„განათლების მაღალი ხარისხი და მყარი ფუნდამენტი კურსდამთავრებულთა დასაქმების უდიდეს შესაძლებლობას გვაძლევს.“

„განათლების მაღალი ხარისხი და მყარი ფუნდამენტი კურსდამთავრებულთა დასაქმების უდიდეს შესაძლებლობას გვაძლევს.“

აკადემიის სიახლეების, მიზნებისა და სამომავლო გეგმების შესახებ „საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისის“ დამფუძნებელი და დირექტორი ნათია შათირიშვილი გვესაუბრება.

-რა სიახლეებით შეხვდა აკადემია ახალი სასწავლო წლის დაწყებას?

-შეიძლება ითქვას, რომ აკადემია ახალ სასწავლო წელს ხვდება სრულიად განახლებული და გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით. ინფრასტრუქტურის გარდა, ასევე ვთავაზობთ ბევრ გაუმჯობესებულ არანაკლებ მნიშვნელოვან სერვისსა და მომსახურებას არაფორმალური განათლებით დაინტერესბულ პირებს. მათ, რომლებთაც სურვილი აქვთ ისარგებლონ ჩვენი მომსაუხურებით, აირჩიონ მათთვის სასურველი პროფესია, მიიღონ ხარისხიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლება, აიმაღლონ კვალიფიკაცია და დასაქმდნენ.

-რა არის აკადემიის მთავარი მიზანი?

-შეგახსენებთ, რომ აკადემია წარმატებით ფუნქციონირებს 2006 წლიდან დღემდე და მისი მისიაა, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში შექმნას ეროვნული ღირებულებების მატარებელი ისეთი სახის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, აკადემიის სახით, რომელიც ადაპტირებული იქნება არა მხოლოდ ქართულ საგანმანათლებლო სივრცესა და მის მოთხოვნებთან , არამედ შესაბამისობაში იქნება ევროპულ საგანმანათლებლო სტანდარტებთან.

აკადემიის მიზანია თითოეული მსმენელის ინტელექტუალურ, კულტურულ, შრომით და სულიერ მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების მიცემა, რაც მათ მისცემთ შესაძლებლობას ჩამოყალიბდნენ არა მარტო საქმის სპეციალისტებად, არამედ ხელს შეუწყობს მათ პიროვნულ განვითარებას, რათა გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.

დასახული მისიისა და მიზნების შესაბამისად, აკადემიის ძირითადი ამოცანებია შედეგზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და განხორციელება, საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა და მის სრულყოფაზე მუდმივი ზრუნვა, მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალის, მოწვეული ლექტორებისაგან შემდგარი გუნდის შექმნა, აკადემიის ადმინისტრაციის დაკომპლექტება პროფესიონალებით, აკადემიის თანამშრომელთა ( როგორც ადმინისტრაციის , ასევე აკადემიური პროფესიონალისა და მოწვეული ლექტორების ) პროფესიულ ზრდაზე მუდმივი ზრუნვა, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დანრეგვა და გამომუშავება სწავლების პროცესში; სწავლებისა და არზრდის პროცესის მუდმივი სრულყოფა; აკადემიის მსმენელების შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიან სპეციალისტებად აღზრდა; შრომის ბაზრის მიერ მუდმივად ცვალებადი მოთხოვნების შესაბამისად საგანმანათლებლო პროგრამების მუდმივი განახლება და დახვეწა,  მსმენელთა და პოტენციურ დამსაქმებლებთან ურთიერთკავშირის მექანიზმის დანერგვა და მის სრულყოფაზე მუდმივი ზრუნვა; საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში აკადემიის ადაპტაციისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება; სხვადასხვა ტიპის სასწავლო სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება; აკადემიის მსმენებისათვის, მათი პიროვნული ზრდისთვის ხელშემმწყობი ღონისძიებების ჩატარება; როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტებისათვის აკადემიაში სწავლისათვის კომფორტული გარემოს შექმნა.

-რა ტიპის ლექცია/ტრენინგებსა გვთავაზობს „ბიდისი აკადემია“?

-ბიდისი აკადემიაში ტრენინგები გამიზნულია პრაქტიკული გამოცდილების მიღებაზე. ამიტომ, ტრენინგის უმეტესი ნაწილი ეთმობა სხვადასხვა „ქეისების“განხილვასა და ანალიზს, პროექტების მომზადებას განვლილი მასალის მიხედვით და მის პრეზენტირებას. შედეგად, თითოეული მონაწილე თეორიულ მასალასთან ერთად ავითარებს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს მის მიერ არჩეული თემის გარშემო.

აკადემიის მიერ მოწვეული ტრენერები არიან პრაქტიკოსები, რომელთაც გააჩნიათ მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა წამყვანი კომპანიების ტოპ-მენჯემნტსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში. აკადემიის მომხმარებლები არიან, როგორც კერძო პირები, ასევე ორგანიზაციები, რომელთაც სურთ თავიანთი თანამშრომლების პროფესიონალიზმის ამაღლება. წარმატებულ მსმნელებს ეძლევათ რეალური დასაქმების შესაძლებლობა.

-გარდა ცოდნისა, დამატებით რა ბენეფიტს იღებს მსმენელი თქვენგან?

-არსებობის 17 წლის მანძილზე აკადემიას უკვე ყავს დასაქმებული წარმატებული მსმენელების 70% . აღსანიშნავია, რომ  „ბიდისი აკადემია“ მაქსიმალურ ხელშეწყობას ჰპირდება სწავლის საფასურის ხელმისაწვდომობაში აკადემიაში სწავლის მსურველ სოციალურად დაუცველ პირებსა და დევნილებს, რათა მათ შეძლონ, რომ მიიღონ სასურველი განათლება.

წარმატებულმა სტუდენტებმა, შესაძლოა, მიიღონ დასაქმების შეთავაზება სტაჟირების პროგრამაში ჩართული რომელიმე სტრუქტურული ერთეულისგან. ყოველივე ზემოაღნიშნული, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ გარდა იმისა, რომ აკადემიაში სწავლის პერიოდში სწავლით დაინტერესბულ პირებს გააჩნიათ სწავლის და სამომავლო კარიერის შექმნის უამრავი შესაძლებლობა, ასევე, აკადემიის დასრულებისთანავე, ჩვენთან მიღებული ცოდნის საფუძველზე ისინი სარგებლობენ საკმაოდ მრავალმხრივი და ეტაპობრივად მზარდი დასაქმების შესაძლებლობით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ.

-აკადემია აძლევს თუ არა მსმენელებს უცხოურ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობას?

-„ბიდისი აკადემია“ სასწავლო წლის განმავლობაში საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე 10 მსმენელს მორიგ გაცვლით პროეტებში უფასო მონაწილებას შესთავაზებს, სადაც მოხალისე ყოველთვიურად მიიღებს ჯიბისა და კვების ფულს. დაუფინანსდება სავიზო მოსაკრებელი, საცხოვრებელი, მგზავრობის ხარჯები, დაზღევა. საზღვარგარეთ ცხოვრებისა და სწავლის შანსი ხელიდან არავინ არ უნდა გაუშვას. უცხო კულტურა, ახალი მეგობრები, ლექტორები და განსხვავებული სასწავლო გარემო ძალიან დიდ როლს თამაშობს ადამიანის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში, რის რეალურ შანსსაც ბიდისი აკადემია მისცემს აკადემიის 10 წარმატებულ კურსდამთავრებულს.

-არის თუ არა პროფესიის არჩევის მრავალფეროვანი შესაძლებლობა თქვენთან?

-რა თქმა უნდა, რადგან აკადემიას ახორციელებს 35-მდე პროფესიულ პროგრამას, რომლებსაც უძღვებიან პროფესიონალი ლექტორები. არაფორმალური განათლების მიღების მსურველებს შეთავაზებული პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ შემდეგ ფილიალებშ: თბილისი, გორი, ქუთაისი, თელავი და ბათუმი.

პროფესიების ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია ასევე ჩვენს ვებგვერდზე.

მსურველთა მოთხოვნიდან გამომდინარე, აკადემია აგრძელებს მიღებას. აირჩიეთ თქვენთის სასურველი კურსი და შემოგვიერთდით! ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს პროფესიულ წინსვლას, გადამზადებას, სტაჟრებას შმდგომი დასაქმების მიზნით.

მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ან გვესტუმრონ. ჩვენი მისამართებია:

თბილისი-აღმაშენებლის გამზ. #189 გორი-გარსევანიშვილის #3 ქუთაისი-9 აპრილის #2 თელავი-აღმაშენებლის #14 ბათუმი-26 მაისის #33

bdc.academy@gmail.com www.bdc-academy.ge

+995 593 25 25 08

+995 593 00 06 84

+995 593 23 75 39

CATEGORIES
Share This