„სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე მყოფი ინფიცირებული პაციენტებისთვის ექთნები ვიყავით ყველაფერი – მომვლელიც, ახლობელიც, გულშემატკივარიც“ – ია დუნდუა

„სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე მყოფი ინფიცირებული პაციენტებისთვის ექთნები ვიყავით ყველაფერი – მომვლელიც, ახლობელიც, გულშემატკივარიც“ – ია დუნდუა

“ლიდერ ქალთა საზოგადოება“  ნომინაციაზე

 „საექთნო საქმის ლიდერი -2022“   წარმოგიდგენთ

ბაუ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის“   საექთნო საქმის უფროსს,  „საერთაშორისო განათლების აკადემიაში ბიდისი-ს“  ლექტორს,  ქალბატონ

ია დუნდუას.

 

  • უკვე 23 წელია ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის საქმეს ვემსახურები. 20 წლის ასაკში დავიწყე ექთნად მუშაობა ბათუმში, მაშინდელ პირველ პოლიკლინიკაში, სადაც წლების განმავლობაში თითქმის ყველა განყოფილებაში ვიმუშავე და დიდი პროფესიული გამოცდილებაც შევიძინე.

 

შემდეგ იყო ბათუმის მ. იაშვილის  დედათა და  ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი, ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალი. ორივე სამედიცინო დაწესებულებაში მთავარი ექთნის პოზიციაზე ვმუშაობდი. მიუხედავად კლინიკებში რთული და დაძაბული სამუშაო რეჟიმისა, მუდამ ვცდილობდი, რომ საზოგადოებრივ საქმიანობაშიც  აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული და ასევე, პროფესიულად გავზრდილიყავი.

 

წარმატებით გავიარე ლიდერისა და კლინიკური მენეჯერის კურსები და ვარ საქართველოს ეპიდემოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციის წევრი. მუდმივად ვმონაწილეობ სხვადასხვა ტრენინგებსა და სასწავლო კურსებში.

 

 

  • საექთნო საქმე ჩვენს რეალობაში ძირითადად ქალბატონების პროფესიად მოისაზრება. უამრავი ძლიერი ქალია ჩემი კოლეგა და მიუხედავად მრავალი სირთულისა, ყველას ჩვენი საქმის სიყვარული გვაერთიანებს.

 

  • ჯანმრთელობის დაცვის სამსახური ყოველთვის უამრავ სიძნელესთან იყო დაკავშირებული, თუმცა ბოლო წლებში კოვიდპანდემიის პერიოდში, სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელი განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დავდექით. 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფორსმაჟორულ სიტუაციაში, ურთულეს პირობებში მოგვიწია მუშაობა. სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე მყოფი ინფიცირებული პაციენტებისთვის ექთნები ვიყავით ყველაფერი – მომვლელიც, ახლობელიც, გულშემატკივარიც. ქალურმა სიძლიერემ და ტკივილის გაზიარების უნარმა გადაგვატანინა ეს ურთულესი პერიოდი.

 

ქალბატონი ია მიიჩნევს, რომ ქალების ძალა და როლი, ისეთივე განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია ჩვენს საზოგადოებაში, როგორიც საპირისპირო სქესის, და ქალების სუსტ არსებებად მოხსენიებას არ ეთანხმება.

 

  • არ მომწონს გამოთქმა“სუსტი სქესი“. ქალები ძალიან ძლიერები ვართ და  თანამედროვე საზოგადოების ჩამოყალიბებაში, გარდაქმნაში, ცვლილებების შეტანაში, ვფიქრობ, რომ ჩვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია. უამრავი ქალბატონია, რომლებმაც სხვადასხვა სფეროში წარმატებებს მიაღწია და ისინი აძლევენ მაგალითს გარშემომყოფებს.

 

ქალბატონებს, რომლებიც, ახლა დგამენ ნაბიჯებს კარიერული კუთხით, ქალბატონი ია საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ამხნევევს და ურჩევს:

  • პირველ რიგში, უნდა იყვნენ მიზანდასახულები და არ შეაშინოთ დროებითმა სიძნელეებმა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ – არასდროს უნდა შეჩერდეთ მიღწეულზე,  მუდამ  ახლის ძიებაში უნდა იყოთ, სწავლა და პროფესიული ზრდა არასდროს შეაჩეროთ!

 

CATEGORIES
Share This