საჩხერის მერი იზოლაციაშია, მისი მეუღლე კი კორონა ვირუსით ინფიცირებული

საჩხერის მერი იზოლაციაშია, მისი მეუღლე კი კორონა ვირუსით ინფიცირებული

საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

საჩხერე

საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია მერმა ბენიამინე ფალავანდიშვილმა თავად დაადასტურა.

მისი თქმით, მეუღლე საჩხერის სამედიცინო ცენტრში მუშაობს და სავარაუდოდ, პაციენტისგან დაინფიცირდა. მისივე თქმით, მას ვირუსი მსუბუქი ფორმებით აქვს და რამდენიმე დღეში განმეორებით ტესტირება ჩაუტარდება.

მერის მეუღლეს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი ჰქონდა, რის გამოც ანალიზები აუღეს.

ფალავანდიშვილის ინფორმაციით, ოჯახის წევრები ახლა იზოლაციაში არიან, მეუღლე კი საჩხერის სამედიცინო ცენტრში ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.

საქართველოში კორონავირუსი 170 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

CATEGORIES
TAGS
Share This