამოჯანმრთელდა ბოლო 24 საათში
საქართველოში კორონავირუსისგან რეკორდულად ბევრი – 2 197 ადამიანი გამოჯანმრთელდა

დღევანდელი, 28 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან 2 197 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ მონაცემები ცოტა ხნის წინ Stopcov.ge-ზე განახლდა.
აქვე, გასულ 24 საათში ქვეყანაში დამატებით 1 731 ადამიანი ინფიცირდა, ხოლო გარდაიცვალა 15.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 33 858;
- გამოჯანმრთელებულია – 14 829;
- მათ შორის გარდაცვლილია – 253;
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 3 507;
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2 344;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 022 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 44 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 33 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.
CATEGORIES საზოგადოება