ქართველი ემიგრანტი აფეთქების ტალღამ მე-5 სართულიდან გადმოაგდო და დაიღუპა – georgians.gr #PRIMETIME.GE
საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა – ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით georgians.gr ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 36 წლის ქართველი ქალია.
თვითმხილველების ინფორმაციით, მათ გაიგეს საკმაოდ ძლიერი აფეთქები ხმა, შემდეგ კი დაინახეს, რომ აივნიდან ადამიანი ჩამოვარდა.
„როცა მიწაზე დაეცა ის ცეცხლმოკიდებული იყო და კვამლი ასდიოდა“, – ამბობენ თვითმხილველები.
არ გამორიცხავენ, რომ აფეთქება სახლში ბუნებრივი აირის დაგროვებას გამოეწვია.
CATEGORIES სხვა