,,საქმიანობა უმძიმეს პირობებში გვიწევს“ – ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრი
ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ადმინისტრაცია ცენტრის გვერდზე განცხადებას ავრცელებს და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის პირველი არხზე გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი.
,,როგორც ცნობილია, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ტერიტორია და შენობა-ნაგებობები 2009 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ მიყიდა შპს „ავერსი-ფარმას“ იმ პირობით, რომ ცენტრს ახალი ფართი და შენობა ექნებოდა, მაგრამ ეს არ გაკეთდა და დღემდე ცენტრი რჩება ძველ ტერიტორიაზე, 2009 წლამდე დაკავებული შენობა-ნაგებობების ნაწილში (მეორე ნაწილი შპს „ავერსი-ფარმამ“ წაიღო), რომელიც 2019 წლის 1 ივლისამდე იჯარით ჰქონდა აღებული და საქმიანობა უწევს უმძიმეს, გაუსაძლის პირობებში.”
CATEGORIES საზოგადოება