წარმატებისკენ სავალ გზას დიდი Შრომა , მონდომება და პასუხისმგებლობა სჭირდება, ᲨენარᲩუნებას კი უფრო მეტი. უნდა მოგიყვეთ ქალზე, რომელიც 15 წელია აკეთებს საქმეს , რომელიც განათლებას ეხება, განათლებას , რომელიც Ძალზედ მნიᲨვნელოვანია მომავალი ცხოვრების სრულყოფისათვის. ნათია ᲨათირიᲨვილის კარიერის 15 წლიან უწყვეტ გზაზე იყო და არის საქართველოს საპატრიარქოს Ჩოხოსანთა კავᲨირის განათლების დეპარტამენტის ხელმᲫღვანელის პიზიცია, არასამთავრობო ორგანიზაცია Ძლიერი ქალი Ძლიერი სახელმწიფოს, არასამთავრობო ორგანიზაცია ემიგრანტთა საერთაᲨორისო ცენტრის დამფუᲫნებლობა და მისი წევრობა. გახლავთ სამეცნიერო აკადემიიების, მათ შორის ფაზის სამეცნიერო , ტაოკლარჯეთის სამეცნიერო და დავით აღმაშენებლის აკადემის ნამდვილი წევრი და საპატიო პროფესორი. განათლებით იურისტმა კი 15 წლის უკან საგანმანათლებლო აკადემია ბიდისი დაარსა, რომელიც ამ დრომდე უწყვეტად ოპერირებს ქართულ და საერთაᲨორისო საგანმანათლებლო ბაზარზე. განათლების განვითარებისა და ხელᲨეწყობისთვის ქალბატონ ნათიას და ბიდისი აკადემიას მითებული აქვს ავტორიტეტული კომპანიებისგან ჯილდოები და დიპლომები. მკვეთრად აღსანიშნავია, რომ მიღებული აქვს საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონას ტიტული განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ბი დი სი აკადემიამ სულ ცოტა ხნის წინ კი საერთაᲨორისო აკადემიის სტატუსი მიიღო. აკადემია ამ დროისთვის ახორციელებს 50 მეტ სასერთიფიკატო და სადიპლომო პროგრამას და პარტნიორობას უწევს 100 მდე კომპანიას. ბიდისი აკადემიის კურსდამთავრებულების 80 პროცენტი კი დასაქმებულია , რაც აკადემიის მაღალ ხარისხზე მეტყველებს.
რელინფომ ქალბატონ ნათიასთან ინტერვიუ,
ძნელია ქალი ბიზნესში ქუსლებზე?
რომ გითხრათ ადვილია თქო მოგატყუებთ, ბიზნესის წარმატებისთვის აუცილებელია ბევრი შრომა, პასუხისმგებლობა და განვთარებისკენ მუდმივი სვლა. ამასთან ერთად ბიზმესმენი ქალი ყოველთვის უნდა იყოს ფორმაში,მაგალითად იცავდეს ბიზნესში ჩაცმის ეტიკეტებს. ქუსლებზე დგომა ალბათ გადატანითი მნიშვნელობით იგილუსხმეთ, ქალი არა აქვს მნიშვნელობა სად საქმიანობს, დიასახლისიც მუდამ უნდა იყოს ლამაზი , სანდომიანი და ელეგანტური, მამაკაცს კიდე შეიძლება ეპატიოს.
ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურებით, როგორ ახერხებთ ამას?
მოგეხსენებათ მყავს სამი შვილი, უფროსი უკვე სტუდენტია, პატარა კი წელს პირველად მივიდა სკოლაში, ამასთან ვხელმძღვანელობ საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისის , რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხუთი ფილიალი აქვს. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ყოველთვის ვპოულობ დროს საკუთარ თავს და იმიჯს ყურადღება მივაქციო. თუ როგორ გამოიყურები, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს კარიერაში.
ძალიან წარმატებული კარიერა გაქვთ, ოჯახი თუ კარიერა არჩევანის წინაშე თუ დამდგარხართ?
მიუხედავად იმისა, რომ მყავს სამი შვილი, მეუღლე აგერ უკვე 15 წელია ვემსახურები საქმეს , რომელიც ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. ვფიქრობ , რომ არჩევანის წინაშე ვერავინ დაგვაყენებს ეს თავად თუ არ გინდა.
უამრავი ტიტულის მატარებელი ხართ? ამან ხომ არ შეგცვალათ?
არა რადგან მე არ ვარ პატივმოყვარე, ეს ტიტულები და ჯილდოები შრომის შედეგად მოდის, რომელსაც უნდა ძალიან გავუფრთხილდეთ, არ მიყვარს ამპარტავანი ადამიანები.
სიყვარული? ძალაინ მყარი ოჯახი გაქვთ….
ოხომ! სიყვარული მთავარია, თუ არ გიყვარს შენი მეორე ნახევარი წარმოდგენელია მასთან ერთად ცხოვრება , აი ხომ მკითხეთ ოჯახი თუ კარიერა ორივე ერთად ეს ჩვენი მე და ჩემი მეუღლის დიდი სიყვარულის შედეგია. როცა გაქვს იდეალური პირადი ცხოვრება კარიერაშიც იქნები წარმატებული.
წარმოგიდგენიათ თქვენი თავი დიასახლისის ამპლუაში?
მიუხედავად იმისა, რომ გურული ქალი ვარ და გურულებს ოჯახში ფუსფუსი უყვართ დიასახლისობა ვერ წარმომიდგენია ჯერ, თუმცა აი ალბათ ბებია რომ გავხდები და მეყოლება შვილიშვილები და შვილთაშვილები დიდი სიამოვნებით ვიდიასახლისებ პარალერულ რეჟიმში.
განათლების სფეროში ოპერირება არის ბიზნესი?
ნაწილობრივ კი. რადგან თუ არ აკეთებ ბიზნეს ვერ იქნები პასუხისმგებლიანი, ვერ მიცემ ხარისხიან განათლებას, ვერ იზრუნებ თვითოულ მოსწავლეზე ჯეროვნად.
ჩოხოსანტა კავშირის წევრი ხართ….
ხომ ეს ჩემთვის ძალიან სათუთი და საპასუხისმგებლო თემაა. პატრიოტი ვარ ჩემი ქვეყნის, მიყვარს ჩემი ქვეყნის ტრადიციები და ამაყი ვარ რომ მეც ვარ ამ საზოგადოების წევრი. ჩვენ ამ საზოგადოებაში ბევრ ღირსეულ საქმეს ვაკეთებთ.
ქველმოქმედება და ბიზნესი…..
ყველა ადამიანი უნდა ვიყოთ სეძლების ფარგლებში ქველმოქმედი, უნდა გავცეთ, უნდა დავეხმაროტ სხვებს. მე დავაფუძნე ბიდისი აკადემიის საქველმოქმედო ფონდი და აი ჩემი ბიზნესიდან შემოსული თანხის ნაწილს აუცილებლად ვახმარ ქველმოქმედებას. ქველმოქმედება სულიერად მავსებს.