საქართველოში უკვე ეპიდემიაა –  ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

საქართველოში უკვე ეპიდემიაა – ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

კორონავირუსის შემთხვევათა სტაბილურ მატებასთან და ამ მხრივ ზოგად მდგომარეობაზე Relinfo.ge პროფესორს, ექიმ ინფექციონისტს მაიაბუწაშვილს ესაუბრა.

ქალბატონო მაია დღეის მდგომარეობით ვგუულისხმობ 24 კორონა ვირუსის დადასტურებულ შემთხვევას , ისეთი მცირე რიცხოვანი ქვეყანა როგორიც საქართველოა არის საშიშროება , რომ სიტუაცია უკონტროლო გახდეს და ეპიდემია დაიწყოს?

ეპიდემია ქვია ისეთ სიტუაციას, როდესაც შემთხვევათა რიცხვი აღემატება იმ დროისთვის ჩვეულ რაოდენობას. შესაბამისად, რადგან კორონავირუსი საერთოდ არ არსებობდა, ეს უკვე ეპიდემიაა. რაც შეეხება აღმავლობას, რა თქმა უნდა მოსალოდნელია.

თქვენი ვარაუდით როდემდე გასტანს ინფიცირებულ ადამიანთა რიცხვის მატება?

ამის პროგნოზირება შეუძლებელია. იმის მოლოდინი, რომ ტემპერატურის მატებასთან ერთად შემცირდება, ნაკლებად გვაქვს.

საყოველთაო კარანტინი რამდენად შეამცირებს შემთხვევათა გამოვლენას და დგას თუ არა ამის აუცილებლობა?

ამ გადაწყვეტილების მიღება გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე ხდება ხოლმე და ჯერ ეს არ გამოცხადებულა. ეს შესაბამისი სტრუქტურების პრეროგატივაა.

 

მე თქვენი როგორც ინფექციონისტის და ამ სფეროში პროფესორის მოსაზრებამაინტერესებს…

მე ვფიქრობ ჯერ ამისი აუცილებლობა არ არის, რადგან ჯერ მალე არ დასრულდება და არა მგონია ჩვენს ქვეყანას სრული იზოლაციის ხანგრძლივი რესურსი გააჩნდეს.

ოფიციალურად გაჟღერებული ინფორმაციის პარალერულად, ფიქრობთ რომ უფრო რთული მდგომსრეობაა საქართველოში?

არა, შესაძლოა ცალკეული უსიმპტომო ან მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები არიან საზოგადოებაში და ისინი არ გამოვლენილან, მაგრამ ეს საერთო მდგომარეობის სიმძიმეს ვერ განაპირობებს.

თვლით რომ მდგომარეობა უკვე მძიმეა?

მდგომარეობის სიმძიმე პირობითი მცნებაა. ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია “მძიმედ” ვერ შეფასდება.

ესაუბრა სოსო კავკავაშვილი

 

CATEGORIES
TAGS
Share This