ქართველი ემიგრანტი ლელა ქართველიშვილი ,,პერსონა 2021“ -ის ტიტულზე წარადგინეს
საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია ,,პერსონა 2021″ -ზე ნომინირებული წარმატებული ადამიანების გამოვლენა უკვე დაიწყო. ტრადიციულად წელსაც პროექტის სპეციალური ბორდი 50 წარმსტებულ ადამიანს სფეროს განვითარებაში შეტნილი წვლილისთვის ,,პერსონას“ ტიტულს მიანიჭებს, რომელთა შორის ქართველი ემიგრანტებიც არიან.
15 სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებისგსნ დააკომპლექტებულმა ბორდმა ქართველ ემიგრანტს ლელა ქატთველიშვილს ,,პერსონა 2021″ – ის ტიტულზე აფსოლიტური მხარდაჭერა გამოუცხადა.
ლელა ქართველიშვილი (ქართველი) – ცნობილი ქართველი მხატვარი, პოლიტოლოგი და ბიოლოგი- ცხოვრობს და მოღვაწეობს ამერიკაში, ნიუ–იორკში.
სხვადასხვა დროს გახლდათ პედაგოგი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მაგმას“ დამფუძნებელი, ქუთაისის სათათბიროს წევრი და კულტურის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე; ხელმძღვანელობდა ბაგრატის ტაძრის აღორძინების ფონდის კულტურის განყოფილებას; გახლდათ სამართლიანი არჩევნების დას. საქართველოს რეგიონული კოორდინატორი; აგრეთვე, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი; ასევე NDI–სა და IRI–ს სერტიფიცირებული საარჩევნო ტრენერი. ამჟამად არის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ექსპერტთა და მკვლევართა საბჭოს წევრი; გახლავთ „ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის) საერთაშორისო საზოგადოების დამფუძნებელი და პრეზიდენტი;
ლელა ქართველის სახელს არაერთი კულტურულ–საზოგადოებრივი ინიციატივა უკავშირდება – მათ შორის, 2013 წლიდან ყოველ 9 სექტემბერს „ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის) საერთაშორისო საზოგადოების“ სახელით უძღვებოდა ყოველწლიურ „ავიაკვირეულს“; პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გიორგი კეკელიძესთან ერთად, გახსნა ალექსანდრე ქართველის კაბინეტი და ა.შ.
ლელა ქართველი დღეს ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი შემოქმედება საინტერესო და მრავალფროვანია. ხატავს და წერს. მისი პოეზია მისტიკურ –ფილოსოფიურია. მალე იგეგმება ლექსების კრებულის გამოცემა და პრეზენტაცია. ხატავს ტუშით და კალმით – აქვს ხატვის მისეული სტილი, საკუთარი ხელწერა და შესრულების ტექნიკა. მისი ნამუშევრები თემატურად საკმაოდ დატვირთულია და სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს – ფილოსოფია-რელიგია-ფსიქოლოგია და მისტიკა ერთობლივადაა გადმოცემული სიურეალიზმის განზომილებაში.
ლელას პირველი პერსონალური გამოფენა 1991 წელს თბილისის „თეთრ გალერეაში“ მოეწყო. ამას მოჰყვა ერთობლივი გამოფენა თბილისში, ქუთაისსა და ნიუ–იორკში. ახლაც პერსონალური გამოფენისთვის ემზადება.
ლელა ქართველს არაერთი მასშტაბური სამომავლო გეგმა აქვს, მათ შორის, „ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების“ საქმიანობის გაგრძელება როგორც საქართველოში, ისე ამერიკაში, რომელიც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
„დღეს ჩვენ ამერიკელებისთვის სათქმელი გვაქვს, რომ თუ ამერიკა მსოფლიოში პირველია თავისი შეიარაღებით, ეს ქართველების დიდი დამსახურებაა და ვაპირებთ ამ ლეგენდარული ქართველის შესახებ მოუყვეთ როგორც ემიგრანტ ქართველებს, ისე ამერიკელებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რადგან ეს მათთვის დიდი სტიმულის მიმცემია. გვინდა დავგეგმოთ ყოველწლიური ღონისძიებები როგორც უმაღლეს სასწავლებლებში, ისე სხვა დაწესებულებებში“ – ამბობს ლელა ქართველი თავის ინტერვიუებში.
ლელა თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტია და მასზე ყოველთვის სიყვარულით საუბრობს: „მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოში დადგება სტაბილური პერიოდი, როდესაც ქვეყანა აღმშენებლობასა და განვითარებაზე იქნება ორიენტირენული. ემიგრაციიდან საქართველოში მოწვეული პროფესიონალი კადრი კი სამშობლოში დაბრუნების მსურველთა პოტენციალს გაზრდის“.
ლელა ქართველი საზოგადოების აქტიური წევრია – ამჟამად ფეისპლატფორმა „ქართულ–ამერიკული ფორუმის“ ხელმძღვანელიცაა, რომლის მიზანიც პოლიკურ–საზოგადოებრივი აზროვნების ამაღლებაა. ლელა ქართველი არაერთი საქველმოქმედო პროექტის ორგანიზატორი და მონაწილეა.
წარმატემა მას იმ რთულ გზაზე, რომელიც ხალხთა შორის მეგობრობას გულისხმობს!