,,სჯობს სამართალდამცავებმა ცოტა აღვირს ამოუდონ ქმედებებში” – ნინო ჩარგეიშვილი.

,,სჯობს სამართალდამცავებმა ცოტა აღვირს ამოუდონ ქმედებებში” – ნინო ჩარგეიშვილი.

ჟურნალისტი და მასობრივი ღონისძიებების ორგანიზატორი ნინო ჩარგეიშვილი ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს.

Realinfo.ge პოსტს რომელიც ჟურნალისტმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა უცვლელად გთავაზობთ

ნინო ჩარგეიშვილი. ,,ხალხის დუმილსა და სიმშვიდეს ნუ აურევთ მონურ მორჩილებაში ,რადგან ისინი უკიდურესობამდე ითმენენ ,უქონლობას ავადობასა და ათასნაირ შეჭირვებას,
არ ნიშნავს ცხვრებს მწყემსავდეთ აქ .

მათ ისიც მშვენივრად იციან დათმენისთვის ბონუსებს არავინ მისცემთ და ისევ წვალებითა და ვაებით უნდა იხადონ ბანკები, ეძიონ სამუშაო, იქ სადაც ის არ არის და კიდევ იხადონ გადასახადები ისედაც ინფლაციის პირობებში.
სჯობს სამართალდამცავებმა ცოტა აღვირს ამოუდონ ქმედებებში.

სახელმწიფომ კი სამოქმედო გეგმა დაგვიდოს ხვალინდელი დღის!

გახსოდეთ ჩვენ მოქალაქეები სახელმწიფოს ნაწილი ვართ და ასევე ჯარისკაცები!

თითოეული ჩვენგანი დარწმუნებული ვარ დიდი სიამოვნებუთ დავუდგებით ქვეყანას გვერდით ,გამიყენეთ ხალხის რესურსი ის ხომ აუწონავი ოქროა,დაგვიდექით გვერდით, რათა ჩვენც ამოგიდგეთ მხარში.

დრო აღარ ითმენს მაისიც ახლოვდება უკვე ,ჰოდა მხოლოდ პანდემიის საშიშროებაზე საუბარს სჯობს შიმშილსა და უქონლობას როგორ მოერიოს ხალხი სამოქმედო პროგრამა წარმოადგინეთ სჯობს, რადგან წინ მძიმე ზამთარი გველის!”

CATEGORIES
TAGS
Share This